x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ტოპ 10 წიგნი მხატვრული ლიტერატურიდან - რა შევიძინოთ წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე
image


წიგნის ფესტივალი ლიტერატურის მოყვარულებისათვის ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც წელს ვირტუალურად პირველად გაიმართება. 30 და 31 მაისს ვირტუალური პავილიონი დახვდება მკითხველს ვებგვერდზე www.biblusi.ge, სადაც ფასდაკლებით მრავალფეროვანი ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა გემოვნების, ასაკისა და ინტერესების მიხედვით.

გთავაზობთ ტოპ 10 წიგნს, რომლებიც წიგნის ვირტუალური ფესტივალის ფარგლებში, აუცილებლად უნდა შეიძინოთ:


ლუკა ბაქანიძე - „მესამე ნაპირი“


ლიტერატრული პრემია „საბას“ ლაურეატი ავტორის ლუკა ბაქანიძის რომანს „მესამე ნაპირი“ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში "კულტურული გარღვევაც" კი უწოდეს.

"მესამე ნაპირი" უცხო ნაპირია. ეს არის სამყარო, რომელიც ძალიან შორსაა და ძალიან ახლოს ჩვენგან. სამყარო, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელების, მიტოვებული სკვერებისა და პარკების, ქალაქის ყველაზე შავბნელი ადგილების „ბატონ-პატრონნი“, მაწანწალები, უსახლკარონი - ათასი ჯურის ხალხი ცხოვრობს - საზოგადოებისთვის მიუღებელი, მისგან გარიყული, ხშირად საკუთარი ნებით განაპირებული. ეს არის მდუღარე, ველური, შლეგი ნაპირი, დიდი სიბინძურით, დაცემულობით, ბოროტებით, ცოდვით და ამავე დროს პირველქმნილი უბიწოებით, დიდი სიფაქიზით, აღმაფრენით, შემოქმედთან არნახული სიახლოვით და უწმინდესი ღირებულებებით.


რომანს აქვს ყველა ნიშანი და ღირსება, თანამედროვე „მრავლისმნახველი“ მკითხველის გაოცება რომ შეძლოს; ესაა სიღრმე, დინამიკურობა, აქტუალურობა, ცოცხალი სიუჟეტი, თუმცა ზემოქმედების უპირველესი იარაღი, ამ შემთხვევაში, მთხრობელის ოსტატობა, გულწრფელობა და თემის სიახლეა. „მესამე ნაპირი“ მოულოდნელობით გაგაოცებთ, ჩაგაფიქრებთ, გაცინებთ, დაგასევდიანებთ, სხვანაირად დაგანახვებთ საზოგადოებას და საკუთარ თავსაც.



იაგო თვალაბეიშვილი - „გარდასულები“


ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ისა“ და პრემია „ლიტერას“ გამარჯვებული, რომანით „ტრანსმუტაცია“.


„გარდასულები“ ახალგაზრდა ავტორის რიგით მეორე წიგნია. ამ კრებულში შესული მოთხრობები ბედისწერის მიერ ერთმანეთში უცნაურად გადაჯაჭვულ სრულიად დაუჯერებელ ამბებს გვიყვება; აღწერილია ადამიანების გაუსაძლისი ყოფა და ექსტრემალური გარემოს ზეგავლენით გაშიშვლებული, ყველაზე ბნელი, საზარელი მხარე მათი არსებობისა...


„ქვესკნელური თხზულებები“ - ასე აფასებს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ამ წიგნს და აღნიშნავს, რომ ავტორი ყოველგავრი შელამაზების გარეშე გვესაუბრება ჩვენს რეალობაზე.


წიგნი გაფორმებულია ავტორისავე შექმნილი ილუსტრაციებით, გარეყდაზე დატანილია მისივე ნახატი.



ელის ფეირინგი - „ღვინის სიყვარულით“


„ღვინის სიყვარულით“ ამერიკელი მწერლის, ჟურნალისტისა და ბლოგერის, ელის ფეირინგის წიგნია.


ავტორი მკითხველს ქართული ღვინის შესახებ დაუვიწყარი პორტრეტებით, პეიზაჟებითა და სიუჟეტებით მოუთხრობს; მკითხველი მეღვინიდან მეღვინესთან გადადის და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ღვინის გზას გადის და აღწერილი მოვლენები მის თვალწინ ხდება.


ქართული ბუნებრივი ღვინის აღორძინება წინააღმდეგობებით სავსე პროცესი იყო და დინების საწინააღმდეგო ცურვას ჰგავდა. რამდენიმე მეღვინემ გზა მაინც გაჭრა, ჩვენი მარნებისაკენ მოახედა მსოფლიო და გენიალური ქვევრის ღვინოებით გააკვირვა იგი! ეს წიგნი სწორედ ამ ადამიანებზეა - ცოცხალ ლეგენდებზე! და ყველა იმ ქართველზე, რომელსაც ამერიკელი ღვინის მწერლის მოთხრობილი ამბავი, თავისი ოჯახისა და ღვინის ისტორიას გაახსენებს.



რუპი კაური - „რძე და თაფლი“


ინ­სტა­პო­ე­ზია - რით­მი­ა­ნი თუ ურით­მო ფრა­ზე­ბი ინ­სტაგ­რამ­ზე, 3, 6 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი და მი­ლი­ო­ნო­ბით მო­წო­ნე­ბა. რუპი კა­უ­რი ინ­დო­ეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და კა­ნა­და­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი, პო­ე­ტი და ილუსტრა­ტო­რია. მისი პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი „რძე და თაფ­ლი“ 2014 წელს გა­მო­ვი­და. კრე­ბუ­ლი 30-ზე მეტ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი და 2, 5 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლა­რია გა­ყი­დუ­ლი.


ავ­ტო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ პო­პუ­ლა­რო­ბას შე­მოქ­მე­დე­ბის ფორ­მატ­თან ერ­თად ხელი შე­უ­წყო იმ ფაქ­ტმაც, რომ ის წერს სო­ცი­ა­ურ ქსე­ლებ­ში მე­ტად აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სიყ­ვა­რუ­ლი, სექ­სი, უარ­ყო­ფა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.


თუმ­ცა, რუპი კა­უ­რი ეხე­ბა უფრო რთულ სა­კი­თხებ­საც რო­გო­რია ძა­ლა­დო­ბა, სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტე­ბი და რა­სიზ­მი. მისი მთა­ვა­რი სიძ­ლი­ე­რე კი ის არის, რომ კა­უ­რის პო­ე­ზია ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლია და შო­რი­დან კი არ უვ­ლის თე­მებს, არა­მედ პირ­და­პირ ეხე­ბა.



შარლოტა ბრონტე - „მასწავლებელი“


მას­წავ­ლე­ბე­ლი შარ­ლო­ტა ბრონ­ტეს პირ­ვე­ლი რო­მა­ნია, რომ­ლის გა­მო­ცე­მა კარ­გა ხანს ვერ მო­ხერ­ხდა, რად­გან გა­მომ­ცემ­ლებ­მა და­ი­წუ­ნეს. რო­მა­ნი მწერ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ, 1857 წელს და­ი­ბეჭ­და და მას­ში უკვე ჩანს XIX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი პუ­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნის "ჯეინ ეა­რის" ავ­ტო­რის ნი­ჭი­ე­რე­ბა. "მას­წავ­ლებ­ლის" დაწ­რის იდეა მას ბრი­უ­სელ­ში და­ე­ბა­და, სა­დაც უცხო ენებს სწავ­ლობ­და.


წიგ­ნი აღ­წერს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის, უი­ლი­ამ ქრიმ­სვორ­თის ამ­ბავს - ცხოვ­რე­ბა­ში ად­გი­ლის სა­პოვ­ნე­ლად მის ძი­ე­ბებს, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და­მო­უ­კი­დე­ბელ, პრინ­ცი­პულ მა­მა­კა­ცად, რომ­ლის­თვი­საც გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი სიმ­დიდ­რე, ვიდ­რე გა­რეგ­ნუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბა - გო­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ რაც ბრწყი­ნავს, ყო­ველ­თვის ოქრო არ არის.



ელიფ შაფაქი - „ხუროთმოძღვრის შეგირდი“


თურქი მწერლის ელიფ შა­ფა­ქის მო­რიგ რო­მან­ში, თქვე­ნი მას­პინ­ძე­ლია შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სტამ­ბო­ლი, ჯა­დოს­ნუ­რი, ფე­რა­დო­ვა­ნი, იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი, ბოს­ფო­რის პი­რას ნე­ბივ­რად გა­წო­ლი­ლი ქა­ლა­ქი, კაც­თა ბე­დის მჭე­დე­ლი, შე­მოქ­მედ­თა ას­პა­რე­ზი... იგი თქვენ თვალ­წინ გლო­ვობს და ზე­ი­მობს, ლო­ცუ­ლობს და იწყევ­ლე­ბა, ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ეფ­ლო­ბა და სი­ღა­ტა­კის მწა­რე პურს ჭამს, იწ­ვის და დი­დოს­ტა­ტის ხე­ლით კვლავ შენ­დე­ბა!


პერ­სო­ნაჟ­თა უმ­დიდ­რე­სი გა­ლე­რეა: სუ­ლე­ი­მან დი­დე­ბუ­ლი და მისი მემ­კვიდ­რე­ე­ბი, ევ­რო­პე­ლი ელ­ჩე­ბი თუ მო­ხე­ტი­ა­ლე ბო­შე­ბი, სუფი დერ­ვი­შე­ბი თუ ჰა­რამ­ხა­ნის ტურ­ფე­ბი... და ამ გა­ლე­რე­ის გვირ­გვი­ნი – სტამ­ბო­ლის ლე­გენ­და­რუ­ლი აღმშე­ნე­ბე­ლი კოჩა მი­მარ სი­ნა­ნი!



ოდრი ნიფენეგერი - „დროში მოგზაურის ცოლი“


ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის ოდრი ნი­ფე­ნე­გე­რის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნი 2003 წელს გა­მო­ვი­და. ავ­ტორ­მა ძლი­ე­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­ნი­ცა­და, რო­დე­საც წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. სწო­რედ ეს იყო ჰენ­რი­სა და კლე­რის ის­ტო­რი­ის მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი. რო­მა­ნი, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო ფიქ­ცი­ი­სა და რო­მან­ტიზ­მის სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ზა­ვია, და­გა­ფიქ­რებთ ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სიყ­ვა­რუ­ლი, და­კარ­გვა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება.


სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ ნი­ფე­ნე­გერს, რო­გორც ახალ­ბე­და ავ­ტორს, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აგენ­ტის მო­ძებ­ნა გა­უ­ჭირ­და. თუმ­ცა მწე­რა­ლი არ და­ნებ­და და წიგ­ნი გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გახ­და ბესტსე­ლე­რი. მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, მისი 2, 5 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლი­ა­რი გა­ი­ყი­და და წიგნ­მა არა­ერ­თი ჯილ­დოც, მათ შო­რის, Exclusive Books Boeke Prize და British Book Award მი­ი­ღო.


2009 წელს გა­მო­ვი­და წიგ­ნის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი, იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბით.



ლეონ ლეისონი - „ხის ყუთზე შემდგარი ბიჭი“


ეს წიგ­ნი ოს­კარ შინდლე­რის სიის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი წევ­რის, ლეონ ლე­ი­სო­ნის თავ­გა­და­სა­ვა­ლია. ლე­ო­ნი 10 წლის იყო, როცა ომი და­ი­წყო. ნა­ცის­ტებ­მა ის და მისი ოჯა­ხი ჯერ კრა­კო­ვის გე­ტო­ში შე­ყა­რეს, მერე პლა­შო­ვის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გა­მო­ამ­წყვდი­ეს. შიშ­მა, შიმ­შილ­მა, ნა­ცის­ტე­ბის სი­სას­ტი­კემ ვერ გა­უ­ნე­ლა ლეონ ლე­ი­სონს სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლი და რწმე­ნა, რომ სი­კე­თე და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია; რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც მოყ­ვა­სის დახ­მა­რე­ბა და თა­ნაგ­რძნო­ბა ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა.


„ლეონ ლე­ი­სო­ნი ნამ­დვი­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. მისი მუ­დამ მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი შოას ფონ­დის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი იმ სა­ბუ­თე­ბის­თვის, რო­მელ­თაც სა­თუ­თად მო­ვუფრ­თხილ­დე­ბით, რათა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი გა­ეც­ნონ და აღ­ფრთო­ვან­დნენ მისი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ცხოვ­რე­ბით“ - სტი­ვენ სპილ­ბერ­გი, ოს­კა­რო­სა­ნი რე­ჟი­სო­რი ფილ­მის­თვის "შინდლე­რის სია".



ერიხ მარია რემარკი - „აჩრდილები სამოთხეში“


ჟურ­ნა­ლის­ტი და მწე­რა­ლი, მშვე­ნი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი, გე­ნი­ა­ლუ­რი ქი­რურ­გი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე გმი­რი და ლე­გენ­და – ყვე­ლა­ნი „ამე­რი­კულ სა­მო­თხე­ში“ მოხ­ვდნენ, გა­მოქ­ცე­ულ­ნი ევ­რო­პი­დან, სა­დაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი მძვინ­ვა­რებს. ამ, ერთი შე­ხედ­ვით, კე­თილ­დღე­ო­ბა­ში ვერ პო­უ­ლო­ბენ სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს. მათ აერ­თი­ა­ნებთ მძი­მე ტვირ­თი: თი­თო­ე­ულ­მა და­კარ­გა ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, და­კარ­გა სამ­შობ­ლო... და, მი­უ­ხე­და­ვად წარ­მა­ტე­ბი­სა სიყ­ვა­რულ­სა თუ პრო­ფე­სი­ა­ში, აჩ­რდი­ლე­ბი­ვით არ­სე­ბო­ბენ ემიგ­რან­ტე­ბი ახალ სამ­ყა­რო­ში, ერთი იმე­დით – ოდეს­მე შინ დაბ­რუნ­დე­ბი­ან.


რო­მა­ნი „აჩ­რდი­ლე­ბი სა­მო­თხე­ში“ პირ­ვე­ლად ითარ­გმნა ქარ­თულ ენა­ზე.



სესილია ა’ჰერნი - „სიყვარულით, როზი“


წიგ­ნი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო­ე­ბის: THE BRITISH BOOK AWARDS, IRISH POST AWARD-ისა და CORINE LITERATURE PRIZE-ის მფლო­ბე­ლია.


"სიყ­ვა­რუ­ლით, როზი" გა­მორ­ჩე­უ­ლია არა მხო­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სო და და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი სი­უ­ჟე­ტით, არა­მედ რო­მა­ნის არას­ტან­დარ­ტუ­ლი ფორ­მი­თაც.


მთა­ვა­რი გმი­რე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წე­რენ ერ­თმა­ნეთს ელექტრო­ნულ და სა­ფოს­ტონ­მარ­კი­ან წე­რი­ლებს, უგ­ზავ­ნი­ან შე­ტყო­ბი­ნე­ბებს, ბა­რა­თებს; ერ­თმა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ დარდს, წუ­ხილს, სი­ხა­რულს...


თით­ქოს, რაღა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლებ­მაც უკვე გა­მო­ცა­დეს უიღ­ბლო ქორ­წი­ნე­ბა და გან­შო­რე­ბა, იმედ­გაც­რუ­ე­ბა და ღა­ლა­ტი... მაგ­რამ ეს მხო­ლოდ თით­ქოს...



სრული კატალოგი ნახეთ ბმულზე




0
90
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0