x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ამ ზაფხულის ყველაზე მოდური კაბები - 2020 წლის ზაფხულის ტრენდი
ბევრის აზრით ქალს როდესაც დახვეწილად აცვია და ყველაფერი უხდება- სასიამოვნოა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ უხდება არაფერი ისე, როგორც კაბა. კაბა, რომელიც ქალის სილუეტს უფრო ნათელს ჰფენს; გრძელი კაბა, რომლის ბოლოც სიარულისას ფრიალებს და გაორმაგებულად აფრიალებს "ბევრის" გულებსაც, ნამდვილად სასიამოვნო სანახავია, დამეთანხმებით.


image



ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს სეზონის მიხედვით უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".



მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს, თუმცა არსებობს უნივერსალური სამოსები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან. ზოგიერთი ფერი არა მარტო სხეულის ფორმების შენიღბვას ემსახურება, არამედ გვმატებს თავდაჯერებულობას და ნებისმიერი ასაკის ქალბატონს სტილის მიხედვით შეუძლია ყველაზე ელეგანტური და მაცდური ფერის კაბა ნებისმიერ სიტუაციაში -კინოთეატრი, წვეულება, რესტორანი და ა.შ, მოირგოს.





როდესაც ქუჩაში ტემპერატურა +20 გრადუსზე მეტია, გარეთ გასვლის დროს ჩნდება სურვილი რაც შეიძლება ნათელი ფერის, უჩვეულო და ჰაეროვანი კაბით გავიდეთ. წლევანდელი ზაფხულის ყველაზე მოდურ ვარიანტებს შორის სწორედ, რომ მოცულობითი სახელოების, აბრეშუმის კომბინაციით, პლიეტური (პლისი), ყვავილის პრინტით, თეთრი ბამბა და მაქსიმალური სიგრძის სტილის კაბებია.



გთავაზობთ დიზანერების მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდურ კაბებს



1. კაბები პლიეტური სტილით. (პლისი)


imageimageimageimage







2. აბრეშუმის კაბები.

imageimageimageimage







3. კაბები ყვავილების პრინტით.

imageimageimageimage






4. ბამბის, თეთრი კაბები.

imageimageimageimage






5. კაბები მოცულობითი მკლავებით.

imageimageimageimage







6. კაბები მაქსიმალური სიგრძით.

imageimageimageimageimage





0
894
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
894
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0