x
image
მარიამ პირველი
ქრისტე, ქრისტიანები და კრშნა
image


ადამიანი, რომელიც ყოველგვარი შეფასების მიღმა დგას. სხვადასხვა დროის ადამიანებმა მას სწავლული, ფილოსოფოსი, კულტურის ელჩი, ნაყოფიერი შემოქმედი, რელიგიური ლიდერი, სულიერი მოძღვარი, სოციალური კრიტიკოსი და წმინდანი უწოდეს. ეს უნივერსალური და იშვიათი ფენომენი გახლავთ ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადა, რომელმაც დასავლურ სამყაროს ინდოეთიდან მომავალი თვითრეალიზაციის მეცნიერება მოუტანა.

იესო ქრისტეს მიმართ დაინტერესება ყველა ვაიშნავს აქვს, მაგრამ არ არის დოგმატური სწავლება მის შესახებ ვაიშნავიზმში. თუმცა კრიშნას მიმდევრებს მაინც ესმით თავისებურად, თუ ვინ შეიძლება იყოს ქრისტე.

“შრიმად-ბჰაგავატამში" ნახსენებია ქრისტე : “ პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).


ღმერთის ცნობიერების ჭეშმარიტ მქადაგებელს მოთმინება და თანაგრძნობა უნდა გააჩნდეს. უფალი იესო ქრისტეს პიროვნებაში ორივე პიროვნებას ვხვდებით. იგი იმდენად მომთმენი იყო, რომ ჯვარცმის დროსაც კი არავინ დაუგმია. მას იმდენი თანაგრძნნობა გააჩნდა რომ ღმერთს ევედრებოდა მიეტევებინა, იმათთვისაც ვინც მის მოკვლას ცდილობდნენ.

ჯვარზე გაკრული ქრისტე ლოცულობდა :“მამაო, შეუნდე მათ, რამეთუ არ იციან, რას შვრებიან ."

ღმერთის ცნობიერების მქადაგებელი ყველა ცოცხალი არსების მეგობარია. უფალმა იესო ქრისტემ ამის მაგალითი უჩენა მცნებიტ “არა კლა". მაგრამ ქრისტიანებს ამ მცნების არასწორი განმარტება უყვართ. ისინი ფიქრობენ, ცხოველებს სული არ აქვთ, ამიტომ თვლიან, რომ თავისუფლად შეუძლიათ სასაკლაოებსი მილიარდობით უდანაშაულო ცხოველის ხოცვა. ასე რომ ძალიან ბევრი პიროვნება აცხადებს თვს ქრისტიანად, ძალზე ძნელია ისეტი კაცის პოვნა, ვინც მკაცრად ასრულებს უფალი იესო ქრისტეს მცნებებს.

ქრისტეს შეუძლია თავის თავზე აიღოს მის მოწამეთა მიერ ჩადენილი ცოდვებით გამოწვეული ტანჯვები. მაგრამ ისინი ჯერ გონს უნდა მოეგონ :

“რატომ უნდა მივაყენო იესო ქრისტეს ტანჯვა ჩემი ცოდვების გამო?აღარ შევცოდავ."

პრაბჰუპადას აზრით იესო ქრისტე დიდებული პიროვნება იყო. იგი არაფერში შემცდარა.მაინც ჯვარს აცვეს. მას სურდა ღმერთის ცნობიერება მიეცა

მათთვის, მაგრამ სანაცვლოდ ჯვარზე გააკრეს. - აი როგორი უმადურები იყვნენ. მათ ვერ დააფასეს მისი ქადაგება, მაგრამ ჩვენ ვაფასებთ მას და როგორც ღმერთის წარმომადგენელს ყოველგვარ პატივს მივაგებთ. ჩვენ იგი ჩვეულებრივ ადამიანად არ უნდა მივიჩნიოთ. წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ ყველას, ვინც სულიერ მოძღვარს ჩვეულებრივ ადამიანად თვლის, ჯოჯოხეთური აზროვნება აქვს. იესო ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი, რომ ყოფიილიყო, ღმერთის ცნობიერებას ვერ გადმოგვცემდა.

2
284
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
284
  
2020, 17 ივნისი, 11:19
"ვინც უცოდველია,ქვა იმანი ისროლოს" იყენებენ "არ განიკითხო და არ განიკითხებისთვის". სინამდვილეში კი ეგრე არ არის,რადგან ადამიანი თუ ცოდვაშია და კიდევ უფრო იძირება,სწორედაც მას უნდა მიუთითო და ეცადო გახდეს უფრო უკეთესი. "ეცადე გახდე სრულყოფილი,როგორც მამაზეციერი" თითოეული ადამიანი ამას უნდა ცდილობდეს. ერთი ფილმის ფრაზა მახსენდება:"რა კაცია ის,ვინც არ ცდილობს სამყარო უკეთესობის შეცვალოს" ეს ყველაფერი შეუძლებელია ჯანსაღი კრიტიკის და მითითების გარეშე. თუ ადამიანი არ არი კრიტიკული,განსაკუთრებით თვითკრიტიკული ის ვერ გახდება სრულყოფილი.
2020, 17 ივნისი, 11:11
იესო არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი და ის იყო ადამიანის ხორცად მოვლენილი ღმერთი. მან იცოდა,რომ ჯვარს გააკრავდნენ და აწამებდნენ. ჩემი აზრით,იესოს დედამიწაზე მოვლინება ადამიანების გამოსაფხიზლებლად იყო და იმის მისანიშნებლად,თუ რატომ შეიქმნა ადამიანი. იესოს მოვლინებამ კიდევ ერთხელ დადასტურა ადამიანის თავისუფალი არჩევანი და ის,რომ ადამიანი მხოლობითში აგებს პასუხს ღვთის წინაშე,არა კოლექტიურად. ნათლად დაინახა სამყარომ თუ როგორი ფანატიკოსები იყვნენ იმ პერიოდში სასულიერო წარმომადგენლებიც და როგორ ბრმათ მორწმუნეობას ქადაგებდნენ. ისინი პრივილეგიებს და სიმდიდრის გამო იცვავდნენ ანაფორას. იესომ თვალნათლივ დაგვანახა,რომ აუცილებელი არ არის არც მარხვა,არც ეკლესიაში სიარული,არც ლოცვა თუ საქმე,რომელსაც ადამიანი ემსახურება არის სიკეთე და სიყვარული,სწორედ ეს არის ღმერთი. მან ავაზაკი შეიწყალა და სასუფეველში მის გვერდით იახლა,რადგან დაინახა მისი რწმენა გულიდან მოდიოდა და არა სიტყვიდან. ეხლა გადახედეთ თანამედროვეობას და მიხვდებით,რა ხდებოდა იმ პერიოდში სამყაროში. ადამიანებს აშინებენ მეორედ მოსვლის ჟამის მოახლოებით და ამ ყველაფერზე ადამიანებს(მრევლს) კანკალი იტანთ. აი,ეს არის ფაქტი სიტყით მორწმუნეობის. ადამიანს რომელსაც გულით სწამს,მაშინ ის გახარებული იქნება მეორედ მოსვლით,რადგან მოესწრება ამ სამყაროში ქრისტეს მოსვლას და სიკეთის,სიყვარულის გამარჯვებას სიძულვილზე და ბოროტებაზე.
0 1 2