x
მეტი
  • 09.07.2020
  • სტატია:101330
  • ვიდეო:346632
  • სურათი:465247
Სექსუალურ უმცირესობათა ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია აშშ-ში
გეი

სტატიაში გაეცნობით აშშ-ს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს LGBTQ საზოგადოების მიმართ.LGBTQ არის აკრონიმი, რომელიც მოიცავს-ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარი.ზოგჯერ შესაძლოა შეგვხვდეს LGBTQI, ის მოიცავს ინტერსექსს და ასექსუალსაც.ინტერსექსი არის ინდივიდი, რომლის სქესიც არ არის დიფერენცირებული, ხოლო ასექსუალი არის ადამიანი ვისაც არ განუცდია სექსუალური ლტოლვა.

ქრონოლოგია:

1924-წელს ჰენრი გერბერმა ჩიკაგოში დააარსასაზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის”.ეს იყო პირველი დეკლარირებული ორგანიზაცია, რომელიც გეის უფლებებს იცავდა.


1950-მატეჩინის საზოგადოება, დაარსდა ჰენრი ჰეის მიერ, იგი ერთ-ერთი მტკიცე, გეის უფლებებისათვის მებრძოლი დაჯგუფება იყო აშშ-ში.აღნიშნული საზოგადოება ძირითადად ფოკუსირებული იყო სოციალურ ინტეგრააციაზე.

1952 წლის აპრილი-ამერიკის ფდიქიატრიული ასოციაციის მიერ, ჰომოსექსუალიზმი აღიარებულ იქნა, როგორც სოციოპათიური დაავადება.

27 აპრილი 1953 წელი-პრეზიდენტ დუაით ეიზენჰაუერმა გამოსცა ბრძანება, რითაც ჰომოსექსუალებს ფედერალურ სამსახურში მუშაობა აეკრძალათ.მიზეზად დასახელდა, რომ ისინი საფრთხის შემცველნი არიან.

Სექტემბერი, 1955-სან-ფრანცისკოში იქმნება პირველი ორგანიზაცია ლესბოსელ ქალთა უფლებების დასაცავად.

ივლისი, 1961-ილინოისი ხდება პირველი შტატი, რომელმაც ჰომოსექსუალიზმი დეკრიმინალიზებულად გამოაცხადა, სოდომიის კანონი გაუქმებით.

11 სექტემბერი, 1961-პირველი დოკუმენტური ფილმი ჰომოსექსუალიზმის შესახებ, გამოდის კალიფორნიაში.

28 ივნისი, 1969-ნიუ-იორკში პოლიციელის მიერ ჰომოსექსუალზე ძალადობის ფაქტის ნიადაგზე, იწყება საპროტესტო გამოსვლები.

1969-იქმნება “ლოს ანჯელესის ადვოკატი”, იგი აქვეყნებდა პუბლიკაციებს პიადი უფლებების შესახებ თავდაცვასა და განათლებაში.

28 ივნისი, 1970-ნიუ-იორკის ქუჩებში ეწყობა მანიფესტაცია, მშვიდობიანი მსვლელობები, რომელიც შემდეგ პირველიპრაიდისსახელით შევიდა ისტორიაში.

1973- “ლეგალური ლამბდახდება ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის გეიისა და ლესბოსელის თანაბარუფლებიანობისთვის.ლამბდა ასევე გახდა პურველი ოფიციალურად აღიარებული ორგანიზაცია ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს მიერ, რომელიც LGBTQ თემის უფლებებს იცავდა.

1 იანვარი, 1973-მერილენდი კრძალავს ერთსქესიანთა ქორწინებას.

26 მარტი, 1973-შედგა შეხვედრამშობლებსა და გეის მეგობრებს შორის”, გადაცემის ეკრაიზაცია 1982 წელს მოხდა.

15 დეკემბერი, 1973-3810 ხმა 5854-დან, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია ჰომოსექსუალიზმს იღებს მენტალური დაავადებების სიიდან.

1974-კატი კოზაჩენკ ხდება პირველი ღიად LGBTQ ამერიკელი, რომელიც არჩეულ იქნა საჯარო უწყებაში, კერძოდ საკრებულოში.

14 იანვარი, 1975-პირველი ფედერალური კანონთა ბილი, გეის უფლებებზე იქნა წარდგენილი, რომელიც მიზნად სექსუალური ორიენტაციი კუთხით დისკრიმინაციის აღმოფხვრას ისახავდა.სამწუხაროდ, ბილი არ დამტკიცდა.

1978-გილბერტ ბეიქერი ქმნის LGBTQ საზოგადოების სიმბოლოს.დროშას, ცისარტყელის ფერებით.

14 ოქტომბერი, 1979-პირველი ეროვნული მარში ვაშინგტონში, რომელმაც 75 000-დან 125000-მდე ინდივიდი გააერთიანა, სექსუალური უმცირესობათა უფლებების დასაცავად.

2 მარტი, 1982-ვისკონსინი ხდება პირველი შტატი, რომელიც აუქმებს კანონს დისკრიმინაციის შესახებ, სექსუალური ორიენტაციის გამო.

30 ნოემბერი, 1993-ბილ კლინტონი კრძალავს ღიად ჰომოსექსუალი ადამიანების სამხედრო სამსახურში მსახურებას.თუმცა, ასევე აკრძალადახურულიჰომოსექსუალების შევიწროება.

21 სექტემბერი, 1996-პრეზიდენტი ბილ კლინტონი ხელს აწერსქორწინების დაცვის აქტს”, რომელიც კრძალავს ერთსქესიანთა ქორწინებას და კანონის ძალით განმარტავს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი.

3 დეკემბერი, 1996-ჰავაის მოსამართლე ჩანგმა განაცხადა, რომ არ შეიძლება კანონმა შეზღუდოს ერთსქესიანთა უფლებები, როგორც უფლება ერთად თანაცხოვრებისა.ისეთივე უფლებები უნდა მიენიჭოს გეისა და ლესბოსელ, როგორც ჰეტეროსექსუალ ადამიანებს აქვთ ქორწინებისას.

Აპრილი, 1997-თაიმსის გარეკანზე იბეჭდება სტატია ელენ დეჯენერასის შესახებ, სადაც ის აცხადებსდიახ, მე ვარ გეი”.

1 აპრილი 1998-მარტინ ლუთერ კინგის ქვრივი, კორეტა სკოტ კინგი სთხოვს სამოქალაქო უფლებების საზოგადოებას, რომ დაეხმარონ ჰომოფობიის ჩაქრობაში.

6-7 ოქტომბერი, 1998-მეთიუ შეპარდი, ველოსიპედისტმა იპოვა ღობეზე მიბმული და სასტიკადდ ნაცემი.რამდენიმე დღეში დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

9 ოქტომბერი, 1998-რასელ ჰენდერსონსა და აარონ მაკკინს მიესაჯათ უვადო პატიმეობა შეპარდის მკვლელობის გამო.

ივნისი, 2003-აშშ-ს უზენაესი სასამართლო ახდენს ერთსქესიანთა სექსის დეკრიმინალიზაციას.

17 მაისი 2004- შედგა ერთშქესიანთა პირველი ქორწინება მასაჩუსეტსში.

6 სექტემბერი, 2005-კალიფორნიაში დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება.

25 ოქტომბერი, 2006-ნიუ-ჯერსის უზენაესმა სასამართლომ მიიღო ერთსქესიანთა ქორწინება.

15 მაისი, 2008-კალიფორნიის უზენაესი სასამრთლო აცხადებს, რომ ქორწინების განსაზღვრება, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის არაკონსტიტუციურია.

20 სექტემბერი, 2011-ჰომოსექსუალ ადამიანებს უფლება მიეცათ იმსახურონ სამხედრო სამსახურში.

9 მაისი, 2012-ABC-სთან ინტერვიუში ობამა გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი LGBTQ წყვილების ქორწინებას.

4 სექტემბერი, 2012-დემოკრატიული პარტია, გახდა პირველი პოლიტიკური პარტია აშშ-ს ისტორიაში, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი ეროვნული პლატფორმით დაუჭირა და ის დემოკრატების ეროვნულ კონვენციაში ჩაიწერა.

6 ნოემბერი, 2012-თამი ბალდვილი გახდა პირველი ღიად გეი პოლიტიკოსი და პირველი ქალი ვისკონსინიდან, რომელიც შშ-ს სენატში აირჩიეს.

9 ივნისი, 2015-თავდაცვის მინისტრი, ეშ კარტერი აცხადებს რომ სამხედრო სამსახურში თანაბარი შესაძლებლობები უნდა მიეცეთ ინდივიდებს, განირჩევლად მათი სექსუალური ორიენტაიისა.

28 აპრილი, 2015- აშშ-ს უზენაესი სასამართლო ისმენს საწინააღმდეგო არგუმენტებს ქორწინების თავისუფლებასთან დაკავშირებით-კენტუკიდან, ტენესიდა, ოჰაიოდან და მიჩიგანიდან.თუმცა 26 ივნისს უზენაესმა სასამრთლომ დაადგინა, რომ შტატებს არ აქვთ უფლება აკრძალონ ერთსქესიანთა ქორწინება.

17 მაისი, 2016-სენატმა ერიკ ფენინგი დაადგინა არმიის მდივნად, იგი გახდა პირველი ღიად ჰომოსექსუალი პიროვნება ამ თანამდებობაზე.შემდეგ იმსახურა კარტერთან თავდაცვის სამინისტროში, ასევე მსახურობდა საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.

30 ივნისი, 2016-თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ პენტაგონი აუქმებს შეზღუდვას ტრანსგენდერების სამხედრო სამსახურში მსახურებაზე.

26 თებერვალი, 2018-პენტაგონმა დაადასტურა პირველი ტრანსგენდერი პირის კონტრაქტის არსებობა შშ-ს სამხედრო ძალებში.

23 მარტი 2018-ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი პოლიტიკური კურსი, რომელიც უკრძალავს ტრანსგენდერთა უმეტესობას სამხედროში მსახურებას.

6 ნოემბერი, 2018-დემოკრატების წარმომადგენელმა ჯარედ პოლისმა გაიმარჯვა კოლორადოს გუბერნატორის არჩევნებში და გახდა ერის პირველი გეი გამგებელი.

12 სექტემბერი, 2019-ბილი პორტერი ხდება პირველი ღიად ჰომოსექსუალი, ემისგამარჯვებული.

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:თემურ თუთარაშვილი
თემურ თუთარაშვილი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0