x
მეტი
  • 15.07.2020
  • სტატია:101543
  • ვიდეო:346709
  • სურათი:465408
ქათამი პომიდორში, ნაღებსა და ბევრ ხახვში: საუკეთესო რეცეპტი
ცოტა ხნის წინ ჩემთვის ინდური სამზარეულო მოვამზადე. ასე, ქათმის გასაოცარ რეცეპტს მივაგენი. ასე მომზადებული კერძი გემოთი გაჯერებულია.


image

აუცილებელი ინგრედიენტები:

3 ს/კ წყალი


6 კბილი ნიორი

2 წიწაკა სერანო

დაახლოებით 4 სმ ახალი კოჭის ნაჭერი

50 მლ გამდნარი კარაქი

800 გრ ქათმის ფეხები

მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

1 დიდი ხახვი, დაჭრილი ნაჭრებად

1 ს/კ უცხო სუნელის ხმელი ფოთლები

2 ჩ/კ დაქუცმაცებული ილი

1 ჩ/კ გარამ მასალა

ნახევარი ჩ/კ დაქუცმაცებული კურკუმა

3 პომიდორი, მსხვილ სახეხზე გახეხილი

150 მლ რძე

50 მლ სქელი ნაღები, ოდნავ ათქვეფილი

1/3 ფინჯანი წვრილად დაჭრილი ქინძი


მომზადება:

image

1. პირველ რიგში ნიორი, წყალი, წიწაკა სერანო და კოჭა ბლენდერში ათქვიფეთ ისე, რომ პიურეს მსგავსი მასა მიიღოთ.


2. ქვაბში კარაქი გაადნეთ. ქათამს მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ცოტა ცხელ კარაქში შეწვით. დაახლოებით 3-4 წუთი დაგჭირდებათ, რომ ქათამი შეიბრაწოს. ახლა თეფშზე გადმოიტანეთ.


3. ქათმის შეწვისგან დარჩენილ კარაქსა და ცხიმს ნივრის პიურე დაუმატეთ. სანელებლები ოქროსფერ შეფერილობამდე 2-3 წუთით შეწვით. შემდეგ ხახვი დაუმატეთ. ასევე დაახლოებით 5-7 წუთით შეწვით. უცხო სუნელი, ქინძი, გარამ მასალა და კურკუმა დაუმატეთ. ყველაფერი კიდევ 1 წუთით მოამზადეთ.


4. პომიდორი და ხახვის ნარევი აურიეთ. ამისთვის 6 წუთი დაგჭირდებათ. ქათამი, რძე და ნაღები დაუმატეთ. დაელოდეთ, სანამ ნაღები დუღილს დაიწყებს, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და თავსახური დაახურეთ. ხორცის დარბილებამდე მოთუშვა გააგრძელეთ. დაახლოებით 25 წუთში კერძი მზად იქნება.


image

როგორც კი ხორცი მზად იქნება, თეფშზე გადაიტანეთ. სოუსის ხარშვა გააგრძელეთ, სანამ საჭირო რაოდენობით არ გასქელდება. ბოლოს სოუსს ქინძი დაუმატეთ, შემდეგ სოუსი ქათამს ზემოდან მოასხით და სუფრაზე ბრინჯის გარნირთან ერთად გაიტანეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ექსპრესს ხორცი: ნებისმიერ ხორცს 5 წუთში ვამზადებთ

image

საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც ხორცს უფრო რბილს ხდის

image

ფოლგაში მომზადებული ძეხვი წარმოუდგენლად გემრიელია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს

image

ასე მომზადებულ ღვიძლს ჭამს ყველა მაშინაც კი, თუ არ უყვარს

image

გემრიელი პაშტეტები საკუთარი ხელით

image

0
289
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
289