x
image
Yoona
Mediator image
„დარიჩინი“ - თმის საღებავის ფერი, რომელიც ყველა ქალს უხდება
ზოგიერთი ქალი მთელი ცხოვრება „თავის“ თმის ფერს ეძებს და შემდეგ მას წლები ინარჩუნებს. ზოგი თმას საერთოდ არ იღებავს. აი, მოდის მიმდევრები ტენდენციების მიხედვით თმას ხშირად იღებავენ.

image

თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, შეფერილობა „დარიჩინი“ ყოველთვის აქტუალურია. უფრო მეტიც, ის ნებისმიერი ტიპის ქალს მოუხდება.

image


თბილი, გაჯერებული და კაშკაშა

ფერი „დარიჩინი“ თაფლის, ოქროსფერის და ნარინჯისფერის კობინაციაა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

image

ეს ფერი ჰგავს შემოდგომის სასმელს, რომელიც მსუბუქი ალკოჰოლის ნოტებით და გაჯერებული სანელებლებით არის გამდიდრებული.

image

დარიჩინის ფერი სახეს უფრო გამოხატულს ხდის და მას რუჯის ეფექტს ანიჭებს.

შესანიშნავი იდეა - თმის შეღებვა აირთაჩის, ომბრეს ან შატუშის სტილში. უფრო მუქიდან დარიჩინისფერში ტალღოვანი გადასვლა ძალიან მდიდრულად გამოიყურება.

image

მას შესანიშნავი ფერების პალიტრა აქვს. ფერის ადაპტირება ნებისმიერი კანის ფერზე შეიძლება.

image

ამასთან დარიჩინს სხვადასხვა სიღრმე აქვს, რაც გოგოებს საშუალებას აძლევთ, რომ საკუთარი ფერიდან შერჩეულზე რბილი გადასვლა გააკეთონ. მაგალითად, ქერათმიანებს მოუხდებათ თაფლისფერ და ოქროსფერ ტონებში გადასვლები. შავგრემანებისთვის მოწითალო-ყავისფერი ფერი წარმატებული არჩევანი იქნება.

image

საერთოდ, შეგიძლიათ ისე შეიღებოთ, როგორც თქვენს გულს გაუხარდება. თანამედროვე ტექნიკა, მასალა და მოწყობილობა ამის საშუალებას გაძლევთ. მთავარია - გამოცდილი თმის მღებავი იპოვოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

გამარჯობა 90-იანებიდან: თმის ბზინები კვლავ მოდაშია

image

მათ თმის შეღებვაზე უარი განაცხადეს. ნახეთ, როგორ გამოიყურებიან

image

27 გარდასახვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გრძელი თმა მოდურად ყოფნაში ხელს გიშლით

image

20+ ფოტო მტკიცებულება, რომ ნებისმიერი ქალი ქალღმერთია

image

ახალი ტრენდი მამაკაცების ვარცხნილობაში - მიმზიდველი ნაწნავი!

image

0
337
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
337