x
მეტი
  • 03.07.2020
  • სტატია:101237
  • ვიდეო:346559
  • სურათი:465113
ტესტი: რამდენად წესრიგში გაქვთ ნერვები

image


"ოჰ, ეს ავადმყოფი!", "შენ სამკურნალო ხარ!" ალბათ გქონიათ შემთხვევები, როდესაც ასეთი და სხვა მსგავსი ფრაზები თქვენთვისაც დაუდევნებიათ. თუ არასოდეს - ე.ი. ადვილად გაღიზიანებად ადამიანთა კატეგორიას არ მიეკუთვნებით, ხშირად არ ფეთქდებით და შესაბამისად, არც უსიამოვნო შემთხვევების მონაწილე და მსხვერპლი ხართ! "მწარე დიაგნოზის" შემდეგ ალბათ დაფიქრებულხართ კიდეც - წესრიგში გაქვთ ნერვები? მეტისმეტ გაღიზიანებასა და ნერვიულობას ხომ არ ავლენთ? ყველას რომ არ შესწევს სტრესულ სიტუაციაში თვითკონტროლისა და თავშეკავების უნარი - ეს ცხადია, თუმცა, მეტ-ნაკლებად ერთნაირი რეაგირებისა და მსგავსი რეაქციის ადამიანებს გარკვეულ კატეგორიებად მაინც აჯგუფებენ.


მოცემული ტესტი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, რამდენად წესრიგში გაქვთ ნერვები.


პასუხების ვარიანტები:


"ძალიან" - 3 ქულა

"არც ისე" - 1 ქულა

"არავითარ შემთხვევაში" - 0 ქულა

image


გაღიზიანებთ თუ არა:



  • გაზეთის დაკუჭული გვერდი, რომლის წაკითხვასაც უნდა შეუდგეთ?
  • ახალგაზრდულად, ლამის "თინეიჯერულად" გამოწყობილი ხანდაზმული ქალბატონი?
  • მოსაუბრის მეტისმეტი სიახლოვე (მაგალითად, ტრანსპორტში პიკის საათის დროს)?
  • ქუჩაში საჯაროდმწეველი ქალი?
  • როდესაც ვიღაც თქვენი მიმართულებით ახველებს?
  • ვიღაცის ხმამაღალი სიცილ-ხარხარი უადგილო ადგილას?
  • გამუდმებული ჭკუის დარიგება იმის თაობაზე, თუ რა და როგორ უნდა აკეთოთ?
  • როდესაც საყვარელი ადამიანი მუდმივად იგვიანებს?
  • როდესაც კინოსა თუ თეატრში თქვენს წინ მჯდომი წრიალებს, ვერ ისვენებს და, რაც მთავარია, მუდმივად კომენტარს უკეთებს სცენასა თუ ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს?
  • როდესაც ცდილობენ გიამბონ იმ წიგნის სიუჟეტი, რომლის წაკითხვასაც აპირებთ?
  • როდესაც არასაჭირო ნივთებს გჩუქნიან?
  • ვიღაცის ხმამაღალი საუბარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში?
  • მეტისმეტად მძაფრი სუნამოს სუნი?
  • როდესაც ვიღაც თქვენ წინაშე იკვნეტს ფრჩხილებს?
  • ადამიანი, რომელიც მეტისმეტად აქტიური და უადგილო ჟესტიკულაციით გესაუბრებათ?
  • ჟარგონებით ან ბარბარიზმებით მოსაუბრე კოლეგა?

იხილეთ პასუხები <<<



0
362
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0