x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ამ ჯგუფის სისხლი იშვიათია, საქართველოში დონორები ჭირს" - რომელი ჯგუფის სისხლს უწოდებენ "ქრისტეს სისხლს" და რა მითები უკავშირდება მას
image


ადა­მი­ა­ნის სის­ხლის 4 ჯგუ­ფი არ­სე­ბობს - I, II, III, IV. სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ეს ჯგუ­ფი არ იც­ვლე­ბა. სის­ხლის და­კარ­გვი­სას მი­ღე­ბუ­ლია მხო­ლოდ ერთი და იმა­ვე ჯგუ­ფის სის­ხლის გა­დას­ხმა, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა, ოღონდ, მსგავ­სი რე­ზუს-ფაქ­ტო­რი­ა­ნი სის­ხლის გა­მო­ყე­ნე­ბაც.


რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ ოთხი ჯგუ­ფის სის­ხლი­დან ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თი მე­ო­თხეა. ამ იშ­ვი­ა­თო­ბის გამო, თურ­მე, ხალ­ხში მას სა­მე­ფო სის­ხლსაც უწო­დე­ბენ...


თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც სწო­რედ მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლი აქვს. ლია გე­ლი­აშ­ვი­ლი ზო­დე­ლა­ვას ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლავთ. გვე­უბ­ნე­ბა, რომ მისი სის­ხლის ჯგუ­ფის მქო­ნე ადა­მი­ან­თა რი­ცხვი ცო­ტაა:



„ოჯახ­ში მხო­ლოდ მე მაქვს მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლი, ის არც დე­დას და არც მა­მას ჰქო­ნია. ჩემი სის­ხლი ჩემს შვი­ლებ­საც კი არ გა­მოჰ­ყვათ.


ბევ­რს ვე­რა­ფერს გე­ტყვით ამ ჯგუ­ფის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ასე ვიცი, რომ მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლს ქრის­ტეს სის­ხლს, ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდას და იშ­ვი­ათს ეძა­ხი­ან...


სულ მინ­დო­და დო­ნო­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში „ბე ჰე­პა­ტი­ტი“ მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი და რამ­დენ­ჯე­რაც ამის სურ­ვი­ლი გა­მოვ­თქვი, სპე­ცი­ა­ლი­ტე­ბის­გან იმ­დენ­ჯერ უარი მი­ვი­ღე“.


ნა­ტა­ლია კვან­ტა­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სის­ხლის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ნა სრე­სე­ლიც მა­თი­ვე ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გვი­დას­ტუ­რებს, რომ სის­ხლის მე­ო­თხე ჯგუ­ფი მარ­თლაც იშ­ვი­ა­თია - „ჩვე­ნი ყვე­ლა დო­ნო­რის სის­ხლის ჯგუ­ფი, რე­ზუ­სი გან­სა­ზღვრუ­ლი და აღ­რი­ცხუ­ლია. გე­ტყვით, რომ ჩვენ­თან ამ ჯგუ­ფის დო­ნორ­თა დე­ნა­დო­ბა დიდი არ არის და არც სტა­ცი­ო­ნა­რე­ბი­და­ნაა ამ სის­ხლზე დი­დად მო­თხოვ­ნა. სტა­ცი­ო­ნა­რებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გვაქვს და­დე­ბუ­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბი­სას, გარ­კვე­უ­ლი სის­ხლის ჯგუ­ფის მი­ხედ­ვით, სის­ხლის მა­რა­გის შექ­მნა ხდე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვამ­ბობ, რომ მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლი მარ­თლაც იშ­ვი­ა­თო­ბაა“, - აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა, ხოლო თუ რა გა­ნა­პი­რო­ბებს მის იშ­ვი­ა­თო­ბას, ამა­ზე პა­სუ­ხი თით­ქმის არ არ­სე­ბობს - „ეს ჯგუ­ფი ნამ­დვი­ლად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია... სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნი რა ჯგუ­ფის სის­ხლი­თაც იბა­დე­ბა, იმ ჯგუ­ფით კვდე­ბა... ჩემი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყუ­რა­დღე­ბა ხში­რად იმას მი­უქ­ცე­ვია, რომ - მეგ­რელ დო­ნო­რებს უმე­ტე­სად პირ­ვე­ლი და­დე­ბი­თი აქვთ ხოლ­მე, მაგ­რამ ეს ცხა­დია, არ ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლა მეგ­რელს პირ­ვე­ლი და­დე­ბი­თი აქვს. მათ­ში სხვა და­ნარ­ჩე­ნი ჯგუ­ფე­ბიც ფიქ­სირ­დე­ბა.


image


ადა­მი­ა­ნებს სის­ხლის ჯგუ­ფობ­რი­ო­ბა გე­ნე­ტი­კუ­რად, შთა­მო­მავ­ლო­ბით გად­მო­ე­ცე­მათ - დე­დის და მა­მის მხრი­დან... რაც შე­ე­ხე­ბა რე­ზუსს, უარ­ყო­ფითს და­დე­ბი­თი ჭარ­ბობს, ისე კი, მე­ო­რე და­დე­ბი­თი სის­ხლი ჩვენ­ში უფრო მეტს აქვს“, - აღ­ნიშ­ნავს რეს­პონ­დენ­ტი.


- სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვევ­ში, მე­ო­თხე ჯგუფს მე­ო­თხეს გარ­და, კი­დევ რო­მე­ლი ჯგუ­ფი აწ­ვდის სის­ხლს?


- ადრე პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის სის­ხლი ეს­ხმე­ბო­და სხვა და­ნარ­ჩენს, მაგ­რამ ახლა თუ სა­სი­ცო­ცხლო ჩვე­ნე­ბა არ არის, ჯო­ბია, ჯგუ­ფი ჯგუფ­ზე წა­ვი­დეს. დიდი პრო­ცენ­ტით სა­სურ­ვე­ლია, რომ მე­ო­თხეს მე­ო­თხე გა­და­ეს­ხას. ხოლო თუ გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა და იმ წუთ­ში არ არის სხვა ჯგუ­ფის სის­ხლი, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა, პირ­ვე­ლი უარ­ყო­ფი­თი გა­და­ეს­ხას.


- მე­ო­თხე ჯგუ­ფის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით ხომ არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან?


- არა, სის­ხლის ჯგუ­ფობ­რი­ო­ბა რა­ი­მე პა­თო­ლო­გი­ის გან­მსა­ზღვრე­ლი არ არის. ნე­ბის­მი­ე­რი ჯგუ­ფის სის­ხლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი. ისე არ არის, რომ რო­მე­ლი­მე ჯგუ­ფის სის­ხლი იცავს, ან პი­რი­ქით, რა­ი­მე ტი­პის პა­თო­ლო­გი­ის წარ­მოქ­მნას უბიძ­გებს.


- არ­სე­ბობს, მო­საზ­რე­ბა - თით­ქოს პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის სის­ხლი „ცის­ფერ სის­ხლად“ მი­იჩ­ნე­ვა. ამა­ში რას გუ­ლის­ხმო­ბენ?


image


- ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით... ისე, პირ­ველ ჯგუფს არი­ულს ეძა­ხი­ან და ამას უმე­ტე­სად მეგ­რე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, რო­გორც ჩანს, ასე უნ­დათ, რომ იყოს. სა­ერ­თოდ კი, ნე­ბის­მი­ე­რი ჯგუ­ფის სის­ხლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი კუ­თხის და წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ანს.


- მე­ო­თხე ჯგუ­ფის სის­ხლს „სა­მე­ფო სის­ხლს“ უწო­დე­ბენ - ბაგ­რა­ტი­ო­ნებს ჰქონ­და­თო...


- ამა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტმა პა­სუ­ხი რომ გაგ­ცეთ და ეს სა­კი­თხი შე­ვა­ფა­სოთ, მა­შინ ხელთ უნდა გვქონ­დეს ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ხა­ზის სის­ხლის ჯგუ­ფობ­რი­ო­ბა... განაგრძეთ კითხვა <<<



1
1022
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1022
  
2020, 28 მაისი, 16:21
წყალში გაურიე ბროწეულის წვენი და ეგაა მეოთხე ჯგუფი, აი პირველი დადებითია "ვოლჩარა". :)
0 1 1