x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
8 ფარული დაავადება, რომლის ამოცნობაც ცხვირით შეიძლება

იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზმი ერთი მთლიანობაა, გასაკვირი არ არის, რომ ექიმს ადამიანის მხოლოდ ცხვირზე შეხედვით, მისი ფარული დაავადების ამოცნობა შეუძლია.


image


სისხლდენა ცხვირიდან. სისხლდენა ცხვირიდან, შეიძლება, მაღალი არტერიული წნევის ნიშანი იყოს — დაავადების, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე, შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ ამის შესახებ არ იცოდეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჯანმრთელი ადამიანები წნევას არ იზომავენ. წნევა, თავის მხრივ, დამოუკიდებელი დაავადება არ არის და ის რომელიმე დაავადების ფონზე ვითარდება. ასე რომ, ცხვირიდან სისხლდენის ფაქტის უყურადღებოდ დატოვება, ნამდვილად არ შეიძლება.


ცხვირზე სისხლძარღვების გამოკვეთა. ცხვირზე მკვეთრად გამოხატული სისხლძარღვების არსებობაც, შეიძლება, მაღალი არტერიული წნევის ნიშანი იყოს. ჰიპერტონიის გარდა, ეს სიმპტომი, ასევე, შეიძლება, სისხლძარღვთა სისტემაში მიმდინარე ანთებითი პროსესის ნიშანიც იყოს.


ცხვირის წვერის სილურჯე. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, გულის და ფილტვების ფუნქციონირების დარღვევასთან გვაავს საქმე და აუცილებლად ორგანიზმის კვლევის ჩარარებაა საჭირო! რადგან, დასახელებულ ორგანოებში, ტრომბის არსებობის ალბათობა ძალიან დიდია.


ფერმკრთალი ცხვირი. ცხვირის და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების მკვეთრი სიფერმკრთალე, – მწვავე გასტრიტის განვითარებაზე მიანიშნებს. ამ დიაგნოზის დამადასტურებელი დამატებითი სიმპტომი კი, — ტკივილებია კუჭის არეში.


ცხვირის პერიოდული სიწითლე. ცხვირის დროდადრო გაწითლება, — საკმაოდ ხშირი მოვლენაა და ის კუჭის ქრონიკულ დაავადებებს უკავშირდება.


მუდმივი სიწითლე. წითელი ცხვირი, ხშირ შემთხვევაში, კანის დაავადების, — როზაცეას არსებობის ნიშანია, რომელიც ცხვირის ქრონიკულ სიწითლეს იწვევს. როგორც წესი, საწყის ეტაპზე, მხოლოდ ცხვირის წვერი წითლდება, ხოლო შემდეგ, სიწითლე ზევით ადის. დაავადების გამომწვევი მიზეზი კი, შეიძლება იყოს:

სისხლძარღვების ქიმიური სკრაბი;

ალკოჰოლის მოხმარება;

ენდოკრინოლოგიური დარღვევები;

სისხლის პათოლოგიები;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა.


ცხვირის წვერის შეშუპება. ხშირ შემთხვევაში, ეს სიმპტომი, გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.


ცხვირის შიდა ლორწოვანი გარსის სიმშრალე. იმ შემთხვევაში, თუ ცხვირში მუდმივად «ქერქი» ყალიბდება, ფილტვების შემოწმება არის საჭირო.

imageimageimage* მეცნიერებმა ჩაის 7 მავნე თვისება დაასახელეს
* 7 ნაკლებად ცნობილი ფაქტი თბილი წყლის სასარგებლო თვისების შესახებ
* პლაჟის დიეტა. 2 კვირაში - – 5კგ. (სრულიად უსაფრთხო დიეტა, რომლის დაცვა მთელი ცხოვრების მანძილზე შეგიძლიათ)
image

0
553
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
553
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0