x
image
intermedia.ge
Mediator image
როგორი ტიპის მკითხველი ხარ? – „პალიტრა L” საშუალებას გაძლევს, აირჩიო წიგნი, რომელიც გამოიცემა
image


„იყო მკითხველი – ეს თავისთავად სასწაულია. მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია, ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება“. ( გ.დოჩანაშვილი)


მკითხველად ყოფნას საერთო წესები აქვს, მკითხველებს - განსხვავებული. ზოგიერთი წიგნის კითხვისას მთავარ პერსონაჟად საკუთარ თავს წარმოიდგენს, მთელი ემოციებით ეშვება უცხო სამყაროში და სხვების თავგადასავლებსაც დაუფიქრებლად ირგებს. ზოგი კი პარალელს საკუთარ ცხოვრებასთან ავლებს და წიგნში ასახულ მოვლენებს მის წარსულს ან მომავალს უკავშირებს. ასეთი მკითხველი სუბიექტურია. ცხადია, ის ყოველთვის მთავარი გმირის მხარეზეა და სამყაროს მისი თვალით უყურებს.


არის მკითხველის კიდევ ერთი კატეგორია - ობიექტური მკითხველი. ის წიგნში ასახულ მოვლენებს შორიდან უყურებს და რომელიმე გმირის ტყავში შეძრომას სულაც არ ცდილობს. საბოლოოდ, წიგნის შეცვლა არცერთ მკითხველს არ შეუძლია, თუმცა ერთი წიგნის ათასგავრი გადააზრება შეიძლება არსებობდეს. სწორედ ამის გამოა ლიტერატურული დისკუსიები ასეთი პოპულარული. ეს მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე ავტორის, ისე მკითხველის დასახვეწად. ლიტერატურული გემოვნების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ღირებული ლიტერატურის კითხვა, თუმცა იმასაც, ამბობენ, ცუდი და კარგი წიგნი არ არსებობს, არსებობენ ცუდი და კარგი მკითხველებიო. ესეც საკამათოა.



ნებისმიერ შემთხვევაში, მკითხველად ყოფნა ნიშნავს, აირჩიო წიგნი, რომელსაც წაიკითხავ, მისგან დატვირთული შთაბეჭდილებები გაუზიარო სხვა მკითხველებს და შემდეგ, თავადაც არაერთხელ მიუბრუნდე ან უბრალოდ, უემოციოდ დააბრუნო თაროზე.


ჩვეულებრივ, წიგნისა და მკითხველის ურთიერთობა აქ სრულდება, მაგრამ რას იტყოდით ერთხელაც რომ მოგეცეთ შანსი, აირჩიო წიგნი არა მხოლოდ წასაკითხად, არამედ დასაბეჭდად? დიახ, შენ ირჩევ წიგნს, რომელიც გამოიცემა და ახალ მკითხველს იპოვის. ამ განსაკუთრებულ შესაძლებლობას გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ გაძლევთ. კონკურსის წესების მიხედვით, მკითხველი უნდა გაეცნოს კონკურსანტების ნამუშევრებს და ხმა მისცემს მას, რომლის წიგნად ხილვასაც ისურვებდა. ფაქტობირვად, მკითხველი წყვეტს დაიბეჭდება თუ არა ესა თუ ის წიგნი. დამეთანხმეთ, რომ ეს იშვიათი პრივილეგიაა. ესაა შანსი, როგორც ახალბედა ავტორებისთვის, ისე მკითხველისთვის.


ამ შემთხვევაში თქვენი როლი იმაზე დიდია, ვიდრე ჩვეულებრივ. თქვენ შეგიძლიათ ავტორს საკუთარი მოსაზრება მანამ გაანდოთ, სანამ ნამუშევარი ფურცლებზე გადავა და წიგნის ყდას მოირგებს.


ასეთ შემთხვევაში, მოგიწევს მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდო საქმეს და მკითხველობის ახალი წესები „გამოიგონო“, რადგან ახლა უბრალო მკითხველი არ ხარ. თუკი აქამდე საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის შეგეძლო ყოფნა, ახლა განზე უნდა გადგე და გონებით წაიკითხო. ეცადე, შთაგონებული მკითხველის მანტია მოიხსნა და ობიექტური მკითხველის ჯავშანი მოირტყა. ახლა შენ წყვეტ ავტორისა და წიგნის ბედს. მათ კარგი მკითხველის რჩევა და მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. დამწყებ ავტორებთან კრიტიკული არ იყო, მაგრამ არც ობიექტურობა დაგავიწყდეს. წიგნის შეფასებისვის შენთვის მნიშნელოვანი ყველა კრიტერიუმისა სია მოიმარაგე და დაიწყე!


კონკურსანტთა ნაშრომების გასაცნობად და ხმის მისაცემად გადადით ბმულზე:

https://www.palitral.ge/konkursi.html



0
23
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0