x
მეტი
  • 03.07.2020
  • სტატია:101236
  • ვიდეო:346559
  • სურათი:465113
დამოკიდებული პიროვნების აშლილობა

image

ადამიაინის ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ურთიერთობები და ემოციური კავშირია ჩვენთვის საყვარელ და მნიშვნელოვან ადამიანებთან. ცხოვრებაში ყოველთვის არის პიროვნება(ები), რომელსაც ვუზიარებთ ჩვენს ემოციებს, ვეკითხებით რჩევას და უბრალოდ ვტკბებით მათთან ურთიერთობით.რა თქმა უნდა ჩვენ ვეჩვევით მათ და ჩვენი ცხოვრების ნაწილებად ვაქცევთ, თუმცა ნებისმიერ ურთიერთობაში საჭიროა დავიცვათ ბალანსი და ზედმეტად არ მივეკედლოთ სხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დამოკიდებულები გავხდებით მათზე და უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა მივიდეთ ისეთ შედეგამდე, როგორიცაა დამოკიდებული პიროვნების აშლილობა(დპა).ეს ფსიქიკური აშლილობა მსოფლიოში მეტად გავრცელებულია და ხშირად ადამიანებს უჭირთ კიდეც ამის აღქმა და აღიარება.დამოკიდებული პიროვნების აშლილობის მქონე პირები იმდენად ეჯაჭვებიან მათ რჩეულს, რომ არ ძალუძთ მარტომ მიიღონ ელემენტალური გადაწყვეტილებები მაგალითად:რომელი წიგნი წაიკითხონ ან რა ჭამონ სადილზე.მათ არ აქვთ უნარი აიღონ ელემენტალური პასუხისმგებლობა, აქვთ უარყოფის, გარიყვის შიში და თვლიან, რომ ეს შესაძლოა გამოიწვიოს კომპეტენციისა და თავდაჯერების გამოჩენამ.თავს დაუცელად, არკომფორტულად და მიტოვებულად გრძნობენ თუ არ იმყოფებიან იმ ადამიანის გვერდით ვიზეც დამოკიდებულები არიან და აქვთ მათ დაკარგვის პანიკური შიში.ხშირად მათ შესანარჩუნებლად საკუთარი ნებით ასრულებენ დამამცირებელ მოქმედებას და მზად არიან აიტანონ ნებისმიერი სახის შევიწროება და ზემოქმედება.
რა თქმა უნდა ფსიქიკურად ჯანმრთელი პიროვნებისთვისაც რთულია დაკარგონ საყვარელი ადამიანი და ამას ხშირად მტკივნეულად განვიცდით, თუმცა ამ აშლილობის მქონე ადამიანები მეტად მიდრეკილები არიან დეპრესიისკენ.მათ საშინლად ეშინიათ მარტოობის და სჯერათ, რომ სრულიად უუნაროები არიან ავტორიტეტის გარეშე, ამიტომ განშორების შემდეგ ცდილობენ სხვა ადამიანით ჩაანაცვლონ ისინი.ეს შიშები კარს უღებენ უამრავ სხვა ფსიქიკურ დაავადებას. მაღალია სოციალური ფობიების რისკი, რადგან არ სიამოვნებთ უცხო გარემოში ყოფნა.
დღესდღეისობით არ არსებობ ამ აშლილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, თუმცა ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს არის ბიოლოგიური, განვითარებადი, ტემპერამენტული და ფსიქოლოგიური ფაქტორების ერთობლიობა.დამოკიდებული პიროვნების აშლილობის მქონე პირები ბავშვობიდანვე ამჟღავნებენ შიშს სიახლის მიმართ.ზოგიერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ დპა შეიძლება გამოიწვიოს მშობლის ავტორიტეტმა ან შვილის მუდმივად მფარველობაში ყოლამ.ასეთ შემთხვევაში ბავშვი(მოზარდი) ვერ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და მთლიანად დამოკიდებულია მშობელზე.შესაძლებელია დაავადება გენეტიკიდა მომდინარეობდეს, ვინაიდან ძირითად შემთხვევაში, ამ აშლილობის მქონე ადამიანების ოჯახებში ხშირია შფოთვითი აშლილობები და ფობიები.ფსიქოლოგების აზრით ეს ასევე შიძლება გამოიწვიოს ურთიერთობაში მიღებულმა ტრავმამ, საიდანაც ადამიანების ასკვნიან რომ უსარგებლოები არიან.
დამოკიდებული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანების განკურნების რამდენიმე მეთოდი არსებობს.პირველი მიზანია ასეთმა ადამიანებმა თავდაჯერება აიმაღლონ და გაიაზრონ, რომ აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების და გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ამავდროულად შეინარჩუნონ მჭიდრო ემოციური ურთიერთობები.დპა–ს მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია _ ქცევითი ჯანმრთელობის თერაპია, რაც ეხმარება ადამიანებს ისწავლონ დამოუკიდებლად და აქტიური ცხოვრება და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება.მედიკამენტოზური მკურნლობა ამ აშლილობისას ხდება მხოლოდ მაშინ, თუკი პიროვნებას აღენიშნება დეპრესიის ნიშნები ან/და შფოთვები.




0
216
შეფასება არ არის
ავტორი:ელენეგოგოლაძე7
ელენეგოგოლაძე7
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0