x
მეტი
  • 09.07.2020
  • სტატია:101330
  • ვიდეო:346632
  • სურათი:465247
"COVID-19"-ის "შემქმნელი" - როგორ აგორდა ჭორები ბილ გეიტსზე
image

ამა წლის თებერვალში ინტერნეტში გავრცელდა თეორია, რომ თითქოს მილიარდერი ბილ გეიტსი დაკავშირებულია COVID-19-ის გავრცელებასთან, რათა გამოიყენოს იგი კაცობრიობაზე კონტროლის მოსაპოვებლად, ექსპერტების განმარტებით, ასეთი თეორიები მარტივად აღიქმება იმ ადამიანებში, რომლებიც ძლიერ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან და დაკარგული აქვთ ანალიზი და შიდა კონტროლის გრძნობა.


როგორ დაიწყო?


21 იანვარს, ტვიტერის მომხმარებელმა, რომელიც ასოცირდება QAnon– ის შეთქმულების თეორიის საზოგადოებასთან, (ეს საზოგადოება შეიქმნა 2017 წელს, რომელიც ავრცელებს ფეიკებს- მაგალითად: სექსუალური ძალადობა ბავშვებზე, რომელშიც აშშ-ს პოლიტიკური ელიტა და ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან ჩართული და სხვა) დაწერა, რომ ბილ გეიტსმა წინასწარ იცოდა COVID-19 პანდემიის შესახებ.



ავტორის მტკიცებით, ბრიტანეთის პირბრაიტის ინსტიტუტი, რომელსაც აფინანსებს ბილ გეიტსის და მისი მეუღლე, მელინდა, ფლობს კორონავირუსის შემცველი ფორმის პატენტს, რომელიც შესაძლოა პოტენციურად იქნას გამოყენებული ფრინველებში და სხვა ცხოველებში როგორც ვაქცინა რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისთვის.


სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ეს დასკვნა აიტაცეს, თავისებული იმპროვიზაცია ჩაურთეს, მიამატეს ჩიპიზაცია და 5G ანატენის თემა(რომელიც დაახლოებით ამავე პერიოდში ბელგიელმა ექიმმა გაავრცელა) .


მალევე TED Talks- ზე გავრცელდა 2015 წლის ვიდეოფრაგმენტი, სადაც გეიტსი საუბრობს ახალი ვირუსის საშიშროებაზე, რომელსაც რამდენიმე კვირაში 25 მილიონი ნახვა ჰქონდა.


ვითარება ნაწილობრივ გაამწვავა The Washington Post- ში 31 მარტს გამოქვეყნებულმა გეიტსის სვეტმა, სადაც იგი ირწმუნება, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელიდან გაუშვა კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა, რომელიც შეთქმულების თეორიის მომხრეებმა სათავისოდ გამოიყენეს.




როგორია დღეისთვის დეზინფორმაციის მასშტაბი?




მედია ანალიტიკური კომპანია Zignal Labs- ის ინფორმაციით, დეზინფორმაცია გეიტსის მონაწილეობით კორონავირუსის შექმნასა და გავრცელებაში დღესდღეობით ყველაზე პოპულარული ცრუ თეორიაა COVID-19- ის შესახებ.


მედია ანალიტიკოსებმა დაითვალეს დაახლოებით 16, 000 ფეისბუქპოსტი, (მარტო აშშ-ში!) რომელზეც უამრავი კომენტარი და 900, 000 მოწონება აქვს.


YouTube- ზე, 10 ყველაზე პოპულარულ ვიდეოს სიაში მოხვდა ინფორმაცია გეიტსსა და COVID-19- ზე, რომელსაც 10 მილიონი ნახვა ჰქონდა აპრილის თვეში.


მთლიანობაში, სამი თვის მანძილზე(თებერვალი-მარტი-აპრილი), ეს თეორია 1.2 მილიონჯერ იყო ნახსენები სოციალურ ქსელებში და სატელევიზიო გადაცემებში. საბოლოოდ ბილ გეიტსმა და კორონავირუსმა ”დაამარცხეს” ჭორი იმის შესახებ, რომ ადამიანები 5G რადიოტალღების გამო ხდება COVID-19-ის მსხვერპლი, რომელსაც შეთქმულების თეორიაში მეორე "საპატიო ადგილი" უკავია.




სინამდვილეში რაზე იყო საუბარი?




2015 წლის აპრილში, როდესაც ებოლას ეპიდემია მძვინვარებდა აფრიკაში, ბილ გეიტსი TED Talks-ზე სიტყვით გამოვიდა :


”როდესაც ბავშვი ვიყავი, ბირთვული ომის ყველა გვეშინოდა, სახლების სარდაფებში კონსერვებს და წყალს ვიმარაგებდით. ახლა კი მსოფლიო სერიოზული ვირუსის საფრთხის წინაშეა, რომელმაც 10 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მთელ მსოფლიოში, ”


მან აღნიშნა, რომ ბევრი ინვესტიცია ბირთვული იარაღის განკარგვა კონტროლში იხარჯება, მაგრამ აუცილებელია მოხდეს ინვესტირება შესაძლო ეპიდემიების თავიდან აცილებისთვის.


”ჩვენ ახლა გლობალური ეპიდემიისთის მზად არ ვართ . არ არსებობენ ეპიდომილოგების ასოციაციები, მომზადებული ექიმები, ”- აღნიშნა გეიტსმა.


საბედნიეროდ, ებოლა არ გავრცელდა ჰაერ-წვეთოვანი გზით(რომელიც ბევრად უფრო საშიში და მომაკვდინებელი იქნებოდა COVID-19 -ზე)მისი ლოკალიზება აფრიკაშივე მოხდა. "მაგრამ შემდეგი ვირუსი, შეიძლება ბევრად უფრო საშიში იყოს, ის შეიძლება გადაეცეს ჰაერ-წვეთოვანი გზით, ინფიცირებულებს კი დაავადების ნიშნები არ ჰქონდეთ".



გამოდის, რომ გეიტსმა ზუსტად იწინასწარმეტყველა კოროვირუსული ინფექციის, COVID-19 ნიშნები, რომლის მოწმენიც დღეს ვართ?



რა თქმა უნდა არა!გეიტსი ამ განცხადებაში ეყრდნობოდა, ცნობილი ვირუსოლოგეების დასკვნებს, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ბოლო წლებში გავრცელებულ სახიფათო ვირუსებთან, ისეთები როგორიცაა "ებოლა", 2003 წლის SARS-ი, 2012 წელს გავრცელებული MERS-ი, 2009 წელს მობრუნებული "ესპანკა" (H1N1-იგივე "ღორის გრიპი") ანუ ის, რომ ყოველთვის "კოკა წყალს არ მოიტანს".


როგორი რეაგირება ჰქონდა ბილ გეიტსს მასზე აგორებულ ჭორებზე?



"დააბრალო კაცს კორონავირუსის შექმნა ცოტა უცნაურია ”, - განაცხადა ბილ გეიტსმა CNN- თან ინტერვიუში. - არა მგონია, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანმა დაიჯეროს ეს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც კოროვირუსს უყურებენ პოლიტიკურ პრიზმაში და არა მეცნიერული თვალსაზრისით და ამან შეიძლება გამოიწვიოს უცნაური შეხედულებები, რომლებიც არ მოგვცემენ იმის საშუალებას, რომ სიმართლე მიიღოთ ან რაციონალურად გადახედოთ რეალურ ციფრებს. ”


0
153
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0