x
მეტი
  • 09.07.2020
  • სტატია:101330
  • ვიდეო:346632
  • სურათი:465247
პატიმარი, რომლის გამოც ჰონგ-კონგში ჩინეთში ექსტრადირების კანონპროექტის იდეა წამოიწია და რასაც რამდენიმე თვიანი ანტისამთავრებო პროტესტი მოჰყვა

გასული წლის თებერვალში 19 წლის ჩან თონგ ქაიმ ტაივანში მოგზაურობის დროს მისი 20 წლის შეყვარებული პუნ ჰიუ ვინგი მოკლა. ჩვენების თანახმად, გამგზავრებამდე სასტუმროს ნომერში პუნმა ჩანს უთხრა, რომ ის მისი ყოფილი შეყვარებულისგან რამდენიმე კვირის ორსული იყო. ამას შეკამათება და ჩანის მიერ პუნის მკვლელობა მოჰყვა.

ტაიპეის პოლიციამ პუნის სხეული ტაივანში 13 მარტს იპოვა. ჩანი მალევე დააკავეს ჰონგ-კონგში, თუმცა, არა მკვლელობის, არამედ ქურდობის ბრალდებით. ამის მიზეზი იყო ის, რომ ჰონგ-კონგს და ტაივანს ექსტრადირების შესახებ შესახებ სამართლებრივი შეთანხმება არ აქვთ. ჰონგ-კონგში ვერ დაამტკიცეს, რომ სავარაუდო მკვლელობა წინასწარ, ჰონგ-კონგში იყო დაგეგმილი, ამიტომ პროკურორებმა მას მკვლელობის ბრალი ვერ წარუდგინეს. ჩანს პუნისგან მოპარული თანხის გამო ბრალი წარუდგინეს და 29-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ტაივანი


0
192
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0