x
მეტი
  • 03.07.2020
  • სტატია:101237
  • ვიდეო:346559
  • სურათი:465114
,,მუსიკაშიც და ხატვაშიც პოლიჟანრული ხედვა მაქვს" - 19 წლის გიორგი გიორგი მაისურაძე ,,პერსონა 2020 -ის ტიტულს მიიღებს
image
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას ერთ ერთი მიზანი ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანებისთის მეტი მოტივაციის მიცემა, მათი წარმოჩენა და საზოგადოებაისტვის წარდგენა გახლავთ, პროექტი ექვსი წელია რაც იმართება საქართველოში და ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნის 50 ადამიანს სფეროს განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის “პერსონას“ ტიტულს ანიჭებს.

19 წლის გიორგი მაისურაძე პერსონა 2020 ის ტიტულს ხელოვნების და შემოქმედებითი განვითარებისთვის მიიღებს, მისი დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ იმდენად ღრმაა, რომ თითოულ ოქტავას, ბგერას, ფუნჯს ფერს განიცდის და ეფერება. მუსიკალურ შემოქმედებაში მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ იგი არაჩვეულებრივად ხატავს. ჩვენ მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

გახსოვთ თქვენი პირველი ნახატი?

პირველი ნახატი, როგორც ვიცი არ შემოგვრჩა რადგან იმ პირველ ნახატს მოჰყვა მეორე, მესამე, მეოთხე და ბებიაჩემი ისე ინახავდა, რომ სავარაუდოდ გახსენებითაც ვერ იპოვიდი ადამიანი. ამ ყველაფერს ის პლუსი ჰქონდა, რომ ბავშვობიდან არ ვუყურებ ამ ნახატის სისწორეს, უბრალოდ მივყვები მუხტს და ამ მუხტს, მხოლოდ მშობლის კაკუნი ან ქუჩიდან ამოსული ბავშვის ყვირილი თუ შეწყვეტს.



ხელოვანი ახალგაზრდა ხართ ფაქტია, რომ კარგად ფლობთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ამ მიმართულებით მიღწევებიც გაქვთ, რომელი გწონით ხატვა თუ მიუსიკა?

იცით, მუსიკა და მხატვრობა ისეთივე ურთიერთკავშირშია, როგორც ინი და იანი, ეს ერთგვარი სხვადასხვა განზომილებებია, მაგრამ ერთად საუკეთესონი არიან. როცა ვხატავ იდეალური სიჩუმე უნდა იყოს, თუმცა ეს შეუძლებელია, ამიტომაც ყურსასმენები და ფანქარი, თუნდაც ფუნჯი ყოველთვის მჭიდრო კავშირშია. ბევრჯერ მუსიკის შექმნის შემდეგ იდეა გამჩენია ამის ფურცელზე გადმოტანის, ამიღია ფანქარი და თითოეული აკორდი, თითოეულ ხაზში გამომისახავს. რაც უფრო განვითარებულია ადამიანი სხვადასხვა სფეროში, მით უფრო ადვილია იპოვო შენი თავი იქ სადაც ის არ ყოფილა არასდროს. მუსიკაშიც და ხატვაშიც პოლიჟანრული ხედვა მაქვს, არ ვარ კატეგორიული და ერთ სტილს არასდროს მივყვები, ვუსმენ და ვუკრავ როგორც კლასიკას ასევე მძიმე მუსიკასაც და ასევეა მხატვრობაში, როგორც აკადემიური ნახატი ასევე სიურეალიზმი და სხვადასხვა ტექნიკით მიღებული ფერწერა აუცილებელია. არ შემიძლია ვუსმინო ყოველდღე ერთსა და იმავეს და არ შემიძლია ყოველთვის ერთი რაღაცის დაკვრა, ეს ერთგვარი ვარჯიშია მაგრამ არა თვითგანვითარება რაც აუცილებელია ხელოვანის ცხოვრებაში

image

როგორ ფიქრობთ თქვენს თაობაში არის ხელოვნებისკენ მისწრაფების დეფიციტი?

იცით ჩემი თაობა იმდენად სხვადასხვა ინდივიდებისგან შედგება, რომ მე ვერცერთზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, ვერც მათი მისწრაფებების და ვერც ინტერესების ჩათვლით. ეს ისეთი ხალხია, ზოგი შენსავით მსჯელობს, ზოგს კი პირიქით კომპლექსური ხასიათის, გამო შეიძლება შესძულდეს კიდეც შენი საქმიანობა. მე არ ვთვლი ჩემი თაობის ადამიანად თავს. მე მყავს ის წრე და ის სამეგობრო, რომელიც ხელოვნებაში ჩახედილია და თუ ვინმე ერკვევა ხელოვნებაში, ეს უკვე მის ფართომასშტაბურ მსჯელობას აღნიშნავს. მე არ შემიძლია ვიდგე ქუჩაში და ვილაპარაკო იმაზეც რაც ჩემს ინტერესებში არ შედის. თუნდაც იმავე ხელოვნებას, დღევანდელობაში "არტ"-ს ვერ ვუგებ. ჩემთვის ხელოვნება არის წარსულის პატივისცემა და მომავლის კეთება და არა წარსულის არ ცოდნა და მომავლის გზების გასაღება. კლასიკურ მუსიკაზე ნათქვამი კრიტიკული სიტყვები "ფუ გაწიე ეს" უკვე შთაბეჭდილებას ცვლის, მიქელანჯელოზე ნათქვამი "კაი რაიყო ტიტველი ხალხის ხატვა რა საჭიროა", ანდაც გალაკტიონზე "მასე მეც დავწერ". სამწუხაროდ ჩემი ასაკის ადამიანები არ იაზრებენ თუ, როგორი დიდია დედამიწა და ნიჭიერი ხალხი. ჩემი აზრით, ისევ ჩვენ თუ შევცვლით იდეოლოგიას, რომელიც სხვათაშორის არა ახალგაზრდობამ არამედ უინტერესობამ ჩანერგა. ხალხი არ უზიარებს ერთმანეთს ვიბრაციებს, რომელიც ბუნებრივია. ახალგაზრდობა გარბის გარეთ რათა იპოვოს თავისუფლება მაგრამ თავისუფლებას ვერ შეიგრძნობს ადამიანი, რომელმაც არ იცის რა არის წყვდიადი. ჩემ თაობას აკლია ის ფერები, რაც სამწუხაროდ ბევრმა არამნიშვნელოვანმა საკითხმა ისე ღრმად დამალა, რომ დღემდე ამოუცნობია სად არის ნიჭი და სად ის უვიცობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უფრო აღიქვამს ადამიანის თვალი ვიდრე ნამდვილ ხელოვნებას. ჩვენი წრე, რომელიც ამ თაობას ვუნათებთ გზას, ვცდილობთ მოვუშალოთ კომპლექსები და სტერეოტიპები, უნდა გაქრეს სიტყვა "სკრიპაჩი" და დაბრუნდეს მევიოლინე. გავიდა დრო სიბნელის, რომელსაც რატომღაც ნატრობს ის ხალხი, რომელმაც მთელი ცხოვრება სინათლეში გაატარა. დროა წინსვლის და ევოლუციის, თუ არადა რ-ევოლუციაც საკმაოდ კარგად იმოქმედებს იმისათვის, რომ შვიდ ფერზე მეტი დავინახოთ.

როგორი გრძნობაა, როდესაც თქვენს შემოქმედებას ამჩნევენ და დიდ მოწონებასაც იმსახურებთ?

შემოქმედება არ უნდა იყოს პერიოდული, ეს არის ფორტეპიანოს ოქტავებივით, არის პირველი ოქტავა, მეორე, თითოეულში რამდენიმე ნოტი, ნელნელა მიდიხარ გამისებურად და შემდეგ ოქტავაზე ანუ ეტაპზე, როდესაც გადადიხარ თუ ეს შეუმჩნევადია შენ უბრუნდები იმავე ოქტავას რაც უწინ გაიარე. ნელნელა მიდიხარ მწვერვალისკენ და როგორც არ უნდა იყოს ვინმე შეგამჩნევს და სხვას ეტყვის, ის სხვა კიდევ სხვას გაუზიარებს და შემდეგ ყველანი დადგებიან მთის ქვეშ და იგულშემატკივრებენ იმისათვის, რომ მწვერვალამდე მიხვიდე, რომლის გზაც ძალიან რთული გადასალახია. ამჟამად ჩემს გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი დგას იმისათვის, რომ მე მწერვალამდე მივიდე ხოლო იქ ასული ერთი ადამიანი ნიშნავს, რომ მეორეც შეძლებს, მეორეს მესამე დაემატება და ასე უსასრულობამდე ხალხი გამოვა სოროებიდან და ნახავს რეალობას. მზე არ იქნება მხოლოდ სინათლის წყარო. მე დღეს ისეთივე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამინათა გზა, რომელსაც ამდენი ხანია მარტო ვეძებ. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გულით გიდგას და არა მხოლოდ ფიზიკურად, რადგან ფიზიკურად თითოეულ ადამიანს დაჰყვება მისი ჩრდილი, თუმცა ის ისეთივე უმოქმედოა, როგორც ადამიანი, რომელიც უბრალოდ დგას და გადევნებს თვალყურს. ბასა ჯანიკაშვილის "კოღოში" კარგად არის აღწერილი სიმარტოვის არარსებობა, მან დაწერა, რომ მარტოსული ინდივიდი არ არსებობს. ყოველი ინდივიდი რჩება თავის ინდივიდუალიზმთან, რაც უკვე გამორიცხავს სიმარტოვეს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ....

ჩემი სამომავლო გეგმები ეს ისევ საყვარელი საქმის კეთებაა. ხატავ, ძერწავ, მღერი, უკრავ, წერ და ამას ნელნელა ანვითარებ. არ დგახარ ერთ ადგილას და მიდიხარ წინ, თუნდაც ინტუიციით, მაგრამ სამომავლო გეგმებისთვის საჭიროა ის ხალხი, რომელიც აგინთებს სიბნელეში ლამპარს და გზად შენ აღარ ივლი მხოლოდ შენი ინტუიციით. ვაპირებ იმ შედეგის დადებას, რომლამდეც ჯერ არ მივსულვარ და მინდა გავაკეთო უფრო მეტი ვიდრე ამჟამად ვიცი. შეჩერება შეუძლებელია, ცხოვრების გეგმებში არ არსებობს სხვა ადამიანები, იქ მხოლოდ შენ ხარ პირისპირ გზისა, რომელიც არასდროს არ რჩება, თუმცა ადამიანის გუნება ისეთია, რომ ერთ ადგილას გაჩერებას წინ სვლა ურჩევნია. ყველაფერ ამას მე დავამატებ, რომ ჩემ სამომავლო გეგმებში ჩემი პირადი გამოცდილების გაზიარებაც შედის ისეთივე ადამიანებისთვის ვინც ჩემსავით დაიწყებს და არ უნდა დაიკარგოს

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი მესხი
მარიამი მესხი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0