x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
საქართველოს 19 ეროვნული გმირი ჰყავს, მათ შორის ერთი ქალია - ეს სახელები უნდა გვახსოვდეს!
image


სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ორ­დე­ნი ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დოა, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი, გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლის­თვის ჯილ­დოვ­დე­ბი­ან. ჩვენს ქვე­ყა­ნას 19 ეროვ­ნუ­ლი გმი­რი ჰყავს.


ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძნე­ლად მო­ი­პო­ვე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ამ პი­როვ­ნე­ბე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი ერთხელ მა­ინც არ მო­უს­მე­ნია, თუმ­ცა AMBEBI.GE-მ გა­და­წყვი­ტა, გმი­რე­ბის სრუ­ლი სია მი­ა­წო­დოს მკი­თხველს, რად­გან ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გმი­რუ­ლი საქ­მე­ე­ბი ჩვენ მუდ­მი­ვად უნდა გვახ­სოვ­დეს.


ბო­ლოს, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ორ­დე­ნი მა­მია ალა­სა­ნი­ა­სა და ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძეს მი­ე­ნი­ჭათ 2018 წელს.



მა­მია ალა­სა­ნია



image

სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის პოლ­კოვ­ნი­კი იყო. 1970 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სახ­ლმწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის უმა­ლე­სი სკო­ლა. მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სსრ უშიშ­რო­ე­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე.


სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ალა­სა­ნი­ამ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­დაზ­ვერ­ვო ბი­უ­როს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. 1992-93 წლებ­ში იგი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით, სა­მეგ­რე­ლო­ში გა­იგ­ზავ­ნა.


უშიშ­რო­ე­ბის პოლ­კოვ­ნი­კი მა­მია ალა­სა­ნია 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს სე­პა­რა­ტის­ტებ­მა აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ტყვედ აიყ­ვა­ნეს და დახ­ვრი­ტეს.


2017 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ნეშ­ტის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და თბი­ლის­ში გად­მოს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, მა­მია ალა­სა­ნია თბი­ლის­ში, ნა­რი­ყა­ლა­ზე მდე­ბა­რე წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის ეზო­ში სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს.


2018 წლის 5 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მა­მია ალა­სა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა.


გუ­რამ გა­ბეს­კი­რია


image


გუ­რამ გა­ბეს­კი­რია 1947 წლის 2 მარტს ქა­ლაქ სო­ხუმ­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი იყო პრო­ფე­სი­უ­ლი ფეხ­ბურ­თით. 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს სო­ხუ­მის „დი­ნა­მო­ში“ თა­მა­შობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა სტავ­რო­პოლ­ში, მინ­სკსა და კის­ლო­ვოდსკში გა­აგ­რძე­ლა, ბო­ლოს კი თბი­ლი­სის „ცსკა“-ში თა­მა­შობ­და.


1972 წელს გა­ბეს­კი­რია რეს­პუბ­ლი­კუ­რი დო­ნის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის ფეხ­ბურ­თის მსა­ჯი გახ­და.


1992 წელს გუ­რამ გა­ბეს­კი­რია სო­ხუ­მის მერი გახ­და, ხოლო 1993 წელს, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს წევ­რი.


1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად პოლ­კოვ­ნიკ­მა გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ამ უარი გა­ნა­ცხა­და ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა­ზე, რის შე­დე­გა­დაც, ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი მთავ­რო­ბის ყვე­ლა წევ­რი, მათ შო­რის გა­ბეს­კი­რია, სე­პა­რა­ტის­ტებ­მა დახ­ვრი­ტეს.


სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მხო­ლოდ 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს იხი­ლა აფხა­ზი ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რის გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი - "და­ი­ჩო­ქე და შე­ა­გი­ნე ქარ­თვე­ლებს!" და სო­ხუ­მის მე­რის გუ­რამ გა­ბის­კი­რი­ას პა­სუ­ხი - "არას­დროს ჩემს სი­ცო­ცხლე­ში!" (Никогда в жизни!).


2017 წელს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა ქა­ლაქ სო­ხუ­მის უკა­ნას­კნელ ქარ­თველ მერს, პოლ­კოვ­ნიკ გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას მი­ე­ნი­ჭა.


ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძე


image


ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძე ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რი იყო. ის გა­ნათ­ლე­ბით ქი­მი­კო­სი გახ­ლდათ, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ნაშ­რო­მე­ბით ფი­ლო­ლო­გი­ა­ში.


ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მწე­რალ­თა კავ­ში­რის მხატ­ვრუ­ლი თარ­გმა­ნის კო­ლე­გი­ის რე­დაქ­ცი­ას. 1970-იანი წლე­ბი­დან მან კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის რე­ფე­რენ­ტად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 1979 წელს მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით რო­მის პა­პის, იო­ა­ნე-პავ­ლე მე­ო­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ა­ხერ­ხა.


სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რით. თა­ვის სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რომ­ში, რო­მე­ლიც და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ნაშ­რომს - „გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი“ ეძღვნე­ბო­და, ამ­ტკი­ცებ­და, რომ იგი არა ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ხე­ლის, არა­მედ ჟან­რის და­სა­ხე­ლე­ბაა.


ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძე იყო ქარ­თვე­ლოს დი­სი­დენ­ტი და 1980-იანი წლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი.


1989 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ონ სო­ფელ ბო­რით­თან ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძე სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში მომ­ხდარ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­შავ­და. ამა­ვე კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა მე­რაბ კოს­ტა­ვა. ჭავ­ჭა­ვა­ძე ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფი­დან 69-ე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში A ჰე­პა­ტი­ტის დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.


2018 წლის 16 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძეს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა.


მარო მა­ყაშ­ვი­ლი


image


2015 წელს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა წი­თე­ლი ჯვრის მო­წყა­ლე­ბის დას მა­რი­ამ (მარო) მა­ყაშ­ვილს მი­ე­ნი­ჭა.


ის 1902 წლის 25 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და. მამა - კონ­სტან­ტი­ნე მა­ყაშ­ვი­ლი, ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლი იყო. თბი­ლი­სის ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მა­რომ სწავ­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სიბ­რძნის­მე­ტყვე­ლე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ნაგ­რძო.


რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 1921 წლის ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, მარო, მე­გობ­რე­ბის მხარ­დამ­ხარ, წი­თელ ჯვარ­ში მო­წყა­ლე­ბის დად ჩა­ე­წე­რა და სა­ნი­ტა­რულ რაზმთან ერ­თად თბი­ლი­სის თავ­დაც­ვის მარ­ჯვე­ნა სექ­ტო­რის­კენ, კო­ჯორ-ტა­ბახ­მე­ლას მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­მარ­თა. 1921 წლის 19 თე­ბერ­ვალს, მას რუ­სუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის მიერ ნას­რო­ლი ყუმ­ბა­რის ნამ­სხვრე­ვი კე­ფა­ში მოხ­ვდა და და­ი­ღუ­პა.


2013 წელს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭათ: ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვილს, ზუ­რაბ ია­რა­ჯულს, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძეს, ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს, მე­რაბ კოს­ტა­ვას, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას, გრი­გოლ ფე­რა­ძეს, გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვილს, მი­ხე­ილ (მი­ხა­კო) წე­რე­თელ­სა და გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძეს.


ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი


image


ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშვლი პირ­ველ მსოფ­ლიო ომში, თავ­და­პირ­ვე­ლად, ავ­სტრია-უნ­გრე­თის ფრონტზე იბ­რძო­და.


სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, 1918-1920 წლებ­ში, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი სა­ხალ­ხო გვარ­დი­ის ცხე­ნო­სან დი­ვი­ზი­ონ­ში მსა­ხუ­რობ­და, სა­დაც დი­ვი­ზი­ო­ნის პირ­ველ ეს­კად­რონს მე­თა­უ­რობ­და.


ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი 1920 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ბა­თუ­მის ოლ­ქის გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტორ ბე­ნია ჩხიკ­ვიშ­ვილ­თან მსა­ხუ­რობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბულ მინ­დო­ბი­ლო­ბა­თა ოფიც­რად.


რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 1921 წლის ომის და­სა­წყის­ში, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, გე­ნე­რალ და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძეს­თან ერ­თად, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ცხე­ნო­სა­ნი ნა­წი­ლე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად გა­აგ­ზავ­ნეს. ომის ბოლო პე­რი­ო­დის­თვის, მათ შეძ­ლეს ორი ეს­კად­რო­ნის შექ­მნა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთს თა­ვად ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში.


საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბის შემ­დეგ, 1922 წელს, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა შე­ფი­ცულ­თა რაზ­მი შექ­მნა და საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ბრძლა და­ი­წყო. იმა­ვე წელს, მის­მა რაზმმა ხევ­სუ­რეთ­ში აჯან­ყე­ბა მო­ა­წყო. 1924 წლის აგ­ვსი­ტოს აჯან­ყე­ბა­ში, გეგ­მის მი­ხედ­ვით, მის რაზმს თბი­ლი­სი უნდა აეღო, თუმ­ცა აჯან­ყე­ბა და­მარ­ცხდა და ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს საფ­რან­გეთ­ში მო­უ­წია წას­ვლა, სა­დაც 1930 წელს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.


ზუ­რაბ ია­რა­ჯუ­ლი


image


ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი. და­ი­ღუ­პა აფხა­ზე­თის ომში 21 წლის ასაკ­ში.


ზუ­რაბ ია­რა­ჯულ­მა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს, ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის და­სა­ცა­ვად, ოცზე მეტი საბ­რძო­ლო გაფ­რე­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პო­ზი­ცი­ებ­ზე არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა.


ზუ­რაბ ია­რა­ჯუ­ლი, 1993 წლის 13 ივ­ლისს, კო­პიტ­ნა­რის აე­როდ­რო­მი­დან სო­ფელ შრო­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სუ-25 მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვით გაფ­რინ­და. ქარ­თველ­მა მფრი­ნა­ვებ­მა, სო­ფელ შრო­მას­თან, მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რეს მტრის სამ­ხედ­რო კო­ლო­ნა. აე­როდ­რომ­ზე დაბ­რუ­ნე­ბულ ზუ­რაბ ია­რა­ჯულს კვლავ მო­უხ­და საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად სო­ფელ შრო­მის­კენ მიბ­რუ­ნე­ბა, სა­დაც ქარ­თულ­მა მო­ი­ე­რი­შე­ებ­მა მტერ­ზე მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, თუმ­ცა მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ მისი თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბა შეძ­ლო.


ქარ­თვე­ლი პი­ლო­ტი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პა­რა­შუ­ტით და­ეშ­ვა და სამი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფრონ­ტის ხა­ზის გა­დაკ­ვე­თას და სამ­შვი­დო­ბო­ზე გას­ვლას ცდი­ლობ­და. მტერს ეჭვი ჰქონ­და, რომ პი­ლო­ტი ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა და ეძებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, გუ­მის­თის ტყე­ში, მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ზუ­რაბ ია­რა­ჯუ­ლი ალ­ყა­ში მო­აქ­ცია. მას და­ნე­ბე­ბა შეს­თა­ვა­ზეს და დაჰ­პირ­დნენ, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტყვედ გაც­ვლიდ­ნენ, თუმ­ცა ის მტერს ცო­ცხა­ლი არ და­ნებ­და - მდე­ვარ­თა­გან ორი მოკ­ლა და ერთი დაჭ­რა.


გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე


image


უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე, 2008 წლის 9 აგ­ვის­ტოს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს, მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ტყვედ ჩა­უ­ვარ­და. იგი წა­მე­ბის შემ­დეგ, ცხინ­ვა­ლის მე­ხუ­თე სკო­ლას­თან, ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე ცე­მით მოკ­ლეს.


გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძემ 23 წლის ასაკ­ში გმი­რუ­ლად შეს­წი­რა თავი სამ­შობ­ლოს. იგი ვა­ზი­ა­ნის მე­ო­თხე ბრი­გა­დის 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის კაპ­რა­ლი იყო. ტყვედ ჩა­ვარ­დნილს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­ტი­კად აწა­მებ­დნენ, და­კი­თხვას უწყობ­დნენ, აი­ძუ­ლებ­დნენ, ინ­ფორ­მა­ცია გა­ე­ცა. თუმ­ცა მა­ინც არ გა­ტყდა... თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით მტე­რიც გა­აკ­ვირ­ვა! გა­აკ­ვირ­ვა და იმ­დე­ნად გა­აბ­რა­ზა, რომ ცხინ­ვა­ლის მე-5 სკო­ლას­თან ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე ცე­მა­ში ამო­ხა­დეს სული...


image


აქ მთავ­რდე­ბა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის სი­ცო­ცხლე და იწყე­ბა სა­ხალ­ხო გმი­რის ის­ტო­რია!


2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პუ­ლი კაპ­რა­ლი ან­წუ­ხე­ლი­ძე ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ორ­დე­ნით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 2013 წლის აპ­რილ­ში და­ა­ჯილ­დო­ვა. ჯილ­დო ან­წუ­ხე­ლი­ძის ქვრივს, მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძეს გა­დაე­ცა.


ამ­ბრო­სი ხე­ლა­ია


image


სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ამ­ბრო­სი (ერის­კა­ცო­ბა­ში ბე­სა­რი­ონ ხე­ლა­ია) ებ­რძო­და რუ­სი­ფი­კა­ტო­რულ პო­ლი­ტი­კას აფხა­ზეთ­ში, პრე­სა­ში იმ პირ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ჩნდე­ბო­და, ვინც აფხაზ ხალ­ხს ქარ­თვე­ლე­ბის სი­ძულ­ვილს უნერ­გავ­დნენ. ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სულ­მა მხა­რემ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა არ­ქი­მან­დრი­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან­ვე და­ი­წყო.


ის სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის­თვის იბ­რძო­და, რის გა­მოც 1905 წელს რუ­სეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს, 1908 წელს კი წა­უ­ყე­ნებს ბრალ­დე­ბა, თით­ქოს ეგ­ზარ­ქოს ნი­კო­ნის სიკ­ვდილ­ში მი­ე­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მომ­დევ­ნო წლებ­ში ბრა­ლი ვერ და­უმ­ტკი­ცეს, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას მა­ინც არ აძ­ლევ­დნენ.


1917 წელს ამ­ბრო­სი ხე­ლა­ია სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, რის შემ­დე­გაც მცხე­თა-თბი­ლი­სის აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტად აკურ­თხეს. 1921 წელს იგი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლო­კოს-პატ­რი­არ­ქი გახ­და.


1922 წელს პატ­რი­არ­ქმა გე­ნუ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გაგ­ზავ­ნა მო­წო­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც რუ­სუ­ლი მხა­რე ქარ­თვე­ლებს არ­თმევ­და მშობ­ლი­ურ ენას, უბილ­წავ­და ეროვ­ნულ კულ­ტუ­რას და უბღა­ლავ­და სარ­წმუ­ნო­ებ­რივ გრძნო­ბას. ის სა­ქარ­თვე­ლო­დან წი­თე­ლი არ­მი­ის გაყ­ვა­ნა­სა და რე­ფე­რენ­დუ­მის მო­წყო­ბას ითხოვ­და. ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას მი­მარ­თვა პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა. რუ­სეთ­მა კი მისი დევ­ნა კი­დევ უფრო აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­და­იყ­ვა­ნა - პატ­რი­არ­ქი და სა­კა­თა­ლი­კო­სო საბ­ჭოს 9 წევ­რი და­ა­პა­ტიმ­რეს. მათ რამ­დე­ნი­მე ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს, მათ შო­რის იყო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მი­მარ­თვის გაგ­ზავ­ნაც.


კა­თო­ლი­კოს-პა­ტა­რი­არ­ქის გა­ნა­ჩე­ნი სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, თუმ­ცა ასა­კის გამო 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და მთე­ლი ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცია მი­უ­სა­ჯეს. 1924 წლის ბო­ლოს გა­მო­ცე­მუ­ლი ამ­ნის­ტი­ით პატ­რი­არ­ქს სას­ჯე­ლი მო­უხ­სნეს.... განაგრძეთ კითხვა <<<



1
1015
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1015
  
2020, 27 მაისი, 15:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1