x
მეტი
  • 09.07.2020
  • სტატია:101330
  • ვიდეო:346632
  • სურათი:465247
მსოფლიოს ყველაზე ამაზრზენი დელიკატესი - მათი გასინჯვა ნამდვილად არ მოგინდებათ
მსოფლიოს ყველა ქვეყანას გააჩნია თავისი სამზარეულო და ასევე საგრძნობი განსხვავებაა რეგიონალურ სამზარეულოებს შორის. ზოგიერთი ქვეყანა სწორედ მისი სამზარეულოთი და კერძებითაა საქვეყნოდ ცნობილი. თითოეული ქვეყნის სამზარეულოს აქვს თავისი მახასიათებელი, უცნაურობა და განსხვავებულობა. დღევანდელ სტატიაში მსოფლიოს ყველაზე ამაზრზენ დელიკატესებზე ვისაუბრებთ.



რა არის დელიკატესი?


დელიკატესი არის საუცხოო, განსაკუთრებული, საყვარელი საჭმელი ან ნუგბარი. თუმცა, ზოგი რაღაცის შეჭმა ერთ კაცს შეიძლება კოშმარად მოეჩვენოს, მაგრამ მეორისთვის ის დელიკატესი იყოს. მაგალითად, უცხოელებისთვის სრულიად წარმოუდგენელია თუ როგორ შეიძლება უბრალოდ დამარილებული ქაშაყი ჭამოს მოხარშულ ან უმ ბოსტნეულთან ერთად; ან კეფირში ჩალაგებული კიტრი და ძეხვი და ა, შ. სწორედ ასე უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნების სამზარეულო და დელიკატესებიც ჩვენ.



მოდით, ვნახოთ თუ რომელი დელიკატესებია მსოფლიოში ყველაზე ამაზრზენი.




1. საუდის არაბეთის მაცხოვრებლებს ძალიან უყვართ ხვლიკის ფეხები და მათ ისინი ჭამენ როგორც მომზადებულს (მოხარშულს, შემწვარს და ა, შ), ასევე უმი სახით. image





2. image

ფოტოს დახედავთ და იფიქრებთ, რომ საკმაოდ მადის აღმძვრელად გამოიყურება კერძი, თუმცა როდესაც გაიგებთ ხილთან ერთად მისი მთავრი ინგრედიენტი რა არის, მისი შეჭმა ნამდვილად აღარ მოგინდებათ.


image

ის მზადდება კალიებით და მექსიკელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დელიკატესია.





3. მალავში გზებზე თუ გაჩერდებით, ნახავთ, რომ ხილს ან ნუგბარს კი არა, ჯოხზე წამოცმულ მოხარშულ ვირთხებს ყიდიან.

image






4. მკვლევარებისთვის ყოველწლიურად მზადდება მრავალი განსხვავებული დელიკატესი. ბოლო ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა ნიუ-იორკში, დელიკატესად მოამზადეს მთლიანი ალიგატორები.

image





5. კომპანია Micronutris-ი მიიჩნევს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ცილის მთავარი წყარო მწერები გახდებიან. ამიტომ, მათ სჯერათ რომ მსგავსი სახით ცილის მიღება სასარგებლოა და ჭიაყელასა და სხვა ჭიებს უმატებენ ტკბილეულში. აბა, როგორ მოგწონთ ნუშის ნამცხვარი მატლებით და ჭიებით?

image





6. ჩინელები ყოველთვის იწვევენ მსოფლიოს გაოცებას. ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში ტრადიციულად აქვთ შარდში მოხარშული კვერცხების მირთმევა და ეს მათი ტრადიციული დელიკატესია. ტრადიციის ნაწილია, რომ 10 წლამდე ასაკის ბიჭების შარდში მოხარშონ ქათმის კვერცხები. კვერცხებს ისინი ხარშავენ ძალიან დიდხანს, რომ ნაჭუჭები დაიბზაროს და შარდმა შეაღწიოს კვერცხშიც.

image





იხილეთ აგრეთვე:



შარდში მოხარშული კვერცხები- კიდევ ერთი ამაზრზენი დელიკატესიimage


0
629
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
629
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0