x
მეტი
  • 03.07.2020
  • სტატია:101234
  • ვიდეო:346559
  • სურათი:465113
რატომაა ასეთი მჭიდრო კავშირი მაღალ სასულიერო იერარქებსა და "კანონიერ ქურდებს" შორის? რა ფენომენთან გვაქვს საქმე

image ის, რომ კრიმინალური სამყარო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებთან ახლო მეგობრულ კავშირში იყვნენ და არიან ცნობილი ფაქტია და ამის დამადასტურებლად უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
არც ისაა ვინმესთვის ახალი ამბავი, რომ სასულიერო იერარქების გარკვეული ნაწილი ყოფილი კრიმინალია, რაც მათ მეტყველებასაც ეტყობა როცა ჟარგონებით ესაუბრებიან მრევლს.
ეს სურათი ცხადჰყოფს თუ როგორაა ერთმანეთში აღრეული ეკლესია, ინტელიგენცია და კრიმინალური სამყარო.
რა საერთო უნდა ჰქონდეს საქართველოს ეროვნული ჰიმნის ავტორს დავით მაღრაძეს "კანონიერ ქურდებთან?
ამ სურათზე სხედან სასულიერო პირები და მათთან ერთად ვანის და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში მარკოზ ბულუხია).
დგანან, მარჯვნიდან მარცხნივ "კანონიერი ქურდი" დათო კაკულია, ეროვნული ჰიმნის ავტორი დავით მაღრაძე და "კანონიერი ქურდი" გია კვარაცხელია.
ცალკე თემაა თუ რატომ ქმნიან საპატრიარქოს სახით სახელმწიფოს სახელმწიფოში და რატომ აფინანსებს სახელმწიფო რამდენიმე ათეული მილიონით საპატრიარქოს ან რატომ გადაწყდა საპატრიარქოს გადაეცეს ეკლესია-მონასტრებთან ახლოს მდებარე ტყეები ჰექტარობით საპატრიარქოს?
საპატრიარქო რა ბუნების დამცველი ორგანიზაციაა თუ რელიგიური ორგანიზაცია?!
აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის საზოგადოების იმ ელიტურ ნაწილს, რომელსაც სასათბურე პირობებს უქმნის სახელმწიფო.
როცა მრევლს უქადაგებ, რომ 5G ტექნოლოგია ეშმაკისეულია, მობილური ეშმაკის მოგონილია და ფუფუნება ეშმაკის მიერ კაცთა მოდგმის შესაცდენად მოგონილი ხრიკია, შენ სასულიერო პირი რატომ ატარებ ბოლო თაობის მობილურს, რატომ დადიხარ უახლოესი მოდელის ჯიპით და რატომ ცხოვრობ ფუფუნებაში?
ფარისევლობა ბოროტებაა, მე არავის განვიკითხავ, მე ვამხელ.
2017 წელს ცაიშ-ზუგდიდის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) გაყიდა დაბა ჯვარში სოფელ ჭალეში მონასტრის მოსაწყობად შვილმკვდარი ოჯახის (ვიტალი აქუბარდია) მიერ უსასყიდლოდ გადაცემული 10 ოთახიანი სახლი და მასთან ერთად გაფორმებული 2, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
სახლი, ეზო და მიწა გაიყიდა 171 000 ლარად და ის მიყიდეს ენერგოკომპანიას.
სახლის მფლობელმა უკანვე მოითხოვა პირობის დარღვევის გამო საკუთარი სახლ-კარი, რაზეც ცაიშ-ზუგდიდის მიტროპოლიტმა ცინიკურად უპასუხა:
image


0
1355
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1355