x
მეტი
  • 03.07.2020
  • სტატია:101237
  • ვიდეო:346559
  • სურათი:465113
ოპოზიცია 20 ივნისს აქციას აანონსებს
20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა.

20 ივნისის საპროტესტო აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ოპოზიცია 20 ივნისს აქციას აანონსებს

, 20 ივნისი ის თარიღია, რომლის აღნიშვნაც ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს, იმ ფორმით, რითაც საზოგადოებრივი ინტერესებისთვის იქნება შესაფერისი", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


“20 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ ჩვენი მთავარი მტრის, პუტინის აგრესიას გასცა პასუხი და ჩვენი ხელისუფლების მინიმუმ უპასუხისმგებლობას, დაიცვა საქართველოს ინტერესები. ამიტომ ამ თარიღის აღნიშვნა მოხდება ამა თუ იმ ფორმით“, - განაცხადა ბოკერიამ./წყარო https://report.ge/politics/ktsias-aanonsebs/

image

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0