x
კანდიდოზი
image
კანდიდოზი საფუარასმაგვარი სოკო Candida-ს პათოგენური მოქმედებით გამოწვეული დაავადებაა, რონელიც აზიანებს კანს, ლორწოვან გარსს და შინაგან ორგანოებს.

Candida-ს რიგის სოკოები ოირობითად პათოგენები არიან, რომელთა ძაფებს არ გააჩნია საერთო გარსი და ტიხრები, შედგებიან თხელი უჯრედებისგან. კანდიდოზი შეიძლება განვითარდეს, როგორც გარედან დაინფიცირებით ისე საკუთარი საპროფიტების საშუალებით, განსაკუთრებულ პირობებში მაგ: ნივთიერებათა ცვლის მოშლა, შაქრიანი დიაბეტი, ენდოკრინული დარღვევები, ჰიპოვიტამინოზი, ანტიბიოტიკები, კორტიკოსტეროიდები ხანგძლივი მიღება, ზოგადი ინფექციები ორსულობა და ა. შ.

ასხვავებენ კანდიდოზი შემდეგ ფორმებს:

1. პირის ღრუს კანდიდოზი.


2. უროგენიტალიარული კანდიდოზი.

3. პირის კუთხეების კანდიდოზი.

4. კანდიდოზური ჰეილიტი.

5. კანის ნაოჭების კანდიდოზი.

6. სადა კანის კანდიდოზი.

7.კანდიდოზი პარონქია და ონიქია.

8. ქრონიკული გენერალიზებული კანდიდოზი.

პირის ღრუს კანდიდოზი ხშირია ძუძუმწოვარი ბავშვებში, ჩნდება სიცოცხლის პირველ კვირაში, როგორც წესი დღენაკლულ, ვადაგადაცილებულ და ასევე პათოლოგიური მშობიარობის დროს გაჩენილ სუსტ ბავშვებში. დაინფიცირება ხდება დაავადებული დედისგან ანტენატალურ პერიოდში, ინტერნატალურ პერიოდში სამშობიარო გზებში და პოსტნატალურ პერიოდში დაინფიცირების წყარო შეიძლება იყოს ბავშვის გარემოცვაში მყოფი პირები, საგნები, საკვები პროდუქტები. პირის ღრუს კანდიდოზი იწყება ღრძილების, ლოყის ლორწოვანი გარსი დან და ენის იშვიათად მაგარი და რბილი სასის რკალების და ნუშურას მეშვეობით და ჰიპერემიით. ამ ფონზე ჩნდება 1-3მმ იზოლირებული თეთრი ფერის ხაჭოსებრი ნადები, რომელის შედგება სოკოს ვეგეტაციებისაგან. დროთა განმავლობაში მათი რიცხვი იმატებს და ზომაში იზრდება, წარმოქმნის თეთრ, მინაცისფრო ან ყვითელი შემოფარგლურ ფირფიტას. იგი ადვილად აძვრება ლორწოვან გარსს დაზიანების გარეშე, ტოვებს წითელი ფერის გლუვ ზედაპირს. კანდიდოზური სტომატიტი მიმდინარეობს საერთო მდგომარეობის დარღვევის გარეშე. ქრონიკული მიმდინარეობუს დროს შეიძლება გავრცელდეს ცხვირის ღრუში, ხმოვან იოგებში, ტუ ებზე, სასაზე, საყლაოავში და ყელში.

ეროგენიტალური კანდიდოზი გვხვდება ბალანიტის და ვულვოვაგინიტის სახით. კანდიდოზური ბალანიტის ხშირად თან სდევს კანდიდოზური ურეთრიტი და ვითარდება გამომწვევი გადატანით პირის ღრუდან ან სწორი ნაწლავიდან. სასქესო ასოს თავი ხდება წითელი, პრიალა, ეროზუებით, მცირე პუსტულებით და თეთრი ხაჭოსებრი ნადები. ვულვოგინიტი ხასიათდება ხაჭოსებრი გამობადენით სასქესო გზებიდან, ქავილით. საშო, ვულვა ჰიპერემიული მოთეთრო ლაქებით და მცირე პუსტულებით ჰიპერემიული კერის პერიფერიაზე.

კანდიდოზური ანგულიტი ჩნდება პირის ღრუს დაავადების გავრცელების შედეგად, შეიძლება იყოს იზოლირებული. დაავადების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ჰოპოვიტამინოზი, განსაკუთრებით რიბიფლავინის უკმარისობა. ზიანდება პირის ღრუს კუთხეები, ლორწოვანი გარსი გადასვლის ნაოჭებში უმნიშვნელოდ ინფილტრირებულუა. აქვს მინაცისფრო-თეთრი ფერი ნაოჭების სიღრმეში ჩანს მოწითალო ეროზია ან ნაპრალი, საზრვრები მკვეთრი, დაზიანება შეიძლება გავრცელდეს კანის კუთხესთან ახლოს რაც იწვევს მათ ინფილტრაცია, მოწითალო-მოვარდისფრო ფერს და მის აქერცვლას.

კანდიდოზური ჰეილიტი ხასიათდება შეშუპებით და მოლურჯო ელფერით ტუჩის წითელ ქობაზე, მცირე აქერცვლით, თხელი ფირფიტოვანი, მინაცისფრო ქერქებით, რომელთა თავისუფალი კიდეები აწეული. ტუჩის კანი განლეულია და ქმინ რადიკალურ ნაოჭებს. სუბიექტურია მცირე წვა, ზოგჯერ ტკივილი, ახასიათებს ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა, როგორც წესი, გვხვდება მოზრდილი ასაკის ბავშვებში და დიდებში, ხშირად თან სდევს ანგულიტი.

კანის ნაოჭის კანდიდოზი ხასიათდება კანაოჭის სიღრმეში თხელი, დუნე ზედაპირის წვრილი ბუსტულის წარმოქმნით. რომელიც სწრაფად იხსნება და წარმოქმნის ეროზიებს. რომლებიც ზრდისკენაა მიდრეკილი და შეილება წარმოქმნას დიდი ეროზიულ კერები. კლინიკური სურათი ტიპიური ეროზიულ კერები ჟოლოს ფერია მოლურჯო ელფერით, მათი სადა ზედაპირი პრიალაა. დიდ ნაოჭებში ეროზიულ უბნები მონაცვლეობს მაცერირებულ ეპიდერმუსთან გამოირჩევა თეთრი ფერით და გამოხატული გასქელებით. კერებთან ახლოს მოთესილია ბუშტუკები, პუსტულებით ან ეროზიულ-სქვამაზური გამონაყარი, ხშირად ზიანდება მტევნის თითის ნაოჭები, უვლინდებათ უმეტესად ქალებს.

სადა კანის კანდიდოზი ჩნდება ძირითადად მეორადად. მისი კლინიკური სურათი სხვადასხვანაირი, ტიპიური ვარიანტის დროს ჩნდება მრავლობითი, მცირე ზომის ბუშტუკები დუნე ზედაპირით, ხასიათდება მდგრადობით.

კანდიდოზური პარონქია და ონიქია ჩნდება ტრამვატიზაციის და მაცერაციის გამო. თავიდან ზიანდება ფრჩხილის მორგვი, სოკოს შეჭრის ადგილას, ძირითადად მორგვი კიდეზე, ჩნდება ჰიპერემია და შეშუპება, რომელიც ინტენსიურად იკავებს მთელ მორგვს. კლინიკურად თავიდან იგი წარმოდგენილია მოწითალო ფერით და გასქელებით. შეხებით პასტოზური და მტკივნეულია, დროთა განმავლობაში მწვავე პროცესი ქრება და პარონქია იღებს ქრონიკულ ხასიათს.

ქრონიკულ გენერალიზებული კანდიდოზი ვიტარდება ბავშვთა ასაკში. დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნურ უკმარისობას - Tლიმფოციდები, ენდოკრინულ დარღვევებს - ჰიპითირეოზი, ჰიპოპარათირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, პროცესი იწყება კანდიდოზით პირის ღრუში, შემდეგ ზიანდება ტუჩები, თავის თმიანი არე, სასქესო ორგანოები, ბარზაყისა და ბოქვენის კანი, ფრჩხილები, ფრჩხილების მორგვი და ა. შ. შეიძლება მოხდეს შინაგანი ორგანოების დასნებოვნება_მაგ: კანდიდოზური პნევმონია, ღვიძლის, თირკმლის, თვალის, გულის დაზიანება და კანდიდოზური სეფსილის განვითარება ლეტალური გამოსავლით.

დიაგნოზი ისმევა კლინიკურად და მიკროსკოპულად. ნატიური პრეპარატის შეღებვით რომანოვსკი-გიმზუს, გრამ წესით, ნახულობენ დამახასიათებელ ფსევდომიცელიუმებს და დიდი რაოდენობით ბლასტოსპორებს.

მკურნალობა გულისხმობს კანდიდოზი გამომწვევი ფაქტორის მოცილებას, ცილით მდიდარი დიეტა, ნახსირწყლების შეზღუდვა, ვიტამინები B2, B6, C da PP. მსუბუქი ვარიანტის დროს ადგილობრივი საშუალებანი: ანტიმიკოზულო ხსნარი-კლოტრიმაზოლი, ანილინის სარებავის 2%-ანი სპირტიანი წყალხსნარი, მიკოსეპტინი, ბატრაფენი 10% გელი, ნისტატინის მალამო 2-ჯერ დღეში.

ქრონიკული უროგენიტალიარული კანდიდოზის დროს ადგილობრივ პრეპარატებს ერთვის სისტემური ანტიმიკოზულო საშუალებები: კეტოკონაზოლი თითო ტაბლეტი 2-ჯერ 5დღე. ზოგადი თერაპიის მიზნით გამოიყენება 3ტიპის ანტიმიკოზულო საშუალებები: იმიდაზოლები, ტრიაზოლები და პოლიენური ანტიბიოტიკები.

პროფილაქტიკა მდგომარეობს რისკ ჯგუფებში მისი განვითარების თავიდან აცილებას, სოკოს მატარებლების დროს ნიშნავენ 2მლნ ED, ან 100გ ნიზორალი დღეში 3-4კვირა.


0
224
1-ს მოსწონს
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0