x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ოლიმპიური მარათონი, რომელიც უფრო სასტიკად ჩატარდა, ვიდრე " შიმშილის თამაშები"
1904 წელს აშშ-ში, ქალაქ სენტ-ლუისში III ოლიმპიური თამაშები ჩატარდა. ბევრმა ევროპელმა სპორტსმენმა ვერ მოახერხა შეჯიბრებაზე ჩასვლა. ამას ოდნავადაც არ მოუხდენია გავლენა ოლიმპიადის პოპულარობაზე, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პოპულარობა საკმაოდ ცუდი ამბებით იყო განპირობებული. სენტ-ლუისში ჩატარებული ოლიმპიური მარათონი სამართლიანად ითვლება ყველაზე საშინელ და ცუდად ორგანიზებულ სპორტულ შეჯიბრებად მსოფლიო სპორტის ისტორიაში. რბოლა ზოგიერთ სპორტსმენს ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ამ ოლიმპიადის შესახებ გადაღებული ფილმი კი ალბათ საშინელებათა ფილმების რეიტინგში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას დაიჭერდა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო ის პირობები, რომელშიც ასპარეზობა უხდებოდათ მარათონული რბოლის მონაწილეებს.



მარათონული სირბილი შეჯიბრების ბევრ მონაწილეს ჯანმრთელობის დაკარგვის ფასად დაუჯდა.

image



უცნობი მიზეზის გამო ორგანიზატორებმა მარათონი დანიშნეს დღის მეორე ნახევარში, პაპანაქება სიცხის დროს და არა დილით, როგორც წესია.




შეჯიბრება 40-გრადუსიან სიცხეში მიმდინარეობდა.


image



უახლოესი ადგილი, სადაც წყლის დალევა შეიძლებოდა, მარათონის დაწყების ადგილიდან 18 კილომეტრში მდებარეობდა.


ტრასა მთლიანად გრუნტის გზისაგან შედგებოდა. ასე რომ, სპორტსმენები მთელი რბოლის მანძილზე იხრჩობოდნენ მტვრისაგან.



image



მონაწილეთა უმეტესობამ ვერ მოასწრო ადგილობრივ წყალთან ადაპტირება და კუჭის აშლილობით იტანჯებოდა.


ამერიკელი ათლეტი ლუის გარსია შუა რბოლის დროს უგონოდ დაეცა.


image



გარსია გადავიდა დისტანციიდან. ის იხრჩობოდა მტვრისაგან, რომელიც ცხენების ფლოქვების და მანქანებისგან იყო გამოწვეული. მოგვიანებით ექიმმა განაცხადა, რომ მტვრის ნაწილაკებმა გამოიწვია კუჭის ეროზია, დაიწყო შინაგანი სისხლდენა და რომ არა ექიმების დროული ჩარევა, სპორტსმენი დაიღუპებოდა.



image



მარათონის ყველაზე მოუმზადებელ სპორტსმენად აღიარეს კუბელი ფოსტალიონი ფელიქს დე ლა კარიდადი.
მას არათუ ამ სერიოზული შეჯიბრებისათვის საჭირო მომზადება, არამედ ელემენტარული სპორტული ტანსაცმელიც კი არ გააჩნდა.



image



1904 წლის ოლიმპიადა იყო პირველი, რომელშიც აფრიკელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.


image



სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებს - ლენ ტაუს და ჟან ნაშიანის გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა: ტაუ ფინიშთან მეათე მივიდა, ხოლო ნაშიანი (რომელიც ფეხშიშველა დარბოდა) დისტანციიდან ძაღლების ხროვამ გამოაგდო.



ფრედერიკ ლორცმა დისტანციის დიდი ნაწილი ავტომობილით გაიარა.


image



ამერიკელი ათლეტი ფრედერიკ ლორცი 14 კმ-ის გავლის შემდეგ გაუწყლოების გამო ძირს დაეცა, მაგრამ ის დანებებას არ აპირებდა, მწვრთნელს ავტომობილი გააჩერებინა და მანქანით გააგრძელა გზა. 16 კმ-ის გავლის შემდეგ ავტომობილი გაფუჭდა, ლორცი გადმოვიდა და ვითომ არაფერი მომხდარაო, კვლავ სირბილით გააგრძელა გზა. ის ფინიშთან პირველი მივიდა, თუმცა მსაჯებმა გამარჯვება არ ჩაუთვალეს და დისკვალიფიკაცია მისცეს.




გამარჯვება ამერიკელმა ტომას ჰიქსმა მოიპოვა.


image



ჰიქსი მთელი გზა ლიდერობდა, მაგრამ როცა ფინიშამდე 11 კილომეტრი დარჩა, ძალა გამოელია და ძირს დავარდა. ათლეტი წყალს და დასვენებას ითხოვდა, მაგრამ მწვრთნელმა დახმარების მაგივრად მას სტრიხნინის (თაგვის საწამლავი) ინექცია გაუკეთა. იმ დროს სტიმულატორები აკრძალული არ იყო.

ჰიქსისასთვის დიდი სტიმული იყო ლორცის დისკვალიფიკაცია. შხამის პირველი დოზისაგან იგი გაფითრდა, თუმცა მწვრთნელმა ეს არაფრად ჩააგდო და სპორტმენს შხამის მორიგი დოზა შეუშხაპუნა - ამჯერად ბრენდთან შერეული. ჰიქსს ბოდვა დააწყებინა, ის იხვეწებოდა, მიეცათ წყალი და საჭმელი, მწვრთნელებმა მორბენალი ხელით მიათრიეს ფინიშამდე. ექიმებს ერთი საათი დასჭირდათ, რომ მარათონის გამარჯვებული გრძნობაზე მოეყვანათ.



image



მარათონის განმავლობაში ამერიკელმა 4 კილოგრამი დაიკლო წონაში.


"-ცხოვრებაში არასოდეს არ მქონია ასეთი რთული მარშრუტი. მეგონა, რომ ნაწილებად დავიშალე, "- უთხრა გამარჯვებულმა ჟურნალისტებს. ჰიკსი და ლორცი ერთმანეთს ერთი წლის შემდეგ ბოსტონის მარათონზე შეხვდნენ. ამჯერად უკვე ლორცმა მოიპოვა დამსახურებული, პატიოსანი გამარჯვება.



image



აი ასე გამოიყურებოდა 1904 წლის ოლიმპიური თამაშების მარათონის მარშრუტი



image

2
479
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
479
  
20 ივნისი, 2:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

27 მაისი, 15:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2