x
მეტი
  • 03.07.2020
  • სტატია:101237
  • ვიდეო:346559
  • სურათი:465113
რატომ კვდება ცნობილების უმეტესი მათგანი 27 წლის ასაკში? -თქვენ იცოდით?
2011 წელს, როდესაც ბევრისთვის საყვარელი მომღერალი Amy Winehouse ტრაგიკულად დაიღუპა, საზოგადოების ყურადღება "კლუბი 27"-ის სიაზე, კიდევ უფრო გამძაფრდა. რას ნიშნავს "კლუბი 27"? ეს არის სია, სადაც წარმოდგენილია იმ ადამიანების სახელი და გვარები, ძირითადად კი მუსიკოსების, რომლებიც ტრაგიკულად ან უცნაურ გარემოებებში 27 წლის ასაკში დაიღუპნენ.



image




არსებობს რამდენიმე თეორია, როგორც სტატისტიკური, ასევე სამეცნიერო და მისტიკური, თუ რა განაპირობებს სიცოცხლის ამ გარკვეულ პერიოდში ცნობილი ნიჭიერი ადამიანების სიკვდილს.




1. სტატისტიკური თეორია.



image


2011 წელს British Medical Journal-მა გამოაქვეყნა სტატისტიკური კვლევის შედეგი "კლუბი 27"-ის შესახებ. მათი დასკვნა ასეთია: ადრეულ ასაკში დიდების მწვერვალზე ასვლა ზრდის სიკვდილის რისკს ასევე ადრეულ ასაკში და მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერი ცნობილების უმეტესობის შემთხვევაში სიკვდილის ასაკი 27 წელია, მაინც არ არის 27 ფატალური რიცხვი. ვიცით, რომ ცნობილების უმეტესი თვითმკვლელობით ან ტრაგიკულად დაიღუპა.



პრობლემების ფესვი არ უნდა ვეძიოთ 27 წლის ასაკში, რადგან უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული გარემოებები. ცნობილებმა, რომლებიც 20 წლის ასაკიდან უკვე იდგნენ დიდების მწვერვალზე, 4-5 წლის შემდეგ კარიერის პიკს მიაღწიეს. ასეთი სწრაფი ზრდა კი ადრეული ასაკის და შემოქმედებითი ნიჭის ერთობლიობის გამო უბიძგებს მათ ალკოჰოლისა და აკრძალული ნივთების თუ ნარკოტიკების ჭარბად გამოყენებისკენ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი ზრდის სიკვდილის რისკს და აქ არაფერია არაპროგნოზირებადი.





2. ფსიქოლოგიური თეორია.


image


ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, მსგავსი შემთხვევები გამოწვეულია ცნობილებში არსებული თვითგანადგურების კომპლექსით, დაგეგმილი, გაცნობიერებული თვითმკვლელობით. ერიკსონის თეორიის თანახმად, ადამიანის პიროვნების ფორმირება დაყოფილია ცხოვრების რვა ეტაპად. ბოლო პერიოდი ამ რვა ეტაპის მერყეობს 26-დან 64 წლამდე და მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადამიანი აკეთებს არჩევანს პროდუქტიულობასა და ინერტულობას შორის.



ამ პერიოდამდე, ადამიანმა უკვე გაიგო ყველაფერი საკუთარი თავის შესახებ, რისი გაგებაც შეეძლო. მას შემდეგ კი ნაკლებად ვარაუდობს ფაქტს, რომ აქვს ან შესაძლოა აღმოაჩინოს საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები. 27 წელი, პიროვნების ახალ ეტაპზე ჩამოყალიბების, ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული ასაკია. ადამიანი მანამ ცდილობს თვითრეალიზების საკითხის განსაზღვრას და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას. ცნობილმა ადამიანებმა, რომლებმაც ამ ასაკამდე მიაღწიეს ამ ყველაფერს, უბრალოდ არ იცოდნენ მომდევნო ეტაპზე როგორ შეეძლოთ განვითარება და გაუცნობიერებლად ახდენდნენ თვითგანადგურებას. მათი მსგავსი ქმედებები კი გამოწვეულია სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემებით.





3. მისტიკური თეორია.


image


"კლუბი 27"-ის პირველი წევრი გახდა მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი ბლუზმენი რობერტ ჯონსონი. ცნობების თანახმად, რობერტს საერთოდ არ ჰქონდა გიტარაზე დაკვრის ნიჭი, გარკვეული პერიოდი ის თითქოს გაუჩინარდა, თუმცა 1931 წელს ყველაფერი შეიცვალა და როდესაც დაბრუნდა, ის გახდა შეუცვლელი, ყველაზე საუკეთესო ბლუზმენი. თვითონ მუსიკოსის სიტყვებით, მან გარიგება დადო ეშმაკთან კლაკსდეილის 61-ე და 49-ე გზების გზაჯვარედინზე. 1938 წელს ის ავტოავარიაში დაიღუპა.



მას შემდეგ, ჯონსონის ზედმეტი სახელი "ეშმაკი" გახდა. ამბობდნენ, რომ ის ურთიერთობდა კულტი კანდომბლეს წევრებთან, რაც ვუდუს რელიგიის მიმდევრობისმაგვარი იყო. იმასაც ამბობდნენ, რომ ის მისი ერთ-ერთი საყვარლის ქმარმა მოკლა. ასევე ამბობდნენ, რომ ეშმაკთან გარიგების ლიმიტი ამოიწურა და სული ეშმაკმა წაიყვანა და მას შემდეგ, რაც ჯონსონმა გარიგება დადო, ეშმაკს ყველა ნიჭიერი მუსიკოსის სული სწორედ 27 წლის ასაკში მიჰყავს.




ვინ არიან "კლუბი 27"-ის წევრები?


image


1. რობერტ ჯონსნი, მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი ბლუზმენი. დაიღუპა 27 წლის ასაკში, 1938 წლის 16 აგვისტოს. მისი გარდაცვალების ძირითადი ვერსია - ის მისმა ერთ-ერთი საყვარლის ქმარმა მოკლა.



2. ბრაიან ჯონსი - ჯგუფი The Rolling Stones დამფუძნებელი, გიტარისტი. დაიხრჩო აუზში. დაუზუსტებელი მოხსენებების თანახმად, იგი მოკლეს (1969წ).



3. ჯიმი ჰენდრიქსი - კომპოზიტორი, ვოკალისტი, როკ-მუსიკის ისტორიაში საუკეთესო გიტარისტი. საძილე აბების მიღების შემდეგ გამოწვეული ღებინების შედეგად დაიხრჩო ძილში- 1970 წელს.



image



4. ჯენის ჯოპლინი - ერთ-ერთი ყველაზე დიადი ბლუზშემსრულებელი თეთრკანიანთა შორის. გარდაცვალების მიზეზი - ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა- 1970 წელი.



5. ჯიმ მორისონი - პოეტი, ლიდერი და სოლისტი ჯგუფისა The Doors. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი გულის უკმარისობა - 1971 წელი.



6. ჟან-მიშელ ბასკია - ამერიკელი მხატვარი, წარმატებული ნეო-ექსპრესიონისტი. გარდაიცვალა ნარკოტიკებით მოწამვლით - 1988 წელი.




image



7. კურტ კობეინი - ვოკალისტი, გიტარისტი და სოლისტი ჯგუფისა Nirvana. ოფიციალური ვერსიით გარდაცვალების მიზეზი იარაღით თვითმკვლელობა - 1994 წელი.



8. ემი ვაინჰაუსი - ბრიტანეთის R & B, ჯაზისა და სოულის მომღერალი. გარდაიცვალა ალკოჰოლური სასმელებით მოწამლვით - 2011 წელი.



და სხვები...



image


2
903
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
903
  
გადარჩენილი ვარ :-)
27 მაისი, 15:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2