x
image
გემი დალანდი
ჩვენი პლანეტის 7 ყველაზე საშიში და უცნაური ტყე
მსოფლიო ფოლკლორი სავსეა ისტორიებით ისეთ ტყეებზე, რომელშიც ადამიანები უჩინარდებოდნენ. ამ სტატიაში 7 საშიში ტყის შესახებ მოგითხრობთ, რომელთაც სხვადასხვა საშინელი ისტორიები თუ ანომალიური მოვლენები უკავშირდებათ:

image

მთვრალი ტყე

imageრიაზანის ოლქში, მდინარე ოკას ნაპირას ე.წ. მთვრალი ტყე მდებარეობს. ამ ტყეში წიწვოვანი ხეები მრუდედ იზრდებიან, ფოთლოვან ხეებს კი არავითარი ანომალია არ აღენიშნებათ, მათი ღერო სწორად იზრდება. მეცნიერები არაერთხელ შეეცადნენ ეს მოვლენა ამოეხსნათ, საბოლოოდ კი იმ ვარაუდამდე მივიდანენ, რომ ტყეში გეომაგნიტური ანომალია ხდება.

ასეთი გამრუდებული ტყე პლანეტის სხვა ადგილებშიც გვხვდება, მაგალითად ბალტიის ზღვის სანაპიროსთან. წიწვოვანი ხეები იქაც ისე მრუდედ იზდებიან, რომ ამის გამო მოცეკვავე ტყე შეარქვეს.


image

თვითმკვლელთა საყვარელი ტყე

imageიაპონიაში შიშისმომგვრელი ტყე მდებარეობს-აოკიგაჰარა. ეს ტყე კუნძულ ჰოსნიუზე მდებარეობს და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია დიდი პოპულარობით სარგებლობს თვითმკვლელთა შორის. 1970 წლიდან მოყოლებული, პოლიცია მუდმივად დაეძებს ამ ტყეში ადამიანებს და ყოველწლიურად 100-მდე ცხედარს პოულობენ. ტყეში თვითმკვლელობის ყველაზე გავრცელებული მეთოდი თავის ჩამოხრჩობა ან მედიკამენტების ჭარბი დოზით მიღებაა.

ხელისუფლება და სოციალური ორგანიზაციები ცდილობენ ამ საშინელ ტრადიციას ბოლო მოუღონ. ტყის შესასვლელთან აბრაა, რომლზეც წერია :“თქვენი სიცოცხლე თქვნი მშობლების ფასდაუდებელი საჩუქარია" და იქვე ნდობის ტელეფონის ნომერია მითითებული. თუმცა, თვითმკვლელთა რიცხვი მაინც იზრდება.imageაკოგიჰარაზე წერებ წიგნებს, ლექსებს, სიმღერებს, იღებენ ფილმებს და ამით ერთგვარად ამ ადგილის რომანტიზებას უწყობენ ხელს. მაგალითად, იაპონელ მწერალს ვატარუ ცურუმის თავის წიგნში “თვითმკვლელობის სრული სახელმძღვანელო" აკოგიჰარა აღწერილი აქვს, როგორც თვითმკვლელობისთვის საუკეთესო ადგილი. შემთხვევითი არაა, რომ ამ წიგნს ხშირად პოულობენ ტყეში, ცხედრების გვერდით.


ადგილი უცხოპლანეტელებთან შესახვედრად

imageრუმინეთში მდებარე ტყე ჰოია-ბაჩუ ცნობილია როგორც პარანორმალური ზონა. ადგილობრივი მაცხოვრებლების და რამდენიმე მეცნიერის მტკიცებით, ამ ადგილებში ამოუცნობი მფრინავი ობიექტები შეუნიშნავთ, ესმოდათ გაურკვეველი ხმები და უცნაურ არსებებს ხედავდნენ. ადამიანებმა ამ ტყეს ბერმუდის სამკუთხედი შეარქვეს და მასთან მიახლოებას ერიდებიან. თუ ვინმე გაბედავს და მაინც შევა ამ ადგილებში, შემდგომ თავის ტკივილებს, გულისრევას და სხვა უსიამოვნო სიმპტომებს უჩივის.

ტყის შესახებ ლეგენდებიც არსებობს: ამ ადგილებში მწყემსი თავის ფარასთან ერთად დაიკარგა, ერთმა ქალმა მეხსიერება დაკარგა, პატარა გოგონა 5 წლით გაუჩინარდა და როცა დაბრუნდა, საერთოდ არ იყო გაზრდილი...

image1960-იან წლებში ამ ადგილებში ბიოლოგიის მასწავლებელი ალექსანდრ სიფტი დასახლდა, რომელმაც შესაძლო მფრინავი თეფშების და უცხოპლანეტელების უამრავი ფოტო გადაიღო. მანვე შეისწავლა მინდვრის ფენომენი, რომელზეც მცენარეული საგარი არ იზრდებოდა, და რომელიც, ადგილობრივების თქმით, ერთგვარი პორტალი იყო სხვა განზომილებაში.

შემდგომ კვლევებს სამხედრო ინჟინერი ემილ ბარნი ახორციელებდა. სწორედ მან გადაიღო ფოტო, რომელიც ამო-ს (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) ყველაზე მკაფიო გამოსახულებადაა მიჩნეული.


მყვირალა მოჩვენებების ტყე

imageინგლისში, კენტის საგრაფოში, სოფელ პლაკლისთან არის ტყე, რომელიც მოჩვენებების სამფლობელოდ ითვლება. ლეგენდის თანახმად, მე-18 საუკუნეში ამ ტყეში ყაჩაღებმა ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს, რომლის სული დღემდე დაეხეტება და შურისძიება სწყურია. ამავე ტყეში სხვა სულებიც ბინადრობენ, თვითმკვლელების. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ დილით ტყიდან ყვირილი ისმის. ტყეში სულების არსებობაში დარწმუნებულნი არიან მოჩვენებებზე მონადირენიც. მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ტურისტები ხშირად სტუმრობენ ამ ადგილს და ღამით ტყეში დაეხეტებიან.The Visual Paranormal Investigation-ის გუნდი კი ირწმუნება, რომ მათ ამ ტყის ერთ-ერთ მოჩვენებათან გასაუბრება მოახერხეს.


დაწყევლილი ტყე

imageაშშ-ის შტატ ვერმონტში არის ტყე, რომელშიც ადამიანები უკვალოდ იკარგებიან. იყო შეტყობინებებიც, რომ ტყიდან უცნაური ხმები ისმოდა, უჩვეულო ატმოსფერული მოვლენები და ცხოველები იქნა შემჩნეული. მწერალმა და ფოლკლორისტმა ჯოზეფ სიტროუმ ამ ადგილს ბენინგტონის სამკუთხედი დაარქვა. თავის წიგნებში ის ამტკიცებს, რომ ეს ადგილი ჯერ კიდევ კოლონისტების მოსვლამდე იყო დაწყევლილი და მას ინდიელები ახლოს არ ეკარებოდნენ.

ამ ტყესთან დაკავშირებული ისტორიები ადგილობრივ ფოლკლორშიც გვხვდება. გადმოცემებს თუ დავუჯერებთ, აქ ათეულობით ადამიანია უკვალოდ გაუჩინარებული, თუმცა დადასტურებული ფაქტი მხოლოდ ხუთია და ყველა მათგანი 1945-დან 1950 წლამდე გაუჩინარდა. დაკარგულებს შორისაა: 74 წლის მონადირე, რომელიც კარგად იცნობდა იმ ადგილებს, 18 წლის სტუდენტი, 8 წლის ბიჭი, ხანდაზმული ვეტერანი და 53 წლის მოლაშქრე. მხოლოდ ამ უკანასკნელის ცხედარს მიაგნეს 7 თვიანი ძებნის შემდეგ, დანარჩენების კვალის პოვნა ვერ მოხერხდა.


სატანისტების ნაკრძალი

imageაშშ-ში კიდევ ერთი ანომალიური ტყე მდებარეობს, ფრითაუნ-ფოლ-რივერის ნაკრძალი მასაჩუსეტსის შტატში. მას ბრიჯუოთერსის სამკუთხედსაც უწოდებენ. ითვლება, რომ ეს ადგილი სატანისტების, თვითმკვლელების და ბოროტმოქმედებისაა. ლეგენდის თანახმად, ამ ადგილებში უხსოვარი დროიდან ტარდებოდა საკულტო რიტუალები, რომლებიც მსხვერპლშეწირვას მოითხოვდა. არსებობს ცნობები აქ დაფიქსირებული სფერული ელვის, გიგანტური გველების, ამო-ს და სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ.

ერთი ლეგენდის თანახმად, ეს ადგილი კოლონისტებზე გაბრაზებულმა ინდიელებმა დაწყევლეს. ტყეში მათი საფლავებია. ამბობენ, რომ აბორიგენთა სულები ტყეში დაეხეტებიან და შურისძიების წყურვილით იტანჯებიან.


რადიოაქტიური ტყე

imageწითელი ტყე ჩერნობილის გარშემო მდებარეობს. მისი შეფერილობა კი რადიოაქტიური მტვრითაა გამოწვეული. რადიოაქტიური დაზინებით მათი ვარჯები დიდი ხნის განმავლობაში ნათებას გამოსცემდნენ ღამით.

ჩერნობილის ავარიიდან თითქმის 30 წელი გავიდა, მაგრამ როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ტყე კვლავ რადიოაქტიურია.

ამერიკელმა მკვლევარებმა ამ ტყის გამოკვლევისას ერთი ანომალია აღმოაჩინეს: მკვდარი ხეები არ დალპა და არ დაიშალა, ისინი თითქოს დაკონსერვდნენ. მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს:დაუზიანებელი ფოთლებით აავსეს რამდენიმე ტომარა და ეს ტომრები წითელი ტყის სხვადასხვა უბანში დადეს. იმ ადგილებში, სადაც რადიაცია მომატებული იყო, ფოთლები 40%-ით უფრო ნელა დალპა, ვიდრე ის ფოთლები, რომლებიც შედარებით უსაფრთხო ადგილას დადეს. ეს იმით აიხსნება, რომ ლპობის გამომწვევი ბაქტერიები და სოკოები რადიაციით დაბინძურებულ ზონაში შედარებით ნაკლებად გვხვდება.

მეცნიერების აზრით, ეს ტყე ადამიანებისთვის პოტენციურად საშიშია. ხანძრის შემთხვევაში რადიაცია ფართოდ გავრცელდება.


0
165
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0