x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ცხოვრება თანმდევი დეპრესიით
ადამიანთა მთავარი საზრუნავი საუკუნეების მანძილზე საკუთარი პრობლემებისა თუ მოვალეობების მოგვარება იყო, ოღონდ ისე, რომ ცხოვრებისაგან მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ, რომელიც განპირობებული იყო თავიანთი ინტერესების დაკმაყოფილებაში, ხორციელი ვნებებისა და სულიერი საზრდოს ტანდემში, რაც ხშირ შემთხვევაში გამოსდიოდათ ან ყოველშემთხვევაში მცდელობა ჰქონდათ ამისა.

ჩემი აზრით, ბედნიერებას არ გააჩნია გარკვეული საზღვრები, ვისთვის რა არის ეს ცნება - ზოგისთვის საყვარელი ადამიანის გვერდში ყოლაა, ხოლო ზოგიერთისთვის მდიდრული სახლი, მანქანა და ტანსაცმელი.

თითოეული ადამიანი, დღითიდღე ცდილობს გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და ვიდრე იქნება დღეს, რადგან არ დაიჯეროთ, რომ უმიზნო ადამიანი არსებობს, შეიძლება იგი არაფერს აკეთებდეს ცხოვრებაში განსაკუთრებულად ღირებულს, მაგრამ იმაზე მაინც ფიქრობს - ხვალინდელი დღე როგორი იქნება, და მერწმუნეთ თავის ცხოვრებაში აუცილებლად დადგება ის ეტაპი, როდესაც იგი მომავალზე ფიქრს დაიწყებს და მაშინ თავს იგრძნობს ყველაზე ბედნიერ ადამიანად, მაშინ მას აუცილებლად გაუჩნდება სურვილი სხვას შეეჯიბროს, თუნდაც კარგის კეთებაში და ვინმემ შეამჩნიოს“ როგორც შემდგარი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში უამრავი გეგმა, სურვილი, მიზანი და მისწრაფება გააჩნია, მაშინ როდესაც სამოქმედო გეგმაზე გადავა, სწორედ ამ დროს აღმოაჩენს თავის თავში ყველაზე დიდ ძალას - რომელიც უამრავი ცხოვრებისეული სიკეთეების კეთებასა და მტანჯველი უმოქმედობის დაძლევაში დაეხმარება. იგი შეეცდება, რომ გაიმართოს და ამას სხვებიც შეამჩნევენ...

გავა დრო და ყველაფერი იცვლება, იგი საკუთარ თავს ჰგავს, ოღონდ არა ძველი ვარიანტისას, მას აქვს გეგმები და სურვილები, ოღონდ არა ისეთი, როგორიც წლების წინ ჰქონდა და ამასობაში აცნობიერებს, რომ იგი შეიცვალა, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ და მიხვდება, რომ ცხოვრებაში მთავარი მოინდომო - იყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, დარჩე ის ვინც ხარ და იყავი, ოღონდ უკეთესი აწმყოთი და ღირსეული მომავლის იმედით.


ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე არსებობს სირთულეები. რომლებსაც შევეჯახებით, მთავარია, მასთან მეგობრობა და შემდეგ ნაგავში მოსროლა ვისწავლოთ, აი ისე, როგორც ნამდვილ, რეალურ ცხოვრებაში ხდება, ამ შემთხვევაში ალეგორია ყველაზე ზუსტ მაგალითად შეიძლება გამოგვადგეს, ადამიანებიც ხო ზუსტად ისე გვექცევიან, როგორც აწყობთ, ვინმეს მართლა სჯერა რომ სინამდვილე არსებობს?! - არა, ყველაფერი ფარსია და წარმავალი, ეს ხომ ჩვენი წარმოსახვის ნაწილია, იყო საუკეთესო მეგობარი, მეორე ნახევარი, ან თუნდაც ჰაერში მონავარდე მერცხალი, რომელსაც სჯერა. რომ მთელი ცხოვრება უზრუნველად იფრენს და ბედნიერებას დეტალებში ჰპოვებს, კი ბედნიერება წამიერია, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო, რა თქმა უნდა, არარსებობს იდეალური ადამიანები და პირები ჩვენს ცხოვრებაში, რადგან იგი ბოლოს იმედებს აუცილებლად გაგვიცრუებს, თან ისე, რომ ყველაფრის დაკარგვის სურვილს გაგიჩენს, მაგრამ არსებობს რეალური ურთიერთობები პატარ-პატარა წყენებით, თუნდაც წრფელი გულით სიყვარული.

დიახ, სიყვარული არის ის გრძნობა, რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს და დაგვანახებს ცხოვრების ძირითად არსს, სიყვარული ყველასა და ყველაფრისა: მშობლის, მეგობრის, მეორე ნახევრის, ცხოველის და უბრალოდ სამყაროსი, ამის გარეშე ხო ისედაც ყველაფერი წარმოუდგენლად გვეჩვენება, იმ ქმედებების განახორციელება, რომელიც ყოველდღიური თანაარსებობის პირობებში გვიწევს, თუ არ არის ეს გრძნობა - არაფერიც არაა, ირგვლივ უბრალოდ ვიქნებოდით ადამიანები, მოსიარულე ფიტულებით...

ზოგჯერ, დგება ისეთი მომენტიც, როდესაც ყველაფერი უფასურდება, ვერ პოულობ ამის მიზეზს, მაგრამ ასე, უცბად რჩები შენ თავთან მარტო, ყველასა და ყველაფრისგან მოშორებით, თითქოს გამჭირვალე ხარ და ვერავინ გამჩნევს, ალბათ არც ამბობ ამის მიზეზს, მოლოდინი გაქვს, რომ ვერ გაგიგებენ, არ გამოგიწვდიან დახმარების ხელს და უამრავი ქარტეხილებისგან თავის დასაღწევად, ამჯობინებ სიჩუმეს, რომელიც არაფერს გავს, ის მხოლოდ ჩვენი სულიერი ამოძახილია, წამები და ფიქრები ერთდება, ხოლო შემდგომში ქმნიან თანამოაზრეს, რომელსაც ქვეცნობიერის საშუალებით ეკონტაქტები.

ადამიანთა ნააზრევის კითხვა ყველაზე თავდაჯერებულს გაგხდის, ისეთ მომენტშიც კი, როდესაც გადაწურული გაქვს ყველანაირი ძალა, რომ გამართული სიარული განაგრძო და თავი კი არ მოაჩვენო ადამიანებს, არამედ ნამდვილად წელში გასწორებული იარო და ამავდროულად შეძლო ის რაც შენმა დეპრესიულმა ორეულმა ვერ შეძლო, გახდე ცოცხალი არსება, რომელსაც უამრავი ფუნქცია აკისრია სინამდვილეში და დაეუფლო ორატორულ ხელოვნებას, რომელიც შემდგომში სხვა მოდეპრესიო ელემენტების დამხარებაში შეგიწყობს ხელს.

საუკეთესოობად ყოფნა, თუნდაც მეგობრის ან უბრალო მოკვდავის მე არ მჯერა, რადგან ჩვენი თავისათვის საუკეთესო და იდეალური ისევ ჩვენ ვართ, ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს ყველაზე მეტად, ისეთებს, როგორებიც ვართ, ვგრძნობთ კრიტიკულ სიტუაციაში რა გვჭირდება იმისთვის, რომ შემდეგ უკეთ გავხდეთ, მაგრამ არა, მომიტევე ძვირფასო მკითხველო შეცდომა დავუშვი, მე ხომ არ მიხსენებია უსულო საგანი, ისეთი, როგორც წიგნია, ის ხომ იდეალური ვარიანტია, რომ გავიჩინოთ საუკეთესო მეგობარი, თუნდაც დროებით, მისგან ხომ ბევრ რაღაცას ვსწავლობთ: სიკეთეს, ბოროტების დანახვას, მეგობრობას, სიმამაცეს, ერთგულებას, თავდადებას და უბრალოდ სიყვარულს , რომელიც თავისთავად ყველაზე ნაკლებადაა ალბათ უბრალო თავისი არსით, ვიტყოდი შეუცვლელი გრძნობა, რომელიც ადამიანებს და მოვლენებს მამოძრავებელ ძალას ჩაჰბერავს...

წიგნთან ადამიანი ამყარებს ინტრაპერსონალურ კომუნიკაციას, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება მას, გაუწიოს საუკეთესო მეგობრის როლი, დაანახოს ტყუილ-მართალის გარჩევა და რაც მთავარია, მისგან ისწავლოს, რომელსაც დღეს ბევრი, ვითომდა ე.წ "საუკეთესო მეგობარიც" ვერ გააკეთებს, შეიძლება ჰქონდეს ამის გაკეთების სურვილი, მაგრამ ბოლომდე ვერ განახორციელებს.

ამ ბლოგსაც ყველა ისე გაიგებს, როგორც უნდათ რომ გაიგონ, მთავრია, მე რას ვგულისხმობ!

ბოლოს რას გეტყოდით?! – "დედამიწას სიყვარული ატრიალებს..."

და იგი გაიმართა...რელობა

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკა ხოსიტაშვილი
ნიკა ხოსიტაშვილი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0