x
კბილების ეროზია
image
მინანქრის ეროზია-ეს არის კბილის მაგარი ქსოვილების მინანქრის და დენტინის შეუქცევადი დაზიანება, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა და ხანდაზმულ ასაკში გვხვდება, მიუხედავად იმისა რომ ეს დაავადება არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეუერთდა ბავშვთა ქრონიკულ დაავადებათა რიგს, იგი უკვე აღიარებულია, როგორც სტომატოლოგიური ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვენლივან პრობლემად. ბავშვთა ასაკში ეროზიის განვითარების მაჩვენებლი 10% დან 80%-მდე მერყეობს. გამომდინარე იქიდან რომ სარძევე თანკბილვის დროს მინანქრის ქსოვილი მეტად თხელია და ნაკლებად მინერალიზებული, ეროზიების განვითარების რისკი უფრო მაღალია ცვლადი თანკბილვის პირობებში, ვიდრე მუდმივი თანკბილვაში. ეროზიები ძირითადად უნვითარდებათ ზედა ყბის ცენტრალურ და გვერდითა საჭრელებზე, ვესტიბულარული მხრიდან, ასევე ეშვებზე, პრემოლარებზე, იშვიათ შემთხვევაში ეროზია შეიძლება განვითარდეს კბილის გვირგვინის სასიკენა და ენისკენა ზედაპირზე.

მინანქრის ეროზია ძირითადად ვითარდება ორგანიზმის ზოგადი დარღვევების ფონზე: ენდოკრინული ცვლილების, ნერვული სისტემის ფუნქციური უკმარისობით და სხვა. ადგილობრივი მექანიკური და ქიმიური ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედების შედეგად: კბილების ზედმეტი ინტენსიური წმენდა, ტუჩების კუნთების აწეული ტონუსი, კბილის ზედაპირის ხანგრძლივი კონტაქტი მჟავასთან, ასკორბინისა და ძმარმჟავას შემცველი პროდუქტების მიღებით, ჰიგიენური საშუალებების შემადგენლობა და სხვა.

კარიესული დაზიანებისაგან განსხვავებით ეროზიის წარმოქმნა არარის დაკავშირებული მიკროორგანიზმების ზემოქმედებასთან, ეროზიულ უბანში მინანქრის მიკრო სიმტკიცე დაზიანებულია.

არჩევენ დაზიანების ადრეულ, ანუ დაწყებით-მინანქრის ეროზიას და გამოხატულ მინანქრისა და დენტინის სტადიებს.


დაწყებითი სტადია ხასიათდება მინანქრის სიმქრქალით კბილის ვესტიბულური ზედაპირის გარკვეულ უბანზე.

გამოხატული ეროზიის შემთხვევაში აღინიშნება მინანქრის მომრგვალო ფორმის დეფექტი, რომელიც უმეტესად განლაგებულია ვესტიბულურ ზედაპირზე ყელის მიდამოში.

კბილის მაგარი ქსოვილების ეროზიების, კლინიკური გამოვლინების მიხედვით სამ ხარისხად იყოფა:

1.ხარისხი- მინანქრის ზედაპირული ფენის დაზიანება.

2.ხარისხი-მინანქრისა და დენტინის ლოკალირი დაზიანება, გაშიშვლებული დენტინის უკავია დაზიანებული ადგილის ერთი მესამედი.

3.ხარისხი- გენერალიზებული დაზიანება, გაშიშვლებული დენტინი შეადგენს ეროზიულ ზედაპირის ერთ მესამედზე მეტს.

აღნიშნული კლასიფიკაციის მიხედვით დაწყებითი სტადია მიეკუთვნება 1ხარისხს, ხოლო გამოხატული ეროზია-2 და 3 ხარისხს.

არჩევენ ეროზიის ორ კლინიკურ სტადიას - აქტიურ და სტაბილურს:

აქტიური სტადიისთვის ტიპიური პროგრესირებადი მიმდინარეობა, რომელსაც, კბილის ქსოვილის დანაკარგთან ერთად, ახასიათებს ჰიპერესთენზია, სიმქრქალე და ეროზიულ დეფექტის ზომების სწრაფი ცვლილება. მატება ყოველ1.5-2 თვეში.

სტაბილური სტადია ხასიათდება უფრო მდორე, ნელი განვითარებით, რომლის დროსაც მინანქრის დაზიანებული ზედაპირის ბზინვარება შენარშუნებულია. ხოლო დეფექტის სიდიდე 9-11თვის მანძილზე მატულობს.

თავდაპირველად, დაავადების დასაწყისში კბილის მაგარი ქსოვილების მცირე დამაკარგი პაციენტებისთვის შეუმჩნეველია, მოგვიანებით როდესაც გაშიშვლებული დენტინის ფენა საკვების იერი პიგმენტებით ფერს შეიცვლის ესთეტიკურად მიუღებელი ხდება.

კბილის მაგარი ქსოვილების ეროზის დიაგნოზის დასმა რთულია, პაციენტის გამოკვლევის დროს აუცილებელია გატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი სოლისებ დეფექტთან, ყელის კარიესთან და კბილის ნეკროზთან, ამასთანავე სწორი მკურნალობის გეგმის შესადგენად საჭიროა არსებული ფონური დაავადების გამოვლენა. და თუ ასეთი აღმოჩნდა, მაშინ სამკურნალო ღონისძიებები სტომატოლოგმა უნდა დაგეგმოს მედიცინის სხვა სპეციალისტებთან ერთად.

სტომატოლოგიური ღინისძიებები უნდა მოიცავდეს : კომპლექსურ მარემინერალიზებელ თერაპიას, ვიტამინების კომპლექსის დანიშვნას, კბილების სწორი წმენდის ტექნიკის სწავლებას. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განსაზღვრავს ეროზიის კლინიკური გამოვლინების ხარისხი.

დაავადების აქტიური მიმდინარეობის შემთხვევაში ტარდება კომპლექსური მკურნალობის ორი კურსი 2-3თვის ინტერვალით, მკურნალობის სასურველი დადებითი შედეგის მიღების შემდეგ შესაძლებელი ხდება დაზიანებული უბნების დაბჟენა, მინაიონომერულ ცემენტით ან კომპოზიციური მასალით.

სტაბილური ფორმის მკურნალობა შეიძლება შემოიფარგვლოს ერთიანი კურსით, შემდეგ ჩვენების მიხედვით დაიბჟინოს.

ეროზიის
ორივე ფორმის ზედაპირის დაზიანების დროს სწორედ შერჩეული კონსერვატიული მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა, დეფექტის ადგილი ხდება გლუვი, სადა, ძნელად შესამჩნევი.


0
281
1-ს მოსწონს
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0