x
მეტი
  • 13.07.2020
  • სტატია:101475
  • ვიდეო:346694
  • სურათი:465387
15 ივლისამდე შეზღუდვების დაწესება არ ნიშნავს იმას,რომ საზოგადოებრივი ტრანპორტი მანამდე არ აღდგება

image

რამდენიმე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ავრცელებს ინ­ფორ­მა­ციას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ თითქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა 15 ივ­ლი­სამ­დე არ აღ­დგე­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.


საქართველოს მთავრობის ახალი, 23 მაისის დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დამტკიცდა "ახალი რეგულაციები იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ", რომელიც გაგრძელდება 15 ივლისამდე და შეეხება ზო­გა­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბს, მათ შორის საჰაერო თუ სარკინგზო მი­მოს­ვლას, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სს, კულ­ტუ­რუ­ლ და სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვას, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ადგილებს, სემინარებს, ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბას და სხვა სფეროებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს შეზღუდვა აუცილებლად 15 ივლისამდე იმოქმედებს, ისევე, როგორც კომენდატის საათის პირობებში, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.


"სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მსჯე­ლობს ცალ­კე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ზე. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც კი გა­და­წყდე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნა, ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა დად­გე­ნი­ლე­ბა­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ნე­ბის­მი­ერ დროს" - აცხა­დე­ბენ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.ასე, რომ ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა, შე­საძ­ლოა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­შიც აღ­დგეს.

1
116
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
116
  
27 მაისი, 15:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1