x
მეტი
  • 02.06.2020
  • სტატია:100971
  • ვიდეო:346220
  • სურათი:464476
გოდების კედლის ქვეშ საიდუმლო ოთახები აღმოაჩინეს (ფოტოები და ვიდეო)
წყარო: Israel Antiquities Authority
ახლახანს არქეოლოგებმა რამდენიმე მიწისქვეშა ოთახი აღმოაჩინეს იერუსალიმში, გოდების კედელთან, იუწყება Times of Israel.

მიწისქვეშა კომპლექსი თეთრი მოზაიკის იატაკის ქვეშ "იმალებოდა". სამი ოთახი ორ, ერთმანეთთან კიბით დაკავშირებულ დონეზე იყო განლაგებული. ჯერჯერობით მეცნიერებისთვის უცნობია მათი დანიშნულება.


«ეს უნიკალური აღმოჩენაა. მიწისქვეშა სათავსოები გოდების კედელთან აქმდე არავის აღმოუჩენია», — ნათქვამია ისრაელის სიძველეების სამმართველოს განცხადებაში.


ორი ათასი წლის წინათაც, როგორც ახლა, იერუსალიმში შენობები ძირითადად კირქვისაგან შენდებოდა. ამიტომ ბოლომდე გაურკვეველია, თუ რაში დასჭირდათ დიდი ოთახების სალ კლდეში, მიწის ქვეშ გამოკვეთა, უკვირთ არქეოლოგებს.


შეიძლება ოთახები გამოიყენებოდა როგორც თავშესაფარი, ან კიდევ საგანძურის დასამალად.


წყარო: Israel Antiquities Authority
0
457
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0