x
ანტიკვარი-სახელად ქალი

ქალი-ეს, ხომ იდუმალებით მოცული არსებაა.მთელი საიდუმლო და ვნებათაღელვა მისი სულიერი მდგომარეობაა.იყო, ჯადოქარი და ხელთ გქონდეს ჯადოსნური ჯოხი, ისეთი რომელიც ზღაპრებსა თუ მულტფილმებში კეთილ, ბრჭყვიალა ფერიებს აქვთ.მხოლოდ ერთი ჯოხის გაქნევა და სურვილი შესრულებულია, შავად შეღებილი სამყარო უეცრად ბრჭყვიალა ხდება და ყველა ფერი იწყებს ციმციმს.ასეა, მოულოდნელი სიურპრიზი რომელის ბნელი მხარეც წამში ნათდება და აღარაფერი რჩება იდუმალი, აღარც ერთი ნათურაა ჩამქრალი რადგან ყველა ანთია და თავისებურ სინათლის ძალას გამოსცემს.ასეა, ქალიც.ყველა ქალი თავისებურია, განსხვავებულია გინდ ბუნებით და გინდ ხასიათით, ქცევებით.ქვეყნად ერფეროვანი ადამიანები არ არსებობენ, არსებობს მრავალფეროვნება და იქ სადაც ფერადოვნებაა არ არსებობს ერთფეროვნება.ის, წამიერად ქრება, იკარგება, ყვითლდება, შემდეგ ცვდება და ფერსაც კარგავს ხდება უფერული ბოლოს კი თვალი ვეღარ ამჩნევს უხილავია.რამდენნაირი ქალი არსებობს არა? ყველას თავის სიამაყე, ღირსება, სიძლიერე და ქალურობა გააჩნიათ.თავისი მინუს პლიუსებით, კარგი თუ ცუდი, სწორი თუ არასწორი საქციელებით ავსებენ ამ ცხოვრებას და სძენენ ხიბლს.იმ ხიბლს რომელსაც მხოლოდ ქალს შეუძლია, მხოლოდ ქალი თუ შექმნის ისეთს რაც არასდროს დაგავიწყდება, ისეთ რამეს რაც არასდროს დაძველდება, ისეთს რაც მუდამ იარსებებს, ყველას თავს დაამახსოვრებს, ღირებული, გამოსაყენებელი, ძვირფასი იქნება როგორც ანტიკვარიატი ნივთი და თვით ქალი ანტიკვარი არ არის რომელსაც გაფრთხილება და მოვლა უნდა? მტვერს თუ არ გადაუსვამ, ძვირფას ნივთს ის თავის ხიბლს დაკარგავს, ასეა ქალიც ზედმეტ ბუსუსებს თუ არ კრავ ხელს ისეთი შთამბეჭდავი აღარ იქნება როგორიც მაგალითად ადრე იყო.ქალი და მისი ეგო, ქალი და მისი სიამაყე, ქალი და მისი სიძლიერე, მისი ბობოქრობა...ოოჰჰ, ძლიერი დარტყმა...ძლიერი ტალღა, ეს, ქალის შექმნილია მან ქნა, მან გააკეთა თავისი ხელებით და ეს, მას გამოუვიდა.მან, შეძლო და მიაღწია.ის, ხომ ყველაზე ძლიერია, რადგან ის ქალია.ის, ყოვლიშემძლეა, არავინ თქვას, რომ ქალი ყველაზე სუსტი არსებაა ამ ქვეყანაზე.პირიქით, ის ყველაზე ძლიერი და ღირებულია ამ სამყაროში.ქალის გარეშე ისეთი სავსე ვერ იქნებოდა ეს ქვეყანა და აზრიც არ ექნებოდა არსებობას თუ ცხოვრებას რადგან თვით ქალია სიძლიერე, მიწა და განხეთქილება.ქალი ის ანტიკვარია რომელიც როგორც ვთქვი არასდროს მოძველდება, იგივე სახე დარჩება, შინაგამადაც ისეთივე იქნება მხოლოდ ერთი რამაა უნდა გაუფრთხილდე.თუ, ის გატყდა ან გაიბზარა მაშინ დიადი ანტიკვარი ხელიდან გაგიშვია და მას ვეღარასდროს დაიბრუნებ.ირწმუნეთ ის, რომ მრავალფეროვნება ამ ცხოვრებაშია, ცხოვრება კი image
ადამიანებში.

პ.ს ფოტოს ავტორი-ზაქარია ჭელიძე

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0