x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103615
  • ვიდეო:347809
  • სურათი:467988
ფროიდი
ფროიდი

ევრ ადამიანს სწამს, რომ თანამედროვე ფსიქოლოგიას ფროიდმა ჩაუყარა საფუძველი.მან განავითარა ახალი გზები პიროვნების შესწავლის საქმეში.ზოგიერთები ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ბევრს სჯერა რომ ის გენიოსი იყო.

იგმუნდ ფროიდი დაიბადა 1856 წელს მორავიაში, რომმელიც დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია.ოთხი წლის ასაკში მისი ოჯახი ვენაში გადავიდა.ის ყველაზე დიდი იყო, დედამისის რვა შვილს შორის და ყველაზე საყვარელიც.ზიგმუნდს უყვარდა კითხვა და ყოველთვის საუკეთესო იყო კლასში.არანაირი ინტერესი არ გააჩნდა სპორტისა თუ სხვა საგარეო აქტივობების მიმართ, გარდა სეირნობისა.მისი ოჯახის სახლში მხოლოდ ოთხი საძინებელი იყო, თუმცა დედამისმა მას თავისი საკუთარი ოთახი გამოუყო, ასე რომ შეეძლო სიმშვიდეში ემეცადინა.იგი იშვიათად უერთდებოდა ოჯახს სადილპბისას, ამის მაგიბრად ის მარტო მირთმევდა თავის საძინებელში საყვარელი წიგნების გარემოცვაში.

იგმუნდს თავდაპირველად სამართლის შესწავლა სურდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა რომ მედიცინა ესწავლა.1873 წელს ჩაირიცხა ვენის უნივერსიტეტში.სტუდენტობის პირველი დღეები რთული იყო, რადგან დისკრიმინაციას განიცდიდა კლასელებისგან, თავისი აღმმსარებლობის გამო, ის ებრაელი იყო.ამან ფროიდი კიდევ უფრო გააძლიერა, რომ ეჩვენებინა შესაძლებლობების მაქსიმუმი.მას უყვარდა ლაბორატორიაში მუშაობა და პაციენტების მკურნალობაზე მეტ დროს მედიცინის სამეცნიერო ნაწილს უთმობდა.ფაქტობრივად, ორი წელი ზედმეტად გაატარა უნივერსიტეტში, რადგან ჩვეულებრივ სწავლის დრო ლაბორატორიაში მუშაობას დაუმო.სურდა გამხდარიყო ცნობილი მეცნიერის ასისტენტი, თუმცა აქაც დიკრიმინაციამ იჩინა თავი.


ფროიდმა სამედიცინო ხარისხი 1881 წელს მიიღო.შემდეგი რადმენიმე, წელი კი კვლავ ლაბოლატორიაში მუშაობას დაუთმო.ამ დროისათვის შეუყვარდა ახალგაზრდა ქალი სახელად, მართა ბირნეისი და მასზე დაინიშნა.ფროიდი ლაბორატორიაში დიდ თანხას ვერ გამოიმუშავებდა, ამიტომ ვენის მთავარ ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა.იგი რამდენიმე დეპარტამენტში მუშაობდა, მათ შორის, ფსიქიატრიულში.აქ შეისწავლა ნერვული სისტემა და მენტალური დაავადებები.ფროდი დაინტერესებული იყო ადამიანის გონებით.რამდენიმე თვეში ის კლინიკაში, პარიზში გაემგზავრა, რათა ამ დარგის წამყვანი სპეციალისტისგან ესწავლა ადამიანის ფსიქოლოგია.ოთხი თვის შემდეგ მიხვდა, რომ მართა ძალიან ენატრებოდა და ამიტომ დაბრუნდა ვენაში.ისინი რამდენიმე კვირაში დაქორწინდნენ და შექმნეს ექვს შვილიანი ოჯახი.

ორწინების შემდეგ ფროიდმა გახსნა საკუთარი ფსიქიატრიული კლინიკა.მუშაობდა ძლიერ დეპრესიულ და უცნაური ქცევების მქონე ადამიანებთან.თავდაპირველად იყენებდა ჰიპნოზს, ტექნიკას, რომელიც პარიზში შეისწავლა.ჰიპნოზის ქვეშ პაციენტებს, შესაძლოა გაეხსენებინათ პრობელემის გამომწვევი მიზეზები.ბევრი ექიმი წინააღმდეგებოდა ჰიპნოზის გამოყენებას, თუმცა ფროიდი მაინც განაგრძობდა მუშაობას.

ამ დროს ფროიდმა დაიწყო პაციენტების განსხვავებული მოპყრობით მკურნალობა, რასაცფსიქოანალიზიჰქვია.ფსიქოანალიზი იყენებდა განსხვავებულ მეთოდებს ადამიანის დასახმარებლად.ერთ-ერთი მეთგანი იყო შემდეგი, ფროიდი ეუბნებოდა პაციენტებს ელაპარაკათ იმის შესახებ რაზეც სურდათ და ხშირად ეს ყველაფერი საათობით გრძელდებოდა.თავიდან ვერ იხსენედნენ რამ გამოიწვია დეპრესია, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მათი მოგონებები ბრუნდებოდნენ და ცხადად წარმოუდგებოდათ თვალწინ.თავიანთი გამოცდილებების შესახებ საუბარი და პრობლემეის გამომწვევი მიზეზების გაანალიზება, ბევრ პაციენტს ეხმარებოდა, რომ თავი ეგრძნოთ კარგად.ფროიდს სჯეროდა, რომ ხშირად ადმიანებმდა არ იციან რის გამო არიან განაწყენებულები ან დეპრესიულები.

იგმუნდმა დაიწყო მუშაობა სიზმრებზე.ის ფიქრობდა, რომ ადმიანის უცნაური ქცევა უკავშირდებოდა წარსულ წუხილს, შიშსა და სურვილებს, რომელიც ხშირად გამოჩნდება ხოლმე სიზმარში.პაციენტების სიზმრების მოსმენის შემდეგ მას შეეძლო გაეგო, თუ რა აწუხებდა მათ.1910 წელს ფროიდმა დაწერა წიგნისიზმრების ინტერპრეტაცია”, რომელიც განმარტავდა ესა თუ ის სიზმარი რისი მანიშნებელია.ბევრი ადმაინი შოკირებული იყო წაკითხულით.

ოდესაც ფროიდის შესახებ ახალი ამბავი გავრცელდა ხალხი მას მატყუარას ეძახდა.ფროიდი ძალიან ჯიუტი იყო , ამიტომ აიგნორებდა ადამიანებს, ვინც მას აკრიტიკებდა და განაგრძობდა საქმის კეთებას.იგი აქვეყნებდა ახაკ ნაშრომებს.ზოგიერთმა ქვეყანა აკრძალა მისი წიგნები და რელიგიების გარკვეულმა ნაწილმა დასწყევლა კიდეც.თუმცა პატივსაცემი ფსიქიატების ჯგუფი მთელი მსოფლიოდა თაყვანს სცემდნენ მას.

ირად ცხოვრებას რაც შეეხება, ფროიდი მოსიყვარულე მამა და ქმარი იყო.უყვარდა შვილებთან ერთად სეირნობა, ყვავილებისა და სოკოს კრეფა.მას ასევე მოსწონდა ყოველ კვირას თავის მეგობრებთან ერთად კარტის თამაში.ფროდი დაინტერესებული იყო არქეოლოგიით და აგროვებდა ეგვიპტურ თუ ბერძნულ ანტიკვარულ ნივთებს.არ მოსწონდა ტელეფონი და ძალიან იშვიათად უსმენდა რადიოს.სძულდა წიწილები, ბოსტნეული და ყვავილოვანი კომბოსტო, თუ ეს პროდუქტები ეწყო, ის სუფრასთან არ ჯდებოდა.ასევე ეშინოდა მატარებლისა და გაშლილი სივრცის.საშუალო სიმმაღლის, შავთმიანი, თხელი წვერის მატარებელი კაცო იყო.მოსწონდა შავი ჰალსტუხისა და შავი ქუდის ტარება.ეწეოდა ოც ღერ სიგარას დღეში.სამწუხაროდ, ფროიდს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, პირის ღრუს სიმსივნე და ოცდაათი ოპერაცია ჩაუტარდა.ექიმებს მოუხდათ რომ მისი ენის გარკვეული ნაწილი მოეკვეთათ, ამის შემდეგ მას საუბარი უჭირდა.

1938 წელს გერმანული არმია შეიჭრა ავსტრიაში.იწყებოდა მეორე მსფოლიო ომი და მილიონობით ებრაელისთვის ცხოვრება რთულდებოდა.არმიამ საჯაროდ დაწვა მეცნიერის ძალიან ბევრი წიგნი.ასევე დაანგრიეს ის რედაქცია, რომელიც ზიგმუნდის ნაშრომებს ბეჭდავდა.ერთ დღეს, როცა ჰოსპიტალიდან სახლში ბრუნდებოდა, გერმანიის საიდუმლო პოლიციამ დააპატიმრა.წაართვეს ფული, სახლი და მიწები.ფროიდს სასწაული სჭირდებოდა, რომ გადარჩენილიყო.სასწაულიც მოხდა, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა გერმანელებს მისი გათავისუფლება სთხოვა.ისინიც დათანხმდნენ, ოღონდ 20 000 გირვანქის სანაცვლოდ.საბერძნეთის პრინცესამ, რომელიც ერთ დროს ფროიდის პაციენტი იყო ეს ფული გადაიხადა.ზიგმუნდს მოუწია წერილი დაწერა, სადაც ამბობს, რომ გერმანული არმია კარგად ეპყრობოდა, ასევე დაამატამე შემიძლია გესტაფოს ყველაზე თბილი რეკომენდაცია გავუწიო”.1938 წლის 4 ივნისს ფორიდი და მისი ოჯახი, ლონდონის მახლობლად პატარა ქალაქში დასახლდნენ.თხუთმეტი თვის შემდეგ 1939 წლის სექტემბერში ფროიდი გარდაიცვალა 83 წლის ასაკში.

0
206
შეფასება არ არის
ავტორი:თემურ თუთარაშვილი
თემურ თუთარაშვილი
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0