x
აშშ-ს დაგვიანებული რეაქცია კოვიდ-19-ზე
image


2016 წელს, პრეზიდენტმა ობამამ, ებოლას ეპიდემიასა და H1N1 ეპიდემიაზე საპასაუხოდ, პრეზიდენტის ბრძანებულება #13747-ით, შექმნა პანდემიებსა და ეპიდემიების პრევენციის ჯგუფი.

„ჩვენ ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ვირუსი გამოვავლინოთ რაც შეიძლება მალე და მოვახდინოთ მისი ლიკვიდირება, არა მარტო აქ, აშშ-ში არამედ, გლობალურად მთელს მსოფლიოში“ - პრეზიდენტი ობამა ეპიდემიების პრევენციის ჯგუფის წარდგენაზე.

2018 წელს, პრეზიდენტმა ტრამპმა დაითხოვა მთლიანი ეპიდემიის პრევენციის ჯგუფი და ეს ქმედება პრესკონფერენციაზე შემდეგნაირად ახსნა -


„მე ბიზნესმენი ვარ. არ მომწონს რომ მყავს ათასი ხალხი გარშემო როდესაც არ მჭირდება ისინი“ - პრეზიდენტი ტრამპი 27 თებერვლის თეთრი სახლის პრესკონფერენციაზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, 2020 წლის 3 იანვრისათვის უკვე ინფორმირებული იყო სი აი ეის მიერ, ჩინეთში სახიფათო ვირუსის არსებობაზე, რომელიც საშუალოდ 100 მილიონ ამერიკელს დააინფიცირებდა და გამოიწვევდა 1-2 მილიონი ადამიანის სიკვდილს. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, არც პრეზიდენტს და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წევრს ამ ინფორმაციისათვის ყურადღება არ მიუქცევია.

8 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და დაავადების კონტროლის ცენტრმა პირველად გამოსცა რეკომენდაციები ტურისტებისათვის ახალ კორონავირუსზე.

9 იანვარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც გამოსცა თავისი პირველი რეკომენდაციები. ასევე იმ ღამეს პრეზიდენტი ტრამპი ამომრჩეველთან მართავდა შეხვედრას ოჰაიოში.

10 იანვარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაზაციამ მსოფლიოს გაუგზავნა სპეციალური ტესტები რომ სწრაფად დაედგინათ და გამოევლინათ კოვიდ-19-ის შემთხვევები.

18 იანვარს აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრმა, ალექს აზარმა დაურეკა პრეზიდენტ ტრამპს და კოვიდ-19 ის ვითარება საგანგაშოდ შეაფასა, მაგრამ პრეზიდენტმა მას პანიკიორი უწოდა და ტელეფონი სწრაფად გაუთიშა.

20 იანვარს, აშშ-ში დადასტურდა პირველი კორონავირუსის შემთხვევა. ასევე ამავა დღეს დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამხრეთ კორეაშიც. ამ ორი ქვეყნის რეაქცია კორონავირუსზე, ერთმანეთისგან საკმაოდ გაანსხვავებული იყო. ორ კვირაში სამხრეთ კორეამ დაიწყო მოსახლეობის აგრესიული ტესტირება, რომელმაც საშუალება მისცა ეპიდემიოლოგებს სწრაფად გამოევლინა კორონავირუსის ახალი შემთხვევები. სწორედ ამიტომ სამხრეთ კორეას მაისის ბოლოს ყავს 250-ზე ნაკლები გარდაცვლილი, ხოლო აშშ-ს 65 000 -ზე მეტი.

22 იანვარს პრეზიდენტ ტრამპმა ენ ბი სისთვის მიცემულ ინტერვიუში დავასში თქვა რომ არ იყო ვითარებით აღელვებული და ეპიდემია კონტროლის ქვეშ ჰყავდათ აყვანილი. მან თქვა, რომ ეს ერთი შემთხვევა იყო ჩინეთიდან ჩამოსული პიროვნება და ყველაფერი კარგად იქნებოდა.

23 იანვარს, ჩინეთმა სრულ კარანტინში მოათავსა ქალაქი უჰანი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამართა საერთაშორისო პრეს კონფერენცია და სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შამერმა მიმართა პრეზიდენტს რომ გამოეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა. პრეზიდენტმა არ გამოაცხადა საგანაგებო მდგომარეობა და ტვიტერზე დაპოსტა რომ ჩინეთს კორონავირუსი სრული კონტროლის ქვეშ ჰყავდა აყვანილი და შეერთებული შტატები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებდა ჩინეთს და მადლობას უხდიდა პრეზიდენტ სი ძინპანს.

image

27 იანვარს, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ტრამპს მიმართა ოფიციალური წერილით და სთხოვა რომ ვითარებას სერიოზულად მოჰკიდებოდა და მოეხდინა სერიოზული რეაგირება.

28 იანვარს, დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ელიზაბეთ ვარენმა გაასაჯაროვა მისი კორონავირუსზე რეაგირების გეგმა. იმ ღამეს პრეზიდენტი ტრამპი ნიუ ჯერსიში ხვდებოდა ამომრჩეველს.

29 იანვარს პრეზიდენტის ვაჭრობისა და ფინანსების საკითხის მრჩეველმა, პიტერ ნავარომ თეთრ სახლს გაუგზავნა სასწრაფო მემორანდუმი და მხოლოდ მაშინ შეიქმნა კორონავირუსის საკოორდინაციო საბჭო.

30 იანვარს ჩინეთმა კარანტინში მოაქცია მთელი ჰუბეის პროვინცია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი გამოცხადა საერთაშორისი ჯადაცვის საგანაგებო მდგომარეობა. იმ ღამეს პრეზიდენტი ტრამპი ამომრჩეველს ხვდებოდა აიოვას შტატში.

2 თებერვალს პრეზიდენტმა ტრამპა შეაჩერა ავია მიმოსვლა ჩინეთთან. ამ დროს უკვე 39 ქვეყანას ჰქონდა შეჩერებული ავიამიმოსვლა ჩინეთთან. და უფრო ბევრ ქვეყანას ჰქონდა მკაცრი აკრძალვები შემოღებული. ამ პერიოდში კი იანვრიდან 2 თებერვლამდე 430 000 ადამიანი ჩამოვიდა ჩინეთიდან აშშ-ში. ხოლო 44 ათასი აკრძალვის შემდეგ ჩარტერული რეისებით.

3 თებერვალს მსოფლიო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეადგინა კორონავირუსზე საპასუხო გეგმა.

5 თებერვალს ჯანადაცვის მინისტრამ აზარმა, პრეზიდენტ ტრამპს შესთავაზა რომ გამოეყოთ 4 მილიარდი დოლარი ვირუსთან საბრძოლველად. პრეზიდენტმა ტრამპი კი უარყო და უყვირა მას.

6 თებერვალს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გააგზავნა კოვიდ-19-ის ტესტები. მაგრამ აშშ-მს არ მიიღო ისინი, და პრეზიდენტმა ტრამპა გადაწყვიტა რომ თვითონ ეწარმოებინათ ისინი. ამ დროს დაავადებების კონტროლის ცენტრმა დაამზადა 90 სწრაფი ტესტი, რომელმაც არ იმუშავა.

10 თებერვალს პრეზიდენტმა ტრამპმა დაავადებების კონტროლის ცენტრს ბიუჯეტი 16%-ით შეუმცირა. იმავე დღეს მან თქვა: „დაავადებების კონტროლის ცენტრი საკმაოდ ძლიერად მუშაობს ვირუსზე. ისე, ხომ იცით, თეორიულად, აპრილში როდესაც დათბება, ვირუსი უბრალოდ წავა“.

14 თებერვალს პრეზიდენტმა ტრამპმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დააბრალა კოვიდ-19-ს ეპიდემიაზე ჩაშლილი გლობალური საპასუხო რეაქცია.

15 თებერვალს პრეზიდენტი ტრამპი გოლფის სათამაშოდ წავიდა.

19 თებერვალს პრეზიდენტი ტრამპი ამომრჩეველს შეხვდა არიზონაში.

20 თებერვალს პრეზიდენტი ტრამპი ამომრჩეველს შეხვდა კოლორადოში.

23 თებერვალს პიტერ ნავარომ კიდევ ერთხელ გააფრთხილა თეთრი სახლი კორონავირუსის საგანგებო მდგომარეობაზე.

24 თებერვალს პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესს სთხოვა დამატებით თანხების მოძიების შესახებ კოვიდ-19-ის გამო. მაგრამ იმავე დღეს მან ტვიტერზე დაპოსტა: „კორონავირუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში კონტროლის ქვეშაა აყვანილი. დაავადების კონტროლის ცენტრი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ერთად საკამოდ კარგად და ჭკვიანურად მუშაობენ“.

image

26 თებერვალს მან პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ კორონავირუსი არის ჩვეულებრივი ვირუსი და შესაბამისად სულ 15 დაავადებული მალე გამოჯანმრთელდებოდა და ეს რიცხვი 0-ამდე დაეცემოდა.

27 თებერვალს კი პრეზიდენტმა ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ კორონავირუსი ერთ დღეს უბრალოდ გაუჩინარდებოდა.

28 თებერვალს პრეზიდენტმა ტრამპა ამომრჩეველთან შეხვედრისას სამხრეთ კაროლინაში თქვა რომ დემოკრატები კორონავირუსის საკითხის პოლიტიზირებას ახდენენ, ვითარებას ძალით აუარესებდნენ და ეს მათი მორიგი ტყუილი იყო.

29 თებერვალს დაფიქსირდა პირველი გარდაცვალების შემთხვევა აშშ-ში. იმავე დღეს ვაშინგტონის შტატმა გამოცხადა საგანგებო მდგომარეობა.

4 მარტს პრეზიდენტმა ტრამპა ფოქს ნიუსთან სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა რომ პრობლემა არ იქნებოდა ხალხს ეპიდემიის პერიოდში ემუშავა. მან ასევე თქვა „იცით, ჩვენ უამრავი ადამიანი გვყავს რომელიც ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა და ეს ჩვეულებრივად ხდებოდა როდესაც ისინი დადიოდნენ და მუშაობდენენ“

5 მარტს კალიფორნიის, მერილენდის, უტაჰისა და კენტაკის შტატებმა გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. ასევე იმავე დღეს პრეზიდენტი ტრამპი ესტუმრა ჯანმრთელობისა და დაავადებების კონტროლის ცენტრს და განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ ტესტები და ვისაც სურდა ნებისმიერს შეეძლო შეემოწმებინა საკუთარი თავი კოვიდ-19-ზე. მაგრამ სამწუხაროდ ეს ტყუილი აღმოჩნდა. ასევე ტყუილია მაისის თვეშიც.

7 მარტს ნიუ-იორკის შტატმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და პრეზიდენტი ტრამპი წავიდა გოლფის სათამაშოდ.

9 მარტს კი მან ტვიტერზე დაპოსტა: „შარშან ჩვეულებრივი ვირუსისაგან 37 000 ამერიკელი გარდაიცვალა. საშუალოდ კი 70 000 ათასიდან 23 000-ზეა სიკვდილიანობა. არაფერი არ იხურება, ცხოვრება გრძელდება და ამერიკას აქვს მხოლოდ 546 კორონავირუსის დადასტურებული შემთხევევა 22 სიკვდილით. იფიქრეთ ამაზე!“

image

10 მარტს მან ჟურნალისტებთან განაცხადა: „ის წავა. უბრალოდ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ის წავა“.

11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

13 მარტს კი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საბოლოოდ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე.

16 მარტს კი პრეზიდენტმა ტრამპმა დაურეკა შტატების გუბერნატორებს და უთხრა: „რესპირატორები, ვენტილატორები, ყველა საჭირო აღჭურვილობა შეეცადეთ რომ თქვენ თვითონ იშოვოთ“

17 მარტს პრეზიდენტმა საბოლოოდ აღიარა რომ კორონავირუსი პანდემიაა და მან თეთრი სახლის კორონავირუსის საკოორდინაციო საბჭოს პრესკონფერეციაზე განაცხადა რომ მან ყოველთვის იცოდა, რომ ეს იყო ნამდვილი პანდემია, და ეს მან იგრძნო იქამდე სანამ მას პანდემიას უწოდებდნენ.

26 მარტს კი ამერიკის შეერთებული შტატები პირველი ქვეყანა გახდა კორონავირუსის ინიფიცრებულებით სიაში.

ჯანდაცვის ანალიზების უნივერსიტეტმა განაცხდა, რომ შეიძლებოდა 90% გარდაცვლილთა გადარჩენა პრეზიდენტ ტრამპი სპეციალურ გაიდლაინებს რომ მიჰყოლოდა.

დღევანდელი მონაცემებით, აშშ-ს ყავს 1, 64 მილიონზე მეტი დაინფიცირებული, 317 000 განკურნებული და 96 000 გარდაცვლილი ადამიანი.


სტატია არ არის ჩემს მიერ დაწერილი და არის ნათარგმნი. ინფორმაცია ნამდვილი და სანდოა და ყველაფერს აქვს მითითებული წყარო.

1
150
1-ს მოსწონს
ავტორი:ქიმიკოსი
ქიმიკოსი
150
  
ამერიკის დაგვიანებული არა,უფრო ტრამპის დაგვიანებული რეაქცია. ასე ხდება,როცა სულელს ირჩევენ პრეზიდენტად და ამიტომაც გამოდიოდნენ სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავები მის წინააღმდეგ. პანდემიას ამერიკა დაძლევს,მაგრამ იმ არეულობას ვერა.პირველი რასისტი ტრამპია და ზუსტადაც შეიწირავს ეს პროტესტი მაგ კაცს. რამდენჯერ უნდა დადასტურდეს ის ფაქტი,რომ მილიარდელი არ უნდა აირჩიო სათავეში.
0 1 1