x
ასტრონომები პირველად გახდნენ ახალი პლანეტის დაბადების უშუალო მხილველები

image


ევროპული სამხრეთ ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპის საშუალებით მკვლევარებმა პირველად აღმოაჩინეს ახალი პლანეტის ჩამოყალიბების ნიშნები მტვრის და გაზის მკვრივ დისკში ახალგაზრდა ვარსკვლავის AB Aurigae-ს გარშემო.

ღრმა დისკში მათ შენიშნეს ცნობილი სპირალური სტრუქტურის "ხვეული" - პლანეტის ფორმირების ნიშნები.

image

ფოტო, რომელიც აჩვენებს AB Aurigae სისტემას, მარჯვნივ გამოსახულია დისკის შიდა რეგიონი, ნათელი ყვითელი „გრეხილის“ ჩათვლით, რომელიც შემოხაზულია თეთეთრი წრით. „გრეხილი“ ვარსკვლავიდან დაახლოებით იგივე მანძილით არის დაშორებული, როგორც ნეპტუნი მზისგან. ცისფერი წრე წარმოადგენს ორბიტის ზომას. ასტრონომები თვლიან, რომ შესაძლოა მათ აღმოაჩინეს პირველი პირდაპირი მტკიცებულება ახალი პლანეტის დაბადების.

”ათასობით ეგზოპლანეტა არის აღმოჩენილი, მაგრამ ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებიან ისინი”, - თქვა ენტონი ბოკალეტმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას პარიზის ობსერვატორიიდან.

”ჩვენ ძალიან ახალგაზრდა სისტემებს უნდა დავაკვირდეთ, რომ ნამდვილად დავაფიქსიროთ ის მომენტი, როდესაც პლანეტები იქმნება.”

სამწუხაროდ, ისტორიულად ძნელი იყო ამგვარი სურათების გადაღება, რომლებიც საკმაოდ ღრმა სისტემაა იმისთვის, რომ ეპოვათ მათში ახალი პლანეტის დაბადების ნიშნები.

0
483
1-ს მოსწონს
ავტორი:G-ko 159
G-ko 159
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0