x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103614
  • ვიდეო:347809
  • სურათი:467988
მაისის თვის ჭორები ჩვენი ცნობადების ცხოვრებაზე
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.



გთავაზობთ მაისის თვის, ყველაზე გავრცელებულ ჭორებს ჩვენი ცნობადების ცხოვრებიდან.





1. აზალია ბენკსმა რიჰანას პირადი ნომერი სოციალური ქსელით გაასაჯაროვა. image


Twitter- ის საკუთარ გვერდზე რიჰანამ საკმაოდ ხმამაღალი პოსტი დაწერა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს "ამორალური ღორი" უწოდა. როგორც ჩანს, მისმა მსგავსმა მიმართვამ, რომელიც მისი მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტის უპატივცემულობას უსვამდა ხაზს, გააღიზიანა აზალია ბენკსი და შეახსენა მას, რომ ის ბარბადოსული ფესვების მქონე ადამიანია და არ ჰქონდა უფლება ტრამპი მსგავსი სიტყვებით "შეემკო", ვინაიდან კანონი, რომელიც ემიგრანტებს ეხებოდა და რამაც გააღიზიანა რიჰანა, სწორედ რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს იქნა მიღებული. ამრიგად, აზალიამ რირიზე შური ასე იძია, მან რიჰანას ნომერი Instagram-ზე გაასაჯაროვა.






2. პრინც უილიამმა გაგვიმხილა, თუ რატომ არ ატარებს საქორწინო ბეჭედს.

image


საზოგადოებამ, რომელიც სამეფო ცხოვრებას თვალს აქტიურად ადევნებს, შეამჩნია, რომ პრინცი უილიამი საქორწინო ბეჭედს არ ატარებს. როგორც გაირკვა, პრინცს არ ხიბლავს საიუველირო ნივთები და ქეითის მიმართ დიდმა სიყვარულმაც ვერ აიძულა ეტარებინა "ის" თითით. აქვე ითქვა, რომ შეიძლება პრინცს მემკვიდრეობით აქვს ეს "ჩვევა" ვერ შეეგუოს სამკაულს, რადგან მის ბაბუას, ედინბურგის პრინც ფილიპსაც არ უყვარდა ზედმეტი მორთულობები.






3. ჯონი დეპი სოლიდური თანხის ფლანგვაში ამხილეს.

image


მენეჯერებმა მსახიობს სასამართლოში უჩივლეს დიდი რაოდენობით ფულის ფლანგვის გამო. მათ მიერ წარდგენილი საბუთებიდან ირკვევა, რომ დეპი თვეში 30 000 $-ს ხარჯავდა მხოლოდ ღვინოში და 300 000 $-ს დაქირავებულ 40 მოსამსახურე-დმახმარეში. აქვე, დეპმა თვითონ ასესხა მენეჯერებს 560 000 $ და შემდეგ უჩივლა კიდეც და მათ დასდო ბრალი ფინანსურ პრობლემებში.





4. ბექჰემებმა განმეორებით დადეს საქორწინო ფიცი.

image


ერთ-ერთ ინტერვიუში დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ ვიქტორიაზე ხელახლა იქორწინა. წყვილმა პირველად 1999 წელს იქორწინა, თუმცა მეორე ქორწინება, გაცილებით მოკრძალებული იყო, ვიდრე პირველი.






5. ბარაკ ობამას ქალიშვილმა ერთ-ერთ კინოკომპანიაში დაიწყო მუშაობა.

image

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას უფროსი ქალიშვილი, მალია, სტაჟიორია კინოკომპანია The Weinstein Company- ში. იგი მუშაობს პროექტის განყოფილებაში - კითხულობს და ირჩევს სცენარებს შემდგომი წარმოებისთვის. მას საათში 9 დოლარს უხდიან. სტაჟირება გაგრძელდება გაზაფხულის ბოლომდე.






6. ნიკი მინაჟის საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს.

image


მომღერლის სახლი ათას კვადრატულზე მეტია, თუმცა ფართობმა ვერ შეაშინა მძარცველები და მათ სახლის ყველა კუთხიდან წაიღეს ძვირფასეულობა, რამაც ჯამში 200 000 $-ის ღირებულებას შეადგინა. ასევე დააზიანეს ავეჯი, დაჭრეს მომღერლის ტანსაცმელი და დალეწეს მისი სუნამოები და სხვა პირადი ნივთები. სახლში არსებული ვიდეო-კამერების საშუალებით ცდილობენ სამართალდამცავები, რომ მძარცველების ვინაობები დაადგინონ.






7. ივანკა ტრამპმა პირველი ლედის როლი მოირგო.

image


რამდენიმე დღის წინ ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწია აშშ-ს სამხედრო ბაზაზე გამგზავრება, თუმცა მას თან მისი ცოლი მელანია არ ახლდა. კომპანიონობა მამას სწორედ ივანკა ტრამპმა გაუწია, თუმცა როგორც ამბობს მისი ქალიშვილი, სულაც არ აპირებს პირველი ლედის მოვალეობები შეასრულოს, უბრალოდ ცდილობს დაეხმაროს მამას და ამისთვის ის ქმართან ერთად ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად. მელანია ვაჟთან ერთად ნიუ-იორკში იმყოფება.






8. ცნოიბლია თუ რატომ დაშორდნენ სკარლეტ იოჰანსონი და რომენ დორიაკი.

image


ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ცნობილმა მსახიობმა და ფრანგმა ჟურნალისტმა განქორწინება გადაწყვიტა. პრესამ დაადგინა მიზეზი. განქორწინება სკარლეტის მოზღვავებული ტემპერამენტის გამო ხდება. მას სწრაფად უჩნდება მამაკაცის მიმართ ლტოლვა, თუმცა მისი სრული დაკმაყოფილების შემდეგ, კვლავ უქრება და ალბათ ახლის ძიების დრო დგება და ძველთან დაშორებას ამჯობინებს ხოლმე.




0
278
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0