x
მეტი
  • 25.09.2020
  • სტატია:103551
  • ვიდეო:347823
  • სურათი:467899
საცვალში მალავდა - ქალმა 10 წელიწადში 4 მილიონი დოლარის ბრილიანტები მოიპარა
imageრუსეთში დასრულდა სკანდალური სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, უმსხვილესი ალმასის ქარხანა АК Алрос-იდან 300 მილიონი რუბლის ღირებულების(4, 2 მლნ.აშშ$) ბრილიანტის დატაცებასთან დაკავშირებით.


გამოძიების თანახმად, კომპანიის მთავარი სპეციალისტს, ელენა კანუნიკოვას, (Елена Канунникова) 2006- 2019 წლებში, საწყობიდან საცვლებში დამალული გამოჰქონდა ძვირფასი ქვები . ბრალდებულს ჰყავდა 5 თანამზრახველი, რომელთაგანაც ორმა სრულად აღიარა დანაშაული და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

მათი ჩვენების თანახმად, გაირკვა, რომ კანუნიკოვა თანამზრახველისგან იძენდა ე. წ. ტექნიკურ ალმასებს, რომლებიც გამოიყენება ხელსაწყოების დასამზადებლად, დებდა საწყობში, ხოლო სანაცვლოდ საიუველირო ბრილიანტები გამოჰქონდა.

image


ელენა კანუნიკოვა სამართალდამცავებმა 2019 წლის 6 ივნისს დააკავეს, რა დროსაც მის საცვალში 22 მილიონი რუბლის ძვირფასი ქვები აღმოაჩინეს. შემდგომი ჩხრეკის დროს, გამომძიებლებმა ამოიღეს 500 დაუმუშავებელი ბრილიანტი, რომელიც იწონიდა 2000 კარატს, 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 11 ბრილიანტი, 30 ბრილიანტით მოოჭვილი საათი და ნაღდი ფული - 2 მილიონი $ და ნახევარი მილიონი ევრო.

imageკანუნიკოვა და მისი ორი თანამზრახველი თავს დამნაშავედ არ ცნობს. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სტ.4 ნაწ.2 191-ე მუხლით მათ ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ ("განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქურდობა " და "ბუნებრივი ძვირფასი თვლებით უკანონოდ ვაჭრობა").

image

1
1271
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1271
  
22 მაისი, 10:34
დაუმუშავებელი ბრილიანტი ალმასია.ბრილიანტი ყოველთვის დამუშავებულია.
0 1 1