x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მღვდელი,რომელიც მრევლს კორონავირუსისგან ხელის დადებით "კურნავდა",მოკვდა
image


კამერუნელი პასტორი ქალაქ დუალადან, რომელიც აცხადებდა, რომ კორონავირუსის განკურნება შეეძლო, ინფიცირებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Kikio Tolu News-ი.


აღსანიშნავია, რომ მღვდელმა ფრანკლინ ნდიფორმა(Frankline Ndifor)2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყარა.

image


კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ფრანკლინი ინფიცირებულების განკურნებას ხელის დადებით და ლოცვით ცდილობდა. შედეგად, ნდიფორი თავად გახდა ავად, დაეწყო სუნთქვის გაძნელება. პასტორი სამედიცინო დახმარების მიღებიდან 10 წუთში გარდაიცვალა.

image

ფრანკლინ ნდიფორის გარდაცვალების შემდეგ მრევლმა ის წინასწარმეტყველად გამოაცხადა, რის შედეგადაც ბლოკირებული იყო მისი სახლის შესასვლელი, რა დროსაც ისინი ლოცულობდნენ და ელოდებოდნენ პასტორის მკვდრეთით აღდგომას, სამედიცინო მუშაკებთან ერთად ძალოვანი სტურქტურების ჩარევა გახდა საჭირო, რომ მისი გვამი გამოეტანათ სახლიდან.

image

კემერუნის ჯანდაცვის სტრუქტურა მოუწოდებს ყველას, ვისაც კონტაქტი ჰქონდა მღვდელთან, მიაკითხონ საავადმყოფოს ანალიზის ჩასაბარებლად.


შეგახსნებთ, დიდი ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა მღვდელი ჯერალდ გლენი(Gerald Glenn), რომელიც ამბობდა, რომ "ღმერთი უფრო დიდია, ვიდრე ეს ვირუსი".გლენი 5 აპრილის დაინფიცირდა და 11 აპრილს გარდაიცვალა.

0
370
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0