x
image
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
უსაფრთხოების ილუზია - ერთჯერადი ხელთათმანები

აუცილებელია თუ არა ვატაროთ რეზინის ერთჯერადი ხელთათმანები.


image



მსოფლიო პანდემიის დასაძლევად სახელმწიფოები სხვადასხვა გადაუდებელ ზომებს ღებულობენ: კარანტინი, კომენდანტის საათი, გარეთ სეირნობა და დამცავი საშუალებების სავალდებულო ტარება. უკანასკნელი პუნქტი გულისხმობს იმას, რომ სახლიდან გასვლისას აუცილებლად უნდა გეკეთოთ სამედიცინო ნიღაბი და ერთჯერადი ხელთათმანი.


თვითიზოლირება! როგორ გავაკეთოთ ეს? (იხილეთ აქ...)


რა მოვიმარაგოთ? რაციონალური სავაჭრო სია გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის (იხილეთ აქ...)


როგორ გავართოთ და გავერთოთ სახლში ბავშვებთან ერთად (იხილეთ აქ...)

image


ეს უკანასკნელი კი საკმაოდ საკამათო პუნქტია. ხშირად, აუცილებელ დამცავ აღჭურვილობათა ჩამონათვალში ისინი არც კი შედიან. თუმცა, ბევრი მაინც ფიქრობს, რომ დამატებითი დაცვა კარგია.

არის კი ეს სიმართლე? შევეცადოთ გავერკვეთ.





რეზინის ერთჯერადი ხელთათმანები - მკაცრი აუცილებლობაა ექიმებისთვას. თითოეულ პაციენტზე ერთი წყვილი. არსებობს რეკომენდაცია, რომ არ უნდა შეეხოს ხელთათმანიანი ხელით სხვადასხვა ზედაპირებს. ამ შემთხვევაში ის უკვე უსარგებლო ხდება.


image




სამედიცინო ორგანიზაციები თანხმდებიან იმ აზრზე, რომ მოსახლეობისთვის ერთჯერადი ხელთათმანები საერთოდ არ არის საჭირო.


ამისთვის არის მხოლოდ სამი პირობა:


1. თუ მუშაობს პაციენტებთან;

2. ცხოვრობს დაავადებულ ადამიანთან;

3. ეკონტაქტება დაავადებულ ადამიანს.



სხვა შემთხვევაში ხელთათმანები ზედმეტია და აი რატომ:





პირველ რიგში - მას იყენებენ არასწორად, რითაც ისინი სრულიად უსარგებლოები ხდებიან. არ აქვს მნიშვნელობა ვირუსს კანით გადავიტანთ თუ ხელთათმანით.



მეორე რიგში - ინტერნეტში შესაძლოა შეგხვდეთ რჩევები, რომლებიც იუწყებიან, რომ ხელთათმანის ტარება დაგეხმარებათ სახეს არ შეეხოთ დაბინძურებული ხელით. რაც ძალიან, ძალიან საკამათოა. ეს ხომ მაინც თავად ადამიანზეა დამოკიდებული-შეეხება თუ არა სახეს.



image


არიან ადამიანები, რომლებიც უფრო შორს წავიდნენ: ისინი იხდიან ხელთათმანს, ეხებიან სახის კანს და შემდეგ ისევ იცმევენ მას. ასეთ შემთხვევაში ხელთათმანს აბინძურებენ შიგნიდან და კიდევ უფრო უსარგებლოს ხდიან მას.



დასკვნა ასეთია - ხელის ხშირი დაბანა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ხელთათმანის ტარება.





ასევე საჭიროა გახსოვდეთ ერთჯერადი ხელთათმანების გახდის სწორი წესი. ეს წესი ძალიან კარგადაა გაშიფრული მოცემულ სურათზე.



image



ჩვეულებრივ მოქალაქეებს ერთჯერადი ხელთათმანები არ სჭირდებათ. ის მხოლოდ ილუზიას ქმნის უსაფრთხოებისას და რჩება როგორც უსარგებლო ნივთი. ხშირად დაიბანეთ ხელები, დაიცავით თვითიზოლაცია და ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი დასრულდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას.





იხილეთ ასევე:


დაიკეტა სკოლები, ქუჩაში ვერ ისეირნებ, დახურულია გასართობი დაწესებულებები... თუ გყავთ ბავშვები, მალე გაგიჟებაც მოსალოდნელია ამ თვითიზოლაციის გამო! მაგრამ ვინ თქვა, რომ ბავშვებმა სახლში უნდა მოიწყინონ ან მთელი დღე კომპიუტერთან უნდა იჯდნენ? მრავალმა ადამიანმა აღმოაჩინა საკუთარ თავში დაფარული ნიჭი და


პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეპიდემიის ან სტიქიური უბედურების საშიშროებისას მოსახლეობა პანიკაშია და იწყებს ყველაფრის შესყიდვას, რასაც თვალით ხედავს მაღაზიის თაროებზე. მათ შორის, სრულიად არასაჭირო ნივთებისაც. შევეცადეთ შეგვედგინა ოპტიმალური სავაჭრო სია გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის- ისეთი შემთხვევისას, როდე...


კორონავირუსის პანდემიამ ახალი სიტყვები შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. ერთ-ერთი მათგანია - თვითიზოლაცია: კარანტინი სახლში. მრავალ მოქალაქეს მოუწევს თვითიზოლირება იმისთვის, რომ შეანელოს დაავადების გავრცელება, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მოსკოვში კი თვითიზოლაციის რეჟიმის


ცხოვრება- ეპიზოდების და მომენტების არაპროგნოზირებადი ჯაჭვია, რომლებიც არასოდეს განმეორდება, წერს пишет Awareness Act. ერთნი ამჯობინებენ არ გარისკონ, სხვები კი პირიქით, სიამოვნებას ღებულობენ ექსტრემისგან. რაც არ უნდა ეცადოთ ცხოვრება გააკონტროლოთ, ის ადრე თუ გვიან სიურპრიზს მაინც მოგართმევთ. ასეთ მომენტებში მეტი არაფ...


გრძნობები და აზრები გარდაიქმნება ენერგიად, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს კარმასთან - წერს Stiri Actuale. სამწუხაროდ, ადამიანები უფრო ხშირად გადმოსცემენ უარყოფით ემოციებს და იმიტომ, რომ გაცილებით მარტივია, არაფერი მოიმოქმედო და რაც მოხდა, გარემოებებს გადააბრალო, ვიდრე გადაილახო წინააღმდეგობები დადებითი შედეგების მიღებისთვის. დღესღე...





0
377
6-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0