x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103430
  • ვიდეო:347731
  • სურათი:467703
სიზმრები

image
სიზმარი ეს ის იდუმალებით მოცული ფენომენია, რომლის ამოხსნასაც მეცნიერები წლებია ცდილობენ.უამრავი კითხვა გაჩნდა და ამასთან უამრავი თეორიაც დაგროვდე სიზმრების შინაარსების შესახებ.როდის ვხედავთ სიზმარს?რატომ?როგორ? და ა.შ.
ჩვენ სიზმარს ვხედავთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიმყოფებით REM ძილის ფაზაში, ანუ მაშინ როდესაც თვალების მოძრაობის სიხშირე გაზრდილია.სიზმრის შინაარსის ამოხსნა ძალიან გვიჭირს ადამიანებს.საუკუნეების მანძილზე სიზმრები სხვადასხვა კულტურებში განსხვავებულად ინტერპრეტირდებოდა.არჩურის თუ მაიას ტომები, შუმერები, ეგვიპტელები და სხვა ხალხები სიზმარს დიდ დატვირთვას ანიჭებდნენ.ძველად თვლიდნენ, რომ სიზმრებში დამალული იყო მინიშნებები, რომლბიც მომავალს წინასწარმეტყველებდნენ.ადაიანები(შამანები, ქურუმები და ა.შ)რომელთაც შეეძლოთ სიზმრის გაშიფვრა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ საზოგადოებაში.წლების განმავლობაში აზრები სიზმართან დაკავშირებით შეიცვალა და უამრავი ახალი მოსაზრება გაჩნდა ამ თემის შესახებ.
მაგალითად ზიგმუნ ფროიდი თვლიდა, რომ სიზმრები მოიცავენ ჩვენს მიერ განდვენილ სურვილებს (უმეტესად სექსუალურს), დაფარულ აზრებს რომელიც ქვეცნობიერში ილექება.ჩვენ ამ სურვილებს არა პირდაპირ, არამედ ფარულად ვხედავთ.ფროდის აზრით გონებაში არის ე.წ ცენზურა, რომელიც ფარულ, სოციუმისთვის მიუღებელ შინაარს გარდასახავს, ხილულ, მისაღებ შინაარსად.
სიზმრების დედოფალი როზალინ ქართრაითი მიიჩნევდა, რომ სიზმრები არის იმ დაღლის, ემოციებისა და პრობლემების გადმონაშთი, რომელზე ფიქრს ხშირად ვერცკი ვახერხებთ დღის განმავლობაში.ვინაიდან ძილის დროს ადამიანს კვლავ შეუძლია აზროვნება, ჩვენ სიზმრის ნახვისას შეგვიძლია გადავჭრათ ის პრობლემა, რომელიც მთელი დღე გვაწუხებდა.ამ დროს გონება მეტად გახსნილია და სრულიად შეესაძლებელია ეს იმგვარი გზით მოვახერხოთ, რომელსაც მღვიძარე მდგომარეობაში ვერც კი გავიხსნებდით.ამ თეორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია მენდეელევი, რომელმაც ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის სრულყოფა სიზმრის ნახვის შემდეგ შეძლო.
ჰიბსონისა და მაქკარლის მოსაზრებით კი სიზმრები სრულებითაც არ შეიცავენ რაიმე შინაარსს.ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის მოგონებების და წარსული გამოცდილების უშინაარსო სიუჟეტები.მათი აქტივაციის სინთეზის მხედვით ჩვენ სიზმარს ვხედავთ როდესაც, გამოვდივართ 90 წუთიანი NREM ძილის ფაზიდან და შევდივართ 30 წუთიანი REM ძილის ფაზაში.უმეტესწილად სიზმრები გვახსოვს მაშინ, როდესაც REM ძილის ფაზაში ვფხიზლდებით.
კელვინ ჰოლი კი თვლის, რომ სიზმრები საუკეთესო საშუალებაა ჩვენი აზრებისა და ქცევის ასახსნელად.ის სიზმრის შინაარს 5 ნაწილად ყოფს.
1.ცნებები საკუთრი თავის შესახებ, ანუ ჩვენი როლი ჩვენს სიზმრებში.
2.ცნებები სხვა ადამიანსების შესახებ.
3.ცნებები მსოფლიოს ანუ იმის შესახებ რაც ჩვენს გარშემოა.
4.ცნებები იმპულსების, აკრძალვებისა და სასჯელის შესახებ.
5.ცნებები პრობლემებისა და კონფლიტების შესახებ.
არსებობს საინტერესო მოსაზრება _ ადამიანს შეუძლია გაიაზროს, რომ სიზმარშია და მართოს ის(ლუციდური სიზმრები).ამ დროს ჩვენი სხეული ძილის მდგომარეობაშია ხოლო გონება აღიქვამს რეალობას .ამ კონდიციის მისაღწევად არსებობს სპეციალური სავარჯიშოებიც კი, თუმცა ზოგიერთ ადამიანს ეს ნიჭი ბუნებრივად აქვს.
ჩვენი სიზმრები ყოველთვის განსხვავებულია, ხან უაზრო და ქაოტური, ხანასც კი სიუჟეტური და დალაგებული.ამ დროს განცდილი ემოცია, გაღვიძებულსაც მოგვყვება.სიზმარში გადმოცემულია ყველა ჩვენი შიში, მიზანი, სურვილი, ემოცია, მოგონება.საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ შექმნან, გამოიგონონ "პერსონჟი", ჩვენი მისი სახე თუნდაც ერთხელ მაინც უნდა გვქონდეს ნანახი, თუმცა ხშირად გვესიზმრება სრულიად უცხო ადამიანები, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენს გონებაში და ქვეცნობიერში ილექება ყველაფერი, მათ შორის ისეთი დეტალებიც რასაც ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევთ.სიზმარი მხოლოდ 6 წამს გრძელდება.ხშირად ვამბობთ "უცებ აქ გავჩნდი...", "უცებ გაქრა..." სავარაუდოდ ეს სწორედ ამ 6 წამის დამთავრების შემდეგ ხდება თუმცა ჩვენ ხშირად შიინაარსობრივ ბმას ვაკეთებთ და შესაძლოა უამრავ სიზმარს ერთიანად აღვიქვამთ.
ვფიქრობ თეორიების მიუხედავად ყველას სუბიექტური დამოკიდებულება და მიდგომა დარჩება სიზმრების მიმართ, ეს ხომ ის სამყაროა სადაც ყველაფერი შეგვიძლია, ეს ხომ "გონების თეატრია".

0
112
შეფასება არ არის
ავტორი:ელენეგოგოლაძე7
ელენეგოგოლაძე7
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0