x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არქეოლოგებმა აქამდე უცნობი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს
image


მექსიკელმა არქეოლოგებმა იუკატანის ნახევარკუნძულზე, დატბორილი გამოქვაბულის ფსკერზე, უძველესი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს, რომელიც 10 ათასზე მეტი ხნის წინ არსებობდა – ინფორმაციას აღმოჩენის და მასთან დაკავშირებული კვლევის შედეგების შესახებ, გამომცემლობა Geoarcheology ავრცელებს.

აღნიშნულ პროექტს მექსიკის ანთროპოლოგიის და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტი (INAH) ახორციელებს. ხოლო, კვლევამ აჩვენა, რომ გამოქვაბულებში ნაპოვნ არტიფაქტებს, კაცობრიობის ისტორიაში, გარკვეული, კორექტივების შეტანა შეუძლია:


image


აქამდე, მხოლოდ ირიბი მტკიცებულება არსებობდა იმისა, რომ ადამიანები ამერიკის კონტინენტებზე პირველად, 13, 5 ათასი წლის წინ გამოჩნდნენ, როდესაც ბერინგის სრუტემ ზემოთ ამოიწია და მის ადგილზე ბერინგის ყელი გაჩნდა. სწორედ ხმელეთის ვიწრო ზოლმა მისცა ადამიანებს შესაძლებლობა, რომ ევრაზიის კონტინენტიდან, ჯერ ჩრდ. ამერიკაში გადასულიყვნენ, ხოლო, მოგვიანებით, მიგრირება სამხ. ამერიკისკენ გაეგრძელებინათ. ახლა კი, სადაო აღარ არის, რომ «ახალ სამყაროში» ადამიანები ჯერ კიდევ გამყინვარების პერიოდში გამოჩნდნენ.

«ჩვენ პრეისტორიული პერიოდის ქვის იარაღები და ადამიანების მიერ დანთებული 14 კოცონის კვალი აღმოვაჩინეთ, რომელთა შორის ყველაზე ადრეული, ძვ. წ. აღრ. 10750 წლამდე პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო ყველაზე გვიანდელი – ძვ. წ. აღრ. 10250 წელს. რაც, დაახლოებით, ბოლო გამყინვარების დასრულების პერიოდს ემთხვევა», — აღნიშნა მექსიკელმა არქეოლოგმა ლუის ალბერტო ლოპესმა.

მექსიკის ტერიტორიაზე ეს ადამიანის არსებობის ყველაზე უძველესი ფაქტია. ხოლო, არქეოლოგებმა იმის დამტკიცება შეძლეს, რომ ადამიანებს იმ დროს, მხოლოდ ცეცხლის მოპოვება კი არა, მისი გამოყენება გამოქვაბულების ფართო სისტემაში შეეძლოთ.


image


გამოქვაბულებში მასალის შესაგროვებლად, მეცნიერებს 2 წელი დასჭირდათ და კიდევ ერთი – ამ მასალის კამერალურ დამუშავებაზე დაიხარჯა. ლუის ლოპესის თქმით, მექსიკაში, ადამიანის ქმედების შედეგად დატოვილ, აქამდე აღმოჩენილ ნიმუშებს შორის, ადამიანის მიერ «შექმნილი» ნახშირი უძველესია. გარდა ამისა, კვლევის შედეგად ასევე დაადგინეს, რომ ნახშირის წვის ტემპერატურა 600 გრადუსს შეადგენდა, რაც მის ანთროპოლოგიურ წარმოშობაზე მიუთითებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ასეთი კოცონი, გამოქვაბულების მიმდებარე ტერიტორიაზე, 1990 წელს აღმოაჩინეს და ამ ადგილს მეცნიერებმა «უძველესი ადამიანების სახლი» დაარქვეს. ხოლო, არქეოლოგიური კვლევა, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 1998 წ. დაიწყო.


image


რაც შეეხება ახალ აღმოჩენებს, კოცონის კერების უმრავლესობა აკტუნ ჰას გამოქვაბულშია ნაპოვნი. ეს მექსიკის ტერიტორიაზე პირველი დატბორილი გამოქვაბულია, რომელშიც იმის კვალია შემორჩენილი, რომ მას, პრეისტიტიულ პერიოდში, ადამიანები საცხოვრებლად, ან რელიგიური რიტუალების შესასრულებლად იყენებდნენ.

imageimageimage* მეცნიერებმა ძველ ეგვიპტელებს და ინდიელებს შორის კონტაქის კვალს მიაგნეს. მაიას ტომის «ბიბლიური» ჩანაწერები
* მითები და რეალობა ველური დასავლეთის შესახებ
* ოლიანტაიტამბო – მტკიცებულება, რომ წარღვნამდე დედამიწაზე განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა
* 12 000 წლის მიწისქვეშა გვირაბები – უძველესი გზა თურქეთიდან შოტლანდიამდე

* უძველესი ცივილიზაციების წარმოქმნის საიდუმლო


image

0
1221
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0