x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ჩვენი მიზანია დედამიწის მოსახლეობის შემცირება" - ვინ არიან ეკოფაშისტები
image

"გლობალური დათბობა საფრთხეს უქმნის კაცობრიობას, ინდუსტრიული ეკონომიკა ანადგურებს ფლორა-ფაუნის გარკვეულ სახეობებს, კორპორაციებს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვთ და სწორედ ამიტომაც თეთრკანიანები უნდა მოემზადონ რასობრივი ომისთვის."



დაახლოებით ასეთ შეხედულებებს ქადაგებდა ტერორისტი ბრენტონ ტარენტი, რომელმაც ახალი ზელანდიაში, მეჩეთში ადამიანები მასობრივად დახვრიტა და პატრიკ კრუსიუსი, რომელმაც ხოცვა-ჟლეტა მოაწყო შეერთებულ შტატებში.


მაგრამ ისინი მარტონი არ არიან, ვინც ეკოფაშიზმს ეთაყვანებიან- ეს არის მთელი სუბკულტურა, რომლებიც ზუსტად ამ პერიოდში, შედარებით მომრავლდნენ და მტკიცედ დამკვიდრდნენ სოციალურ ქსელში კოროვირუსის გავრცელების შემდეგ, მოძრაობამ მიიღო დამატებითი იმპულსი: მისი მომხრეები სიხარულით ითვლიან COVID-19– ით დაღუპულთა რაოდენობის ზრდას და ელოდებიან "სამყაროს აღსასრულს" და "მეორედ მოსვლას".



"ვაუ ... დედამიწა გამოჯანმრთელდა: ჰაერის დაბინძურება შენელდა, წყალი იწმინდება, ველური ცხოველები ბრუნდებიან. კორონავირუსი არის ვაქცინა დედამიწისთვის. ჩვენ კი ვირუსი ვართ. ”

ეს პოსტი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პუბლიკაცია ინგლისურენოვან Twitter-ზე. მან დააგროვა თითქმის 300 ათასი ლაიქი, 71 ათასი გაზიარება.

image

ამ პოსტს ასობით მსგავსი განცხადებები მოჰყვა: მომხმარებლები სიამოვნებით იღებდნენ ვენეციის არხებში სუფთა წყლის სურათებს და აზიარებდნენ ახალ ამბებს ველური ცხოველების შესახებ, (ძირითადად ყალბი)თუ როგორ მშვიდად და ლაღად გრძნობენ ისინი თავს, როდესაც ხალხი აღარ გამოდის ქუჩაში.


ეს ადამიანების მასობრივი აღტკინება სოციალურ მედიაში შესაძლოა კიდევ ერთი დროებითი ტენდენციაა, მაგრამ ამავდროულად, სინამდვილეში მართლაც არსებობს ორგანიზაციები და მოძრაობები, რომლებიც ეკოლოგიური უსაფრთხოების გამო მოითხოვენ მსოფლიოში მოსახლეობის მნიშვნელოვან შემცირებას.ამ ორგანიზაციას უწოდებენ "ეკოფაშისტებს"

image

ბრიტანელი პოლიტოლოგი როჯერ გრიფინი გამოყოფს "ეკოფაშისტებში" სამ ძირითად მიმართულებას, ესაა:ესაა ფაშიზმი, რელიგია და ბუნება.

"ფაშიზმი განმეორებით იძენს ახალ სახეებს, ბუნებასთან კეთილშობილური კავშირის საბაბით, როგორც ფაშისტური პარტიების წევრების მობილიზაციის საშუალება ულტრანაციონალიზმის საქმეში”-აღნიშნავს გრიფინი.


ნაცისტებისა და ნეო-ნაცისტების პოლიტიკა გარემოსთან მიმართებაში არასოდეს დაშორებულა სოციალური დარვინიზმს, ევგენიკას და ბიოლოგიას. რასობრივი ჰიგიენის მათი კონცეფცია განიხილება, როგორც ადამიანის გენეტიკური ფონდის გაწმენდა, ისევე როგორც ეკოლოგია ასუფთავებს გარემოს, ასევე უნდა გაიწმინდოს სამყარო ადამიანებისგან. ყველაფერი ეს ურთიერთკავშირშია და ხაზგასმულია მათი მნიშვნელობა.

image

ბოლო ხანებში ეკოფაშისტური ორგანიზაციები ძალიან ცოტა იყო. მათგან ყველაზე ცნობილია ლიბერტარიანულ ნაციონალურ სოციალისტური მწვანეთა პარტია. მათი დროშაა, მწვანე ფონზე სვასტიკა, რითაც ხაზს უსვამენ ეკოლოგიისა და ნაციონალური სოციალიზმის სინთეზის მნიშვნელობას.


რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია 2019 წლის მარტის შემდეგ, როდესაც ავსტრალიელი ბრეტონ ტარენტი თავს დაესხა მეჩეთს ახალ ზელანდიაში.

image

პირდაპირ ეთერში ორმოცდაათზე მეტი ადამიანის დახვრეტამდე ტერორისტმა 74 გვერდიანი მანიფესტი გაუგზავნა შვიდი ძირითადი გამოცემის რედაქტორს. მასში მან დეტალურად აღწერა თეთრი რასის ”დიდი ჩანაცვლების” თეორია ემიგრანტების მხრიდან.

მან საკუთარი თავს ეკოფაშისტი უწოდა და ცალკეული ხალხებისთვის ”ეთნიკური და ბუნებრივი ავტონომიების” შექმნას მოითხოვდა.


სადღაც ექვს თვეში, 21 წლის ამერიკელი პატრიკ კრუსიუსი მის კვალს გაჰყვა და ელ პასოში, Walmart-ის ჰიპერმარკეტზე შეტევამდე, გამოაქვეყნა საკუთარი მანიფესტი. დოკუმენტში, რომელიც ტარენტის ტექსტზე გაცილებით ნაკლებად გააზრებული იყო, წერდა, რომ ამერიკული საზოგადოება ძალიან ბევრს მოიხმარს და აწარმოებს, რითაც ზიანს აყენებს ეკოლოგიას და რადგანაც ადამიენებს არ შეუძლიათ ცხოვრების წესის შეცვლა, ისინი უნდა (და საჭიროა) განადგურდნენ.

შედეგად კრუსიუსმა მოკლა 22 ადამიანი, ძირითადად ლათინოამერიკელები.

image



უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკოფაშისტი უდავოდ არის თეოდორ კაზინსკი, მეტსახელად "უნაბომბერი".


ხატად ქცეული ფიგურა მწვანე რადიკალებისთვის და ყველა მიმართულების ანარქისტებისთვის. ნიჭიერი მათემატიკოსი, რომელიც მეცნიერებების დოქტორი გახდა 25 წლის ასაკში, ადრეული ასაკიდანვე მან ჩამოაყალიბა იდეა წინა ინდუსტრიულ ცხოვრებაში დაბრუნების შესახებ. კაჩინსკის აზრით, ტექნოლოგიის განვითარება მოითხოვს საზოგადოების მუდმივ ორგანიზაციას, კონტროლის გაზრდას - და შედეგად, ადამიანის თავისუფლებების გარდაუვლად დაკარგვას.

1978 - 1995 წლებში, იგი ფოსტით უგზავნიდა ბომბებს უნივერსიტეტებსა და ავიაკომპანიებს, რის შედეგადაც გარდაიცვალა 3 ადამიანი და დაშავდა 23.


1995 წელს, კაზინსკიმ გამოაქვეყნა 35000 სიტყვიანი მანიფესტი, სადაც თანამედროვე საზოგადოების პრობლემებზე საუბრობდა. იგი ემუქრებოდა მედიას, მათ შორის "ნიუ-იორკ თაიმსს", რომ მისი ე.წ. "უნაბომბერის მანიფესტის" არ გამოქვეყნების შემთხვევაში მათ ააფეთქებდა. მანიფესტი პირველად 1995 წლის სექტემბერს გამოქვეყნდა, სათაურით "ინდუსტრიალური საზოგადოება და მისი მომავალი".


FBI-ის აგენტებმა კაზინსკი მხოლოდ 1996 წელს დააკავეს, ორი წლის შემდეგ კი სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

image

მოგვიანებით, 2011 წელს ნეო-ნაცისტმა ანდერს ბრეივიკმა, კაზინსკის "იდეები" გამოიყენა და ნორვეგიაში მასობრივი მკვლელობა განახორციელა.


კაჩინსკივით, ბრეივიკი ამჟამად უვადო სასჯელს იხდის.

image

0
1479
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0