x
image
მანჩო 777
გასაოცარი ანამორფული ილუზია სეულში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს
სეულის ქუჩაში დამონტაჟებული გიგანტური ეკრანი გამოიყურება, როგორც უზარმაზარი აკვარიუმი, რომელშიც წყლის ტალღები მოძრაობს. სინამდვილეში ეს მხოლოდ და მხოლოდ ანამორფული გამოსახულებაა, ანუ ოპტიკური ილუზია, საოცრად რეალური და შთამბეჭდავი. მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.



image



ამ საოცრების დამპროექტებელი და შემქმნელი კორეული კომპანია d’strict-ია, რომლის ფუნქციას წარმოადგენს DOOH (Digital out-of-home) ფორმატის ვიზუალური კონტენტის შექმნა. კერძოდ, კომპანია ქმნის DOOH - მედიას, რომელიც განთავსებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, კლუბებში, სტადიონებზე და ასე შემდეგ.



image




კომპანიის უახლესი ქმნილება ანამორფული ილუზია WAVE (ტალღა) განთავსებულ იქნა DOOH COEX K-POP SQUARE-ზე, ყველაზე დიდ სარეკლამო ეკრანზე სეულში. მისი სიგანე 80, 1 მეტრია, ხოლო სიგანე 20, 1 მეტრი.

ნახეთ ვიდეო და დატკბით სამხრეთკორეელი დიზაინერების მიერ შექმნილი ამ გასაოცარი ოპტიკური ილუზიით.





0
842
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
842
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0