x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ გავატაროთ დრო სასიამოვნოდ სახლში მთელმა ოჯახმა - ოჯახური პაკეტი "გუდასგან"
image


დღევანდელი რეალობის ფონზე, როცა, ძირითადი დროის გატარება სახლში გვიწევს, თითოეული დღე მრავალფეროვნებას მოკლებულია. დროის სასიამოვნოდ გატარების სხვადასხვა მეთოდი არსებობს, თუმცა უმრავლესობა, შესაძლოა, უკვე მობეზრებულიც გვაქვს.


აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge და აპლიკაცია "გუდა" კი დიდი ფასდაკლებითა და ხელმისაწვდომ ფასად გვთავაზობთ აუდიოწიგნების ოჯახურ პაკეტს, რომელშიც აუდიოვერსიას ოჯახის თითქმის ყველა წევრისთვის იპოვით. ასე, მაგალითად:


გოდერძი ჩოხელის - "მოთხრობები"



ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული, თვალსაჩინო მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებულში თავმოყრილია 11 მოთხრობა.


ჩაურთეთ პატარას ეს სიკეთით სავსე ამბები, თუნდაც ძილის წინ. ის ამ ხერხით მოსმენის უნარსაც გამოიმუშავებს და სიკეთის, ზნეობის ჰუმანურობისა და მიმტევებლობის და რაც მთავარია, სიყვარულის ფასსაც ისწავლის.


როინ მეტრეველი - "დავით აღმაშენებელი"


ისტორიის მოყვარულებისათვის კი "გუდას" ოჯახურ პაკეტში "ქართველი მეფეების" სერიიდან, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეფის, "დავით აღმაშენებლის" ტომი შედის.


თამაზ ჭილაძე - "აჰა, მიიწურა ზამთარი"


ქართული მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებისათვის კი, უდავოდ, შესანიშნავი იქნება მწერლის, პოეტისა და დრამატურგის თამაზ ჭილაძის რომანი "აჰა, მიიწურა ზამთარი".


ნაპოლეონ ჰილი - "იფიქრე და გამდიდრდი"


მნიშვნელოვანია ბიზნესლიტერატურაც. ნაპოლეონ ჰილმა ნაშრომი „იფიქრე და გამდიდრდი“ თავისივე ცნობილი წიგნის – „წარმატების კანონის“ მიხედვით შექმნა. მასში წარმატებული და მდიდარი ადამიანების გამოცდილება, ნააზრევი თუ რეკომენდაციები საინტერესოდ და დახვეწილი სტილით არის გადმოცემული, ეს წიგნი კარნეგისა და სხვა უდიდესი ადამიანების წარმატების საიდუმლოს გაზიარებთ. მხოლოდ იმას კი არ გასწავლით, რა უნდა მოიმოქმედოთ, არამედ იმასაც, როგორ გააკეთოთ ეს.


აპ­ლი­კა­ცია „გუ­დას“ მეშ­ვე­ო­ბით, შეგ­ვიძ­ლია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა მო­ვის­მი­ნოთ ტაბ­ლე­ტით, კომ­პი­უ­ტე­რი­თა თუ სმარ­ტფო­ნით. აუდიოვერსიები კი ვებგვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით უნდა შე­ვი­ძი­ნოთ.


სპეციალურად შექმნილი ოჯახური პაკეტის შესაძენად, გადადით ბმულზე <<<


იმი­სათ­ვის, რომ ისარ­გებ­ლოთ აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბით, უნდა და­რე­გის­ტრირ­დეთ ვებგ­ვერ­დზე gudabooks.ge და ჩა­მოტვირ­თოთ აპ­ლი­კა­ცია „გუდა“.


დე­ტა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ცია იხი­ლეთ ბმულ­ზე <<<



gudabooks.ge მომხმარებლისათის კიდევ ბევრი სიახლის შეთავაზებას გეგმავს, რის შესახებაც, ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ Facebook გვერ­დზე.

0
8
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0