x
ჯანჯაფილის სასარგებლო თვისებები
image

ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი) არის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. მისი სამშობლოა დასავლეთ ინდოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. იგი ბუნებაში არ იზრდება ველურად. ჯანჯაფილი გაშენებულია იაპონიის, ჩინეთის, დასავლეთ აფრიკის, ბრაზილიის, ინდოეთის, არგენტინის, იამაიკის სუბტროპიკებსა და ტროპიკებში. მისი სასარგებლო თვისებების გამო, ჯანჯაფილი შეიძლება მოვიყვანოთ როგორც ბაღში, ასევე საშინაო პირობებშიც.


ჯანჯაფილს აქვს ვერტიკალურად აღმართული ლერწმის მსგავსი ღეროები, რომელთა სიგრძე აღწევს ერთნახევარ მეტრს. ფესვები ჰგავს ხორციან მომრგვალო ნაჭრებს, ყვითელი ან ნაცრისფერი ფერის. არსებობს ჯანჯაფილის შავი ჯიშიც.


ჯანჯაფილი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, ამის გამო, ჯანჯაფილი გამოიყენება არა მხოლოდ როგორც სანელებელი, არამედ სამკურნალო საშუალებაც. ჯანჯაფილის ფესვი შეიცავს ვიტამინებს (ვიტამინი C, B1, B2), მინერალებს: ალუმინი, კალიუმი, კალციუმი, რკინა, მანგანუმი, ქრომი, ფოსფორი, გერმანიუმი; კაპრილის, ნიკოტინის და ლინოლის მჟავები.



ჯანჯაფილის ფესვის არომატი გამოწვეულია მასში შემავალი ეთერზეთით. ჯანჯაფილის სასარგებლო თვისებები გააჩნიათ მცენარეებს, როგორიცაა გვირილა, პიტნა, წითელი მოცვის ფოთლები. ჯანჯაფილი ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის, თუნდაც დიდი რაოდენობით მოიხმაროთ.


ჯანჯაფილი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის - ქალებში მისი მუდმივი მოხმარების წყალობით, ხდება ტოქსინების გამოდევნა ორგანიზმიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დროს. ის ასევე აუმჯობესებს სახის და კანის სტრუქტურას. თუ, რეგულარულად ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მივიღებთ ჯანჯაფილის ჩაის, გაგვიუმჯობესდება იმუნიტეტი, ასევე რამდენიმე თვის განმავლობაში შეგვიძლია დავიკლოთ წონაში დიდი ძალისხმევის გარეშე. ჯანჯეროლი, სპეციალური ნივთიერება, რომელიც ჯანჯაფილის ფესვის ნაწილია, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ქმნის შიგნიდან დათბობის ეფექტს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას. ასევე დამტკიცებულია, რომ ჯანჯაფილი საკმაოდ ძლიერი ბუნებრივი აფროდიაზია, რომელიც ქალებს ეხმარება, თავი დააღწიონ ფრიგიდულობას.


ჯანჯაფილის სასარგებლო თვისებების გამოყენება


* ჯანჯაფილის ფესვი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საანესთეზიო, ანთების საწინააღმდეგო, შთამნთქმელი, ანტისპაზმური, მასტიმულირებელი, შემახორცებელი, დიაფორიული, სამკურნალო, მატონიზირებელი, ბაქტერიციდული და ანტიბაქტერიული ნივთიერება.


* ჯანჯაფილი ზრდის შინაგანი სხეულის ტემპერატურას, აუმჯობესებს მადის მოქმედებას, ასტიმულირებს კუჭის წვენის წარმოქმნას, აუმჯობესებს კუჭის სეკრეციას, ჯანჯაფილი ეფექტურია სისხლჩაქცევებისთვის, ჯანჯაფილის ფესვი ადვილი მოსანელებელია და იოლად შეიწოვება ორგანიზმში. ჯანჯაფილი ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის.


* ჯანჯაფილის ფესვი სასარგებლოა გაციების, გრიპის, ხველის, ფილტვებში შეშუპების, ყელის ტკივილის დროს, გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება.


* ჯანჯაფილი ამცირებს სისხლში ქოლესტერინს, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს სისხლძარღვებს, ამცირებს არტერიულ წნევას და გამოიყენება ათეროსკლეროზის დროს. ჰიპერტენზიულ პაციენტებისათვის ძალიან სასარგებლოა.


* ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვლის მოქმედებას, გამოიყენება მეტეორიზმის, კუჭნაწლავის დაავადებების, ალერგიის და კანის დაავადებების, ბრონქიალური ასთმის დროს. სახსრების დაავადებების, რევმატიზმის, ართრიტით, შეშუპებით, კუნთების ტკივილით, გონებრივი და ფიზიკური დაღლილობით გამოწვეულ დაავადებების დროს.


* ჯანჯაფილი აუმჯობესებს მეხსიერებას. ათავისუფლებს გულისრევის შეგრძნებისაგან და თავბრუსხვევისგან. ამსუბუქებს პრობლემებს პირის ღრუში.


* ჯანჯაფილი - სასარგებლო ინსტრუმენტია სხეულის სიბერის წინააღმდეგ ბრძოლაში, ის ხელს უწყობს პოტენციის მომატებას, ხელს უწყობს უნაყოფობის მკურნალობას. ეს საუკეთესო წამალია ტოქსინების გასადევნად ორგანიზმიდან.


* ჯანჯაფილი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების ნორმალიზებისთვის და ნაღვლმდენია.


* ჯანჯაფილის ჩაი ეფექტური საშუალებაა მაღალი ქოლესტერინის და სისხლძარღვების ბლოკირების წინააღმდეგ, ასევე ის ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას, ასევე, ანტიოქსიდანტების არსებობის წყალობით, ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელია.


რეცეპტები

1. ჯანჯაფილის ფხვნილი გავაზავოთ ანადუღარ წყალში, ისე რომ მივიღოთ არაჟნის სისქის მასა, გამოიყენეთ მიღებული მალამო კომპრესებისთვის, რევმატიზმის, ოსტეოქონდროზის, თავის ტკივილის, ზურგის ტკივილების დროს. კომპრესებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ გახეხილი ახალი ფესვი.


2. 1 ჩაის კოვზი გახეხილი ახალი ჯანჯაფილის ფესვი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ცოტა მარილი უნდა მიიღოთ ჭამის წინ, მონელებისთვის და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად.


3. მიიღეთ ჯანჯაფილის აბაზანა, კუნთების დაღლილობისათვის. ადუღეთ 2-3 სუფრის კოვზი გახეხილი სუფთა ჯანჯაფილის ფესვი ათი წუთის განმავლობაში 1 ლიტრ წყალში, გაცივებული ჩაასხით აბანოში.


4. 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი, დამატებული ჯანჯაფილის ფხვნილი - მიიღეთ პერორალურად 2-ჯერ დღეში შიგნით გამოსაყენებელი, ბუასილისთვის.


5. ჯანჯაფილის ფესვი გავთალოთ თხელ ნაჭრებად, დავამატოთ წყალი, შემდეგ დავდგათ ნელ ცეცხლზე და დაველოდოთ ადუღებას. ამის შემდეგ გაცივდეს სითხე, ჩავყაროთ მასში თაფლი და ლიმონი. ეს ნაყენი სასარგებლო გავლენას ახდენს ღვიძლის, თირკმელების მოქმედებაზე, წმინდავს კანს, ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას.


ჯანჯაფილის გამოყენების უკუჩვენებები


ორსულობა და ლაქტაცია, მაღალი სიცხე, კანის ანთებითი დაავადებები, სისხლდენა, წყლულები, დივერტიკულიტი, დივერტიკულოზი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სანაღვლე გზების ქვები, ცხელება, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, კუჭის წყლული მწვავე ეტაპზე, ჰეპატიტი, ალერგიის ზოგიერთი ფორმა და ჰიპერტენზია.


ავტორი.ლალი ამაზაშვილი

0
192
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ამაზაშვილი
ლალი ამაზაშვილი
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0