x
image
sofio datunishvili
არ გვაქვს ჭაბურღილი, წყალს ტონობით ვყიდუმობთ, რას ამბობს იმედის გმირებში მონაწილე პანსიონის დამფუძნებელი
image

კახეთში სიღნაღის რაიონის სოფ. ბოდბისხევში მდებარე პანსიონს “თაობათა კერა“ 2 შენობა აქვს, მათგან ერთ-ერთს აქვს წყლის პრობლემა, რაზეც ორგანიზაციის დამფუძნებელი ქალბატონი ქეთვან ლეკვეიშვილი გვესაუბრება, მინდა ავღნიშნო რომ ის იმედის გმირებშიც იყო .

გამარჯობა ქალბატონო ქეთევან, იქნებ მოკლედ მოგვიყვეთ თქვენი პანსიონის პრობლემების შესახებ

მოგესალმებით, ორგანიზაცია არსებობს უკვე 10წელია, ერთ შენობაზე სადაც 24 ბენეფიციარია, მქონდა პროექტი დაწერილი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით. ღვთის წყალობით 2015 წელს შვედეთის განვითარების ფონდმა გაგვიკეთა ჭაბურღილი, რასაც სოფლის მოსახლეობის ნაწილიც იყენებს .


მეორე შენობა არის მოშორებით, სადაც 17 ბენეფიციარი ცხოვრობს, იქ წყალს ვყიდულობთ . 1ტონა წყალი 10ლარი გვიჯდება, რაც ძალიან აისახება პანსიონის ბიუჯეტზე . მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სუფთა წყალი, 17 ადამიანის პირადი ჰიგიენისთვის, სარეცხისა და საკვების მოსამზადებლად ძალიან ბევრი წყალი იხარჯება, თუ ეს პრობლემა მოგვარდება მათი ყოველდღიური ყოფა შემსუბუქდება, რადგან ჩვენი ბენეფიციარების უმრავლესობა ეპილეპტიკია . ასევე დავამატებ იმასაც, რომ გვაქვს დიდი მიწის ნაკვეთი რისი დამუშავებაც სურთ, თუმცა უწყლოობის გამო ამას ვერ ახერხებენ, არ ვიცი რა გავაკეთო ამჯერად ვის მივმართო, მათ ჭაბურღილი სჭირდებათ, იმედი მაქვს ვინმე გამოგვეხმაურება .



image

image

0
202
1-ს მოსწონს
ავტორი:sofio datunishvili
sofio datunishvili
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0