x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
პირის ღრუს ჰიგიენა


imageუძვლესი დროიდან ითვლებოდა რომ ადამიანი ჯანმრთელია მანამ, სანამ ჯანმრთელი აქვს კბილები. პირის ღრუს ჰიგიენა აუცილებელია პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლების თავიდან ასაცილებლათ.

სტომატოლოგიური დაავადებების პორფილაქტიკის ყველაზე ეფექტური მეთოდია ღრძილების, კბილებისა და ლორწოვანი გარსის სწორი წმენდა. პირის ღრუს სწორი მოვლა ხელს უშლის ბაქტერიების წარმოქმნას . ბაქტერიები წარმოქმნიან კბილის ნადებს, რომელიც იწვევს კარიესს, გინგივიტს და მათ მრავალრიცხოვან გართულებებს.

კბილების გაწმენდა აუცილებელია დღეში ორჯერ - დილით და საღამოს, ძილის წინ .კბილების წმენდა უნდა გრძელდებოდეს დაახლოებით 2-3 წუთი.


პირის ღრუს მოვლის საშუალებები



1. კბილის პასტები

2.კბილის ჯაგრისები

3.ენის საწმენდები

4.პირის ღრუს გამაგრილებლები

5.პირის ღრუს გამოსავლებები

6.პროთეზის მოვლის საშუალებები


როგორ უნდა გავიწმინდოთ კბილები სწორად?

image1. ჯაგრისი უნდა დავიჭიროთ კბილის ზედაპირისადმი 45 გრადუსიანი კუთხით, გაწმენდა უნდა დავიწყოთ გახსნილი კბილების მდგომარეობაში.


2.წმენდა უნდა დავიწყოთ ზედა ყბის კბილების ლოყის ზედაპირიდან, 10 მოძრაობა ერთ მხარეს და 10 მოძრაობა მეორე მხარეს .


3.ჰორიზონტალური და გვერდითი მიმართულებით ჯაგრისის მოძრაობით კბილების შიდა ზედაპირის გაწმენდაა საჭირო.


4.ამის შემდეგ საჭიროა შესრულდეს პირიდან გარე მიმართულებით 10-15 მოძრაობა ყოველ მხარეს.


5.იგივე უნდა გავიმეოროთ ქვედა ყბის კბილებისთვის .


6. წინა კბილების გაწმენდისას დაიჭირეთ ჯაგრისი კბილების რიგის მიმართ პერპენდიკულარულად.


7.იმისათვის, რომ მოვაცილოთ მაქსიმალური ბაქტერიების რაოდენობა, ენა 30 წამის განმავლობაში ინდა გავიწმინდოთ .


8. დაასრულეთ კბილების დაწმენდის პროცედურა ზედა და ქვედა ღრძილების მასაჟით, რომელიც ტარდება დახურული კბილების პირობებში ჯაგრისის წრიული მოძრაობით.


კბილის ჯაგრისის ჯაგრულები სასურველია იყოს სინთეტიური, რაზედაც ნაკლებია ბაქტერიებისა და მიკრობების დაგროვების შანსი. გამოყენების შემდეგ ჯაგრისი ირეცხება და თავღია მდგომარეობაში ინახება . ჯაგრისის განახლება ხდება 2-3 თვეში ერთხელ . ასევე არსებობს ელექტრო-ჯაგრისები, იგი თავად ახორციელებს სათანადო მოძრაობებს და მიუდგომელ ადგილებიდანაც იღებს კბილის ნადებს .



კბილების პროფესიული ჰიგიენა


კბილების პროფესიული წმენდა, გულისხმობს ნადების და ქვების მოშორებას კბილების ზედაპირიდან და ღრძილქვეშა ზონიდან.



1. კბილების წმენდა ულტრაბგერით - ეს აპარატი აშორებს რბილ ნადებს, ანუ კვებით საღებავებს, ყოველგვარი ზიანისა და კბილების ტრავმირების გარეშე . პროცედურის შემდეგ კბილები დიდი ხნით ინარჩუნებს სისუფთავეს, სიპრიალეს და სილამაზეს .


2. კბილების წმენდა AIრ- FLOუ სისტემით - სპეციალური გასაპრიალებელი პასტების დახმარებით ხდება კბილის ყველა ზედაპირის პოლირება, რათა თავიდან ავიცილოთ მათზე ნადების მიწებება.


რემთერაპია - პროფესიული წმენდის შემდგომ სასურველია რემინერალიზაციური თერაპიის ჩატარება, ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა ფტორ შემცველი პრეპარატები, კბილის ემალის გასამაგრებლად. პროცედურას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები და პროცედურის ხანდძლივობა შეადგენს 40 წუთი.


პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა საჭიროა პირველი კბილის ამოჭრისთანავე, უნდა გახსოვდეთ რომ სარძევე კბილების მოვლა და სიჯანსაღე მომავალში მუდმივი კბილების ჯანმრთელობის გარანტიაა.


0
270
4-ს მოსწონს
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0