x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იოშტა – სასარგებლო თვისებები და მურაბის რეცეპტი
image


იოშტა – ხურტკმელის და შავი მოცხარის შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდია, რომელიც ორივე მცენარის სასარგებლო თვისებებს ფლობს. მაღალი საგემოვნო თვისებების გამო, კენკრა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში – ის ტრადიციულ და ჩვეულებრივ კერძებს, სრულიდ ახალ, – განსხვავებულ გემოს ანიჭებს.

იოშტა ჩვენთან ისეთი პოპლარული არ არის, როგორც მისი სახელოვანი «მშობლები», არა და, ეს მცენარე ბევრად უფრო გამძლეა ზოგიერთი დაავადების და მავნებლების მიმართ. ამასთან, მისთვის არც ყინვა წარმოადგენს პრობლემას. ხოლო, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 20—30 წელია და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი დეკორატიულობა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, 2–2, 5 მ. სიმაღლის ბუჩქი, დიდ ზომის, ლამაზი ყვავილებით.


image


კალორიულობა და ქიმიური შემადგენლობა


იოშტას კენკრა შეიცავს შაქარს (დაახლოებით, 7 %), ორგანულ მჟავეებს, პექტინს და ასევე, ანტოციანებს (გლიკოზიდური ჯგუფის პიგმენტური ნივთიერებები). იშტაში შემავალი ქიმიური ელემენტებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რკინა, კალიუმი, იოდი და სპილეძი. კენკრა მდიდარია ვიტამინებითაც. მასში განსაკუთრებით ბევრი – С და Р ვიტამინებია.

რაც შეეხება მის კვებით ღირებულებას, იოშტა დაბალკალორიული პროდუქტია (100 გრ. – 45 კკალ), რაც მის დიეტოლოგიაში გამოყენების საშუალებას იძლევა.


სასარგელო თვისებები


როგორც უკვე აღვნიშნეთ, იოშტა ხურტკმელის და შავი მოცხარის ჰიბრიდს წარმოადგენს და მეცნიერებმა მხოლოდ ხურტკმელის მოსავლიანობის გაზრდა და მისი სასარგებლო თვისებების შენარჩუნება კი არა, ბევრად უფრო ძლიერი მცენარის სახეობის შექმა შეძლეს. ის უფრო მაღალი იმუნური სისტემით ხაასიათდება და მდგრადია იმ დაავადებებისადმი, რომლებიც მშოლების სახეობებს აზიანებს.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კენკრის ამ სახეობას, ხურტკმელისგან განსხვავებით, ეკლები არა აქვს, რაც დამატებითი ბონუსია, მისი შემქმნელი, გერმანელი სელექციონერებისგან.


image


* ვიტამინების და მიკროელემენტების გარდა, იოშტა ანტოციანებსაც (წითელი, ლურჯი და იისფერი პიგმენტები) შეიცავს, რომლებსაც დაავადების გამომწვევ ბაქტერიებთან ბრძოლის, სისხლძარღვების კედლების გამაგრების და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების თვისებები აქვს;

* ხოლო, მის შემცველობაში არსებული ფიტონციდები, ბაქტერიების და სოკოების გამრავლება აფერხებენ და მავნე მიკროორგანიზმებს ანადგურებენ. ამიტომ, კენკრა ანთების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა;

* იოშტას ნაყოფის რეგულარულად მოხმარება აუმჯობესებს და ნორმაში მოჰყავს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება. ის ასევე სასარგებლოა დიარეის დროს;

* ბროწეულის მსგავსად, იოშტასაც შეუძლია სისხლში ჰემოგლობინის გაზრდა და რეკომენდირებულია ანემიის და ასევე, ჰიპერტონიის დროს;

* იოშტის ნაყოფი განსაკუთრებით სასარგებლოა დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან მას ორგანიზმიდან მძიმე ლითონების, ტოქსინების, მარილების და ზომიერი რაოდენობით, რადიაქტიული ნივთიერებების გამოყვანა შეუძლია;

* სასარგებლოა კენკრის გამოყენება გაცივების პირველი სიმპტომების დროსაც.

* მისი რეგულარული მოხმარება აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს;
* იმის გამო, რომ იოშტა შაქარის დაბალი შემცველობით ხასიათდება, – სასარგებლოა დიაბეტის დროსაც;

* იოშტა ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რაც მასში ცხიმის მარაგის წვას იწვევს. ამიტომ, კენკრა სასარგებლოა მათთვისაც, ვინც ზედმეტი წონისგან გათავისუფლებას ცდილობს.

შენიშვნა: იოშტას მოხმარება დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე, ამარაგებს მას ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით. მაგრამ, მისი მოხმარება საჭიროა კომპლექსურად, ამა, თუ იმ დაავადების მედიკამენტებთან ერთად – და არა, როგორც ცალკე აღებული წამლის სახით (კენკრას უამრავი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ, წამალს ვერ ჩაანაცვლებს)!

imageუკუჩვენება


ბევრ დადებითი თვისებასთან ერთად, იოშტას უკუჩვენებებიც გააჩნია:

* არიან ადამიანები, რომლბსაც ალერგია აქვთ С ვიტამინზე და რადგან იოშტა დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას შეიცავს, ამ ადამიანებმა აღნიშნული კენკრის მოხმარება მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ. გარდა ამისა, თუ ადამიანს ალერვია აქვს ხურტკრლაზე ან შავ მოცხარზე, მისთვის ეს კენკრაც ალერგიული იქნება.

* იოშტას დიდი რაოდენობით მოხმარება არ შეიძლება მათთვის, ვისაც სისხლის მაღალი პროტრომბინი აქვს, ან მიდრეკილები არიან ტრომბების ფორმირებისადმი.

* მედიკოსემი იოშტას მოხმარების რეკომენდაციას არ იძლევიან კოლიტის, გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის სხვა დაავადებების შემთხვევაში, რადგან მან, შეიძლება, დაავადების გამწავება გამოიწვიოს.

* აღნიშნული კენკრა არ არის რეკომენდირებული ქალებისთვის, ფეხმძიმობის პერიოდში.


image


* იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმიანი სრულიად ჯანმრთელია, ზომიერების დაცვა არის საჭირო, ან კენკრასთან მიმართებაში – უნდა გვახსოვდეს, რომ «წამალი, კოვზით – წამალია, ხოლო იგივე წამალი, – ჭიქით, შეიძლება, საწამლავად იქცეს».


გამოყენება


იოშტასგნ ბევრნაირი ტკბილეულის მომზადება შეიძლება. მისგან ამზადებენ როგორც კომპოტს და მურაბას, ისე სხვა სახის გემრიელ დესერტს. რა თქმა უნდა, თერმული დამუშავების დროს, კენკრის შემადგენლობაში არსებული ვიტამინების ნაწილი იკარგება, მაგრამ რაღაც ნაწილი რჩება.

განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი კენკრა კომბინაციაში, თაფლთან ერთად. ხოლო, მისი სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად შენახვა შესაძლებელია, ახლად მოკრეფილი ნაყოფის გაყინვის ან მისგან ჩირის დამზადების შემთხვევაში.


იოშტას მურაბა (უმარტივესი რეცეპტი)



image


ინგრედიენტები:


იოშტა – 1 კგ.

შაქრის ფხვნილი – 1, 5 კგ.

წყალი – 1 ჭიქა

შენიშვნა: მურაბისთვის კენკრა გადამწიფებული არ უნდა იყოს.


მომზადება:


I. ემალირებულ თასში მოათავსეთ შაქარი და წყალი > დაბალ ცეცხლზე დადგით და მანამდე ურიეთ, ვიდრე შაქარი მთლიანად არ გადნება.

II. კენკრა გარეცხეთ > თუშფალანგზე მოათავსეთ, რომ დაიწკრიტოს > გადაიტანეთ გაგრილებულ სიროპში > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და დაბალ ცეცხლზე, 5 წუთი ადუღეთ.

III. გათიშეთ ცეცხლი და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ > პროცესი კიდევ 2-ჯერ გაიმეორეთ – რაც იმას ნიშნავს, რომ მურაბა 3 ეტაპად უნდა მოხარშოთ.

IV. ჩაასხით ცხელი მურაბა სტერილურ ქილებში და ჰერმეტულად მოხუფეთ. imageimageimage
* მშრალი, «გამომცხვარი» და სამკურნალო მურაბები (10 რეცეპტი)
* თუთა — «კენკრის დედოფალი»: საინტერესო ფაქტები და უნიკალურობის 10 მიზეზი (+ მურაბის რეცეპტი)
* 50 იდეა ცხობისთვის (+ ფოტო-გაკვეთილები)



0
666
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0