x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მეოცნებენი
1960-იანი წლების ფრანგული რევოლუციის დასაწყისში, და-ძმა თეო და იზაბელი დემონსტრაციაზე გაიცნობენ ამერიკელ ბიჭს მეთიუს და სთხოვენ რომ მათთან გადმოვიდეს საცხოვრებლად, სწორედ აქედან იწყება მათი სექსუალური და ეროტიკული თავგადასავალი.

ფილმის სიუჟეტი მიყვება საფრანგეთში სექსუალური რევოლუციის პერიოდს, და სწორედ ეს სამი მეოცნებე გახდება სახე ამ რევოლუციის და მთავარი რაც ამ ფილმში არის საინტერესო, ისაა რომ მეთიუ ვერ ხვდება როგორ მივიდნენ ამ მდგომარეობამდე იზაბელი და თეო და რატომ გადაწყვიტეს აერჩიათ ცხოვრების წესად არაორდინალური სექსუალური და ეროტიკული ურთიერთობები.

ფილმის ბოლოს იზაბელი გაზის მილით, საწოლში, მეთიუსთან და თეოსთან ერთად, ცდილობს თავი მოიკლას, რათა სამუდამოდ აღბეჭდოს თავისი ცხოვრება მის გონებაში, მაგრამ ამ დროს ფანჯრიდან ცრემლსადენი გაზი შემოვარდება და აღმოაჩენენ სამივენი რომ გარეთ სახალხო დემონსტრაციაა და ყველა ქუჩაშია გასული.

მეთიუ, თეო და იზაბელი გავლენ გარეთ და შეუერთდებიან დემონსტრაციას, თუმცა მეთიუ დარწმუნებულია, რომ ეს ფაშიზმამდე მიიყვანს საზოგადოებას და ტოვებს აქციას. იზაბელი და თეო საბოლოოდ "გაზის კვამლში უჩინარდებიან".


მეოცნებენი

0
115
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0