x
image
Teklamaisuraze
საქართველო XVI საუკუნეში

საშინაო და საგარეო ვითარება

XVI- XVII საუკუნეების საქართველო ცალკეულ სამეფო -სამთავროებად დაშლილი ქვეყანა იყო. სამეფოებში ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები მეფობდნენ.სამთავროებს კი ერისთავთერისთავების მემკვიდრეები ედგნენ სათავეში: სამცხე საათაბაგოში- ჯაყელები (ათაბაგის ტიტულით), სამეგრელოში -დადიანები, გურიაში -გურიელები, სვანეთში -ჯერ გელოვანები შემდეგ დადეშქელიანები.

image

ქართული სამეფო სამთავროები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებს წარმოადგენდნენ. ქართლ -კახეთისა და იმერეთის მეფეები ხშირად საკუთარ თავს “ორსავე ტახტის გამაერთიანებელს " “ ყოვლისა საქართველოსა ტახტისა და გვირგვინის მპყრობელს ", “მეფეთ მეფეს " უწოდებდნენ, მოგვიანებით ასევე იქცეოდა სამეგრელოს მთავარიც, მაგრამ ეს წოდება რეალურ შინაარსს მოკლებული იყო.

image

საქართველოს ტერიტორია მთელი ამ ხნის მანძილზე წარმოადგენდა ოსმალეთისა და ირანის დაპირისპირების ასპარეზს. ქართველი მეფე მთავრების მთავარი საზრუნავი გახდა ამ ორ უძლიერეს სახელმწიფოს შორის წინააღმდეგობის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება და დამოუკიდებლობის, თუნდაც შეზღუდულის, შენარჩუნება.


XVI-XVII საუკუნეები ირან ოსმალეთის გამუდმებული ომების ეპოქა იყო და ამ ომებით ერთ -ერთ მთავარ ასპარეზს და სამიზნეს, ერაყთან ერთად, კავკასია, კერძდ კი საქართველო წარმოადგენდა. ეს ომები წყდებოდა დროებითი ზავებით. მათგან უმნიშვნელოვანესია ამასიის 1555 წლის საზავო ხელშეკრულება.


image

შემდგომში ზავების მხოლოდ კორექტირება ხდებოდა და მისი არსი ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ტერიტორიული დანაწილება, თითქმის უცვლელი რჩებოდა.

კონსტანტინეპოლის აღებისა და ტრაპოზონის იმპერიის განადგურების შემდეგ ოსმალეთი უშუალოდ გაუმეზობლდა საქართველოს სამხრეთ დასავლეთიდან. ხოლო 1475 წლიდან როდესაც ყირიმის სახანოც დაიქვემდებარა, ჩრდილო დასავლეთიდანაც .

ამის შედეგად, ოსმალეთი დიდი ხნის მანძილზე საქართველოსათვის ევროპასთან პირდაპირი კავშირის ხელის შემშლელი. სავაჭრო გზების ოკეანეებზე გადანაცვლებამ და ხმელთაშუა ზღვის როლის დაცემამ საქართველოს განუზომელი ეკონომიკური ზარალი მიაყენა.


image

ოსმალეთის სახელმწიფოს შემოსავლის დიდ ნაწილს შეადგენდა ომში მოპოვებული ნადავლი და დამორჩილებული ქვეყნებიდან მიღებული ხარკი. ამის გამო ოსმალეთი მუდმივად ომის მდგომარეობაში იყო ახალი ტერიტორიების დასამორჩილებლად.საქართველო ამ პოლიტიკის ერთ ერთი მსხვერპლი გახდა.

თურქების განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი განაპორობებდა ის ფაქტიც რომ, მათ სურდათ ქვეყნის პლაცდარმად გამოყენება აღმოსავლრთით განსახორციელებელი დაპყრობებისათვის .

თავის მხრივ, ირანისათვის კავკასიაში გაბატონება განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი იყო აღმოსავლეთით. სეფიანთა ტეროტორიებზე ოსმალეთის ექსპანსიის შეკავებისათვის.

შაჰ აბასი ევროპულ სახელმწიფოებთანაც კი ცდილობდა კავშირის შექმნას ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო მოქმედებების განხორციელების მიზნით. სეფიანთა ირანი, ოსმალეთისაგან განსხვავებით, შიიტური სახელმწიფო იყო და მათ შორის ბრძოლა ოდეოლოგიური საფუძვლითაც იყო გამყარებული. ამგვარად ორ ძლიერ და აგრესიულ სახელმწიფოს შორის მოქცეული საქართველო თითქმის მთლიანად მოწყვეტილი იყო ევროპასა და მის კულტურას. დანაწევრებულ სახელმწიფოს არ შეეძლო სათანადო წინააღმდეგობა გაეწია გარე მტრისათვის . ამასთან ერთად ქართული სამეფო სამთავროები არა მარტო ვერ ახერხებდნენ გაერთიანებას დამპყრობელთა წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ ხშირად მათი დახმარებითაც ცდილობდნენ ერთიმეორის დამარცხებას.

სოციალურ ეკონომიკური ვითარება

XVI საუკუნეში ყალიბდება ის ეკონომიკური და სოციალური გარემო, რომელშიც ხდება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლა . ამ მხრივ არსებითი მნიშვნელობა მიიღო ბატონყმობის პრაქტიკამ, რამაც საფუძველი ჩაუყარა სათავადოების სისტემას. მიწათმოქმედთა სოციალურმა ფენამ საბოლოოდ დაკარგა თავისუფლება. ბატონის უფლების გარეშე მათ არ შეეძლოთ მიწების დატოვება, რომლებსაც ამუშავებდნენ, ან ბატონის შეცვლა.

ყმები ასევე ვალდებულები იყვნენ გარკვეული სამუშაოები შეესრულებინათ. მეფისათვის, სამღვდელოებისათვის . მათ ევალებოდათ სამხედრო სამსახურიც და მძიმე ხარკის გადახდა დამპყრობლებისათვის.

იმავდროულად, ფეოდალები სულ უფრო ნაკლებად ექვემდებარებოდნენ მეფის კონტროლს .ეს უკანასკნელიც იშვიათად თუ ერეოდა ბატონსა და ყმას შორის ურთიერთობებში. მიწები, რომელთა გამგებლობაც ადრე მათთვის ჩაბარებული ჰქონდა მეფეს, ფეოდალებმა მემკვიდრეობით საკუთრებად აქციეს. ისინი ასევე ითვისებდნენ ერთ დროს თავისუფალი მიწათმოქმედების მიწებს. ამგვარად იქმნებოდა “სათავადოების " ტერიტორიები.

ყველაზე ძლიერი ფეოდალები სარგებლობდნენ შეუვალობით (იმუნიტეტით ), რომლის საშუალებითაც ყმებისაგან აკრეფილი გადასახადი, რომელიც ადრე მეფისათვის უნდა გადაეცათ, ახლა მათთან რჩებოდა.

სათავადოების სისტემა თანდათანობით მთელ საქართველოში გავრცელდა. ეს ნახევრად სუვერენი თავადები სამეფო ხელისუფლებასთან მხოლოდ იმ თვალსაზრისით იყვნენ კავშირში, რომ ეკისრებოდათ მეფის მოწოდებით სამხედრო კამპანიებში მონაწილეობის მიღება და მეომართა განსაზღვრული რაოდენობის გამოყვანა . დროთა განმავლობაში მათ ეს ვალდებულებაც თვირთად მიიჩნიეს . ისინი თანდათანობით იკეტებოდნენ სათავადოებში . ამგვარი დამოუკიდებლობის მიღწევის პორობებში კი ნაკლებ ანგარიშს უწევდნენ ქვეყნის საერო ინტერესებს.

მეფის ხელისუფლება ფორმალურად შეუზღუდავი, მაგრამ ფაქტობრივად მეტად სუსტი იყო. და ის ვერ აკონტროლებდა მსხვილ ფეოდალებს.

დაქუცმაცებულ საქართველოში სხვადასხვა სამეფო სამთავროები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. საქართველოს დანარჩენ ნაწილებთან შედარებით, XVI საუკუნეში ყველაზე წინ წასული კახეთი იყო . ხელსაყრელი პირობების გამო, კახეთის ეკონომიკა XVI საუკუნეში მნიშვნელოვნად გაძლიერდა და ის იქცა ყველაზე მდიდარ ქართულ სამეფოდ. საქართველოს სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, აქ ვითარდებოდა საქალაქო ცხოვრებაც.

XV საუკუნის ბოლოს კახეთის მეფეებმა სამეფო საერისთავოებზე უფრო მცირე ადმინისტრაციულ ერთეულებად -სამოურავოებად დაყვეს . მოურავები მხოლოდ მცირე ტერიტორიებს მართავდნენ, არ ჰყავდათ საკმარისი სამხედრო ძალა და არ შეეძლოთ საკუთარი უფლებების გაზრდა ერისთავების მსგავსად. ამდენად ისინი იძულებულნი იყვნენ, მეფეს დამორჩილებოდნენ. ასე, რომ მოურავები, როგორც იურიდიულად ისე ფაქტობრივად მეფის ფეოდალურ მოხელეებს წარმოადგენდნენ.

ამავე პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სამხედრო სფეროში . მანამდე თვითოეულ ერისთავს საკუთარი დამოუკიდებელი ჯარი ჰყავდა, რაც მას საშუალებას აძლევდა ეზრუნა სამეფო ხელისუფლებისაგან რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის.

კახეთის სამეფო ოთხ სადროშოდ, სამხედრო ტერიტორიულ ერთეულად დაიყო .მაგრამ მეფემ თვითოეულ სადროშოს სათავეში დააყენა არა თავადი როგორც ქართლში, რომელიც მემკვიდრეობით გადასცემდა თავის შთამომავალს ტიტულსა და სადროშოს ეთაურობას, არამედ ეპისკოპოსი. ეპისკოპოსის წოდება არ იყო მემკვიდრეობითი. ის ინიშნებბოდა მეფის მიერ და მისთვის აუცილებელი იყო მეფის მხარდაჭერა.

ეს ღონისძიებები აძლიერებდა მეფის ხელისუფლებას და იწვევდა დიდი ფეოდალების უკმაყოფილებას . კახეთი განსაკუთრებით გაძლიერდა ალექსანდრე II ის დროს (1574-1605) მეფობის დროს. კახეთის მეფე ხელს უწყობდა ქართული მონასტრების აღდგენას , როგორც ქვეყნის გარეთ ( ათონის მთაზე, იერუსალემში ..), ისე საკუთარ სამეფოში.

XVI საუკუნეში კახეთის სამეფო, პირველი ქართული სამეფოთაგან ამყარებს ურთიერთობას რუსეთთან .

კახეთისაგან განსხვავებით მეტად მძიმე იყო ქართლის მდგომარეობა. თუ კახეთი თავისი მოქნილი დიპლომატიის წყალობით, ირან ოსმალეთის ომების მსვლელობაში მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობას ინარჩუნებდა, ქართლში ირან ოსმალეთის ომების ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი გახდა, სრულიად საწინააღმდეგო ვითარება იყო.

ასევე რთული სიტუაცია იყო სამხრეთ საქართველოში - სამცხე -საათაბაგოში, , რომელიც თავისი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით ოსმალებისათვის ირანში შესაჭრელად და, პირიქით ირანისათვის ოსმალეთში შესაჭრელად ხელსაყრელ პლაცდარმს წამოადგენდა. სწორედ ამიტომ ცდილობდა ორივე დაპირისპირებული მხარე მის ხელში ჩაგდებას.

თავის მხრივ, სამცხის ათაბაგებიც, ხან ოსმალეთის, ხანაც ირანის მიმხრობით, ცდოლობდნენ შეენარჩუნებინათ დამოუკიდებელი პოლიტიკური არსებობა და თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ ეს წინააღმდეგობანი.

(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

0
556
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0