x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
პეტრე I -ის საგარეო პოლიტიკა და რეფორმები

საგარეო პოლიტიკა

რუსეთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შესარულა პეტრე I მა. ( 1682-1725) მისი ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგად, რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.პეტრე I ერთპიროვნული მმართველი 1689 წლიდანგახდა და ენერგიულად შეუდგა რეფორმების გატარებას რუსეთის ევროპულა ქვეყნად გარდაქმნის მიზნით.

image

პეტრე პირველის საგარეო პოლიტიკა ითვალისწინებდა რუსეთის ტერიტორიულ ექსპანსიას ჩრდილოეთით და სამხრეთით .ჩრდილოეთში, ბალტიის ზღვაზე ევროპისაკენ “ფანჯრის გადასაჭრელად " პეტრემ ხანგრძლივი ომი (1700-1721) წამოიწყო შვედებთან, რომელსაც “ჩრდილოეთის ომი " ეწოდა.

ომი დაიწყო ნარვას ციხესიმაგრესთან ბრძოლაში რუსების მარცხით, მაგრამ პეტრემ სწრაფად მოახერხა ჯარების რეორგანიზაცია და მომდევნო წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. 1703 წელს რუსები დაეუფლნენ ციხესიმაგრე ნიენშანცს, მდინარე ნევას შესართავთან. სწორედ აქ, 1703 წლიდან, ბალტიის ზღვის სანაპიროზე პეტრე პირველი შეუდგა რუსეთის ახალი სატახტო ქალაქის -სანკტ -პეტერბურგის მშენებლობას. რუსეთმა თანდათანობით გაიმყარეს პოზიციები აღმოსავლეთ ბალტიის პირეთში.

image

შვედეთით მეფე კარლ XII-მ საპასუხო შეტევა წამოიწყო, რომელიც მისთვის უშედეგო გამოდგა .1709 წელს რუსულმა ჯარებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს შვედეთის არმიაზე პოლტავის ბრძოლაში. დამარცხებულმა კარლ XII -მ ოსმალეთის იმპერიას შეაპარა თავი.

მიუხედავად მარცხისა, შვედები უპირატესობას ფლობდნენ ზღვაზე. პეტრე პირველმა ამ მხრივაც გამოიჩინა თავი და 1714 წელს ახლადშექმნილმა რუსულმა ფლოტმა მოახერხა შვედების დამარცხება განგუტის ბრძოლაში.

image

1721 წელს შვედეთსა და რუსეთს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. რუსეთმა შემოიერთა მნიშვნელოვანი ტერიტორიები, მოიპოვა გასასვლელი პალტიის ზღვაზე და ამგვარად გაჭრა “ ფანჯარა ევროპაში" . გამარჯვების აღსანიშნავად 1721 წლის 22 ოქტომბერს, პეტრე პირველმა სენატორთა ..თხოვნის " საფუძველზე მიიღო “სამშობლოს მამის, სრულიად რუსეთის იმპერატორის, პეტრე დიდის " ტიტული.

image

სამხრეთში, შავ ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად, პეტრეს ოსმალების იმპერიასთან მოუხდა დაპირისპირება. 1796 წელს რუსებმა უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე აზოვი დაიკავეს. თუმცა პეტრეს არ ეყო სამხედრო ძალა და ორ ფრონტზე საბრძოლველად და ოსმალების დასამარცხებლად. 1713 წლის ადრიანოპოლის ხელშეკრულებით , რუსეთმა დათმო აზოვის ციხესიმაგრე და გასასვლელი შავ ზღვაზე.ამით პეტრე პირველს საშუალება მიეცა მთელი ძალები შვედეთის წინააღმდეგ მიემართა. ამ წარუმატებლობის მიუხედავად, მომზადდა ნიადაგი შავი ზღვისაკენ რუსეთის მომავალი ექპანსიისათვის.

image

პეტრე პირველის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო კამპანია იყო კასპიის (სპარსეთის ) ლაშქრობა. 1722 წელს ასტრახანიდან რუსულმა სამხედრო ფლოტმა ლაშქრობა წამოიწყო სეფიანთა დასუსტებული სახელმწიფოს ტერიტორიების დასაუფლებლად. მალე რუსებმა მთლიანად დაიპყრეს კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპირო ნაწილი. ირანმა 1723 წლის ხელშეკრულებით რუსეთის კუთვნილებად აღიარა ტერიტორიები. 1724 წელს კი რუსეთმა ოსმალეთის იმპერიასთან დადო ხელშეკრულბა. რომლის თანახმადაც ორი ქვყანა გავლენის ზონებად იყოფოდა სეფიანთა დაშლილი სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ტერიტორიებს, მათ შორის ღმოსავლეთ საქართველოს .თუმცა პეტრეს გარდაცვალების შემდეგ რუსეთმა დროებით უარი თქვა სამხრეთით ექსპანსიაზე., შესაბამისად, კავკასიაში ოსმალეთმა და გაძლიერებულმა ირანმა აღდგინეს პოზიციები.

რეფორმები

პეტრე პირველის რეფორმები პირობითად ორ ეტაპად იყოფა: 1695-1715 წწ და 1715- 1715 წლები. პირველ ეტაპზე რეფორმები ნაჩქარევად ტარდებოდა და ხშირად გაუაზრებელ, ძალადობრივ ხასიათს ატარებდა.ეს პირველ რიგში უკავშირდებოდა ჩრდილოეთის ომს. ვინაიდან რეფორმები ძირითადადსწორედ ომის საწარმოებელი სახსრების შესაგროვებლად ტარდებოდა. გაცილებით უფრო მიზანმიმართული გახდა რეფორმები მეორე ეტაპზე. არმიისა დაფლოტი რეფორმის გარდა, პეტრე პირველმა განახორციელა სახელმწიფო მმართველობის და ფინანსური რეფორმა. გატარდა ღონისძიებები მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარებისათვის. პეტრე პირველმა მმართველობის ახალი სისტემა ჩამოაყალიბა, რომელიც ეყრდნობოდა მის ერთგულ სამღვდელოებასა და ფეოდალებს.


image

მოსკოვის საპატრიარქო მან წმინდა სინოდით შეცვალა, რომელსაც სათავეში მეფის მიერ დანიშნული პირი ედგა. ამდენად პეტრემ მთლიანად დაიმორჩილა ეკლესია. ის დიდ ყურადღებას აქცევდა მრეწველობის განვითარებას. პეტრე არ ინდობდა მოწინააღმდეგეებს და საიდუმლო პოლიციის დახმარებით სასტიკად უსწორდებოდა მათ.

რუსეთის იმპერატორი დიდ ყურადღებას აქცევდა თავადაზნაურობაში ევროპული კულტურის დანერგვას. სამსახურებრივი წინსვლა უკვე დამოკიდებული იყო განათლებაზე. 1700 წელს მოსკოვში გაიხსნა მათემატიკური და სანავიგაციო ხელოვნების სკოლა. მალე მათ დაემატა საარტილერიო, სამედიცინო და საინჟინრო სკოლები. პეტერბურგში დაარსდდა საზღვაო აკადემია .


image

1705 წელს კი გაიხსნა პირველი რუსული გიმნაზია. დაარსდა ასევე პირველი რუსული გაზეთი და დაიწყო ევროპული ენების წიგნების თარგმნა.


პეტრე პირველის რუსეთი სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფო იყო, მაგრამ სახელმწიფო სრტუქტურების ჩამოუყალიბებლობისა და განუვითარებლობის გამო ის დიდად ჩამორჩებოდა ევროპულ ქვეყნებს.ევროპეიზაცია მხოლოდ მეტად მცირერიცხოვან მმართველ კლასს შეეხო .მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა - გლეხობა კვლავაც შუა საუკუნეებში იყო ჩარჩენილი. ფეოდალური ექსპლუატაციის სიმძიმისა და გადასახადების ზრდის გამო ხშირი იყო გლეხთა აჯანყებები.


(ერთიანი ეროვნული გამოცდებუ 2020)

0
774
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
774
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0