x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ახალი სიტყვა: ვხედავ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ცერემონიალს!

image

(გაგრძელება. ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 44)
2009 წელი, 1 ივლისი
ვხედავ, მომავალში ამერიკა-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულება – ქარტია – ამოქმედდება (საუბარია აშშ-საქართველოს ქარტიაზე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, - რედ.). რუსეთის აზრი, რომ ეს არაფრის მომტანი ხელშეკრულებაა, მცდარია. ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ამ ქარტიას არა მარტო საქართველოსთვის, არამედ კავკასიის ყველა ქვეყნისთვის. ერთბაშად, ანუ სწრაფად გამოჩნდება მისი უმნიშვნელოვანესი როლი.
ქარტია – ეს არის დაცვა და, უპირველესად, ნატოში შედგმული ნაბიჯები; ასევე ქვეყნების დაცვის იგივე უფლებები მაღალ დონეზე. ეს იმაზე ასჯერ მეტია, ვიდრე რუსები ელოდებიან ქარტიისგან. ყველა მცდელობა წინააღმდეგობის გაწევისა, რომელიც რუსეთიდან წამოვა, ამაოა, ისინი ვერაფერსაც ვერ შეაჩერებენ.
ვხედავ, შავი ზღვის აუზის ქვეყნები ნოტას გაუგზავნიან რუსებს მომავალში, წესებს ნუ არღვევთ და დაიცავით დაშვებული ნორმებიო; შეახსენებენ, რომ შავი ზღვა არ არის რუსეთის ტერიტორია. დიახ, ვხედავ, მომავალში რუსეთის ქმედებები უკვე ძალიან აღიზიანებს ყველა ქვეყანას და ისინი ძალიან მკაცრად მოსთხოვენ პასუხს კრემლს. ვხედავ, რუსებს შავ ზღვაზე თავის ადგილს მიუჩენენ შავი ზღვის აუზის ქვეყნები და ამაზე ყველა ალაპარაკდება. ეს დიდი დარტყმაა რუსეთის მთავრობისთვის და რუსული პოლიტიკისათვის.
ქართულ-ამერიკული ქარტია რუსეთს უკან დაახევინებს. ვხედავ, შავ ზღვაზე ისევ დადგებიან ამერიკული სამხედრო გემები. ვხედავ ჯარისკაცებს, რომელთაც სხვადასხვანაირი მუზარადები ახურავთ (მაგალითად, ვხედავ მუზარადს, რომელსაც ბადე აქვს შემოხვეული; ცისფერ მუზარადს, რომელზეც თეთრი წარწერაა და ა.შ.).
ყველა და ყველაფერი ამხედრდება რუსების წინააღმდეგ. ვხედავ, რუსეთი უკან იხევს. დიახ, ეს ასეა. რუსის ჯარი, ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს, ტოვებს საქართველოს საზღვრებს. რუსეთს საკუთარი თავი გასჭირვებია და ამას ყველა იხილავს! რუსული სტრატეგია „პირველმა დაარტყი და გაიმარჯვებ“ არ გაამართლებს. ეს მხოლოდ ომში ამართლებს — ისიც ხანდახან.
ვიმეორებ: რუსეთმა პოლიტიკური და ინფორმაციული ომი წააგო. ვხედავ, მომავალში იგი სტრასბურგის სასამართლოშიც წააგებს.
რუსები ოკუპანტები არიან, რუსეთი არ ემორჩილება საერთაშორისო კანონებს და სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ერევა, ძალისმიერი მეთოდით არღვევს ტერიტორიულ მთლიანობას, იწყებს ომს საქართველოს სახელმწიფოსთან, აწყობს გენოციდს და ამას აკეთებს ურცხვად, მთელი მსოფლიოს დასანახად — ამით თითქოს ანიშნებს მსოფლიოს, რომ თუ ჭკუაზე არ მოხვალთ, არც თქვენ დაგინდობთო. ვხედავ, მომავალში ზუსტად ასეთ პოლიტიკას განაგრძობს რუსეთი და ეს მსოფლიოს მმართველ ქვეყნებს ძალიან შეაშფოთებს, გააგიჟებს. არავის სურს რუსეთთან ურთიერთობა. მომავალში მათი ვერდიქტი იქნება დიდი დარტყმა რუსეთისთვის.
ვიმეორებ: ევროპა ყველა სადამსჯელო სანქციას გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ და ეს დროულიც იქნება. რუსეთის პოლიტიკა დიდი ომისკენ მიდის.
ვხედავ, რუსეთი აზერბაიჯანის სახელმწიფოსკენ იხრება, ანუ მოლაპარაკებებს აწარმოებს მასთან. თემა – ყველასათვის ცნობილი ყარაბაღის ტერიტორიები. მომავალში ვხედავ სომხეთის მოტყუებას, ანუ გადაგდებას ამ საკითხში. რუსეთს სომხეთის მხრიდან არავითარი დარტყმისა არ ეშინია. ეს საკითხი მათთვის სასაცილოც კია. ისინი სომხეთით მანიპულირებენ, როგორც სურთ. მითუმეტეს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსების სამხედრო ბაზებია განლაგებული და ამბოხებას წამში ჩააქროებენ. მოკლედ, როგორც კატა ტომარაში, ისე ჰყავთ სომხები, თავისი ჭკუით, პოლიტიკურად დაჭერილი. მაგრამ ვხედავ, ეს თამაში სომეხ პოლიტიკოსებსა და მთავრობას არ გამოეპარებათ. რუსეთი ღიად აწარმოებს მთელ კავკასიაში ომების გაჩაღების პოლიტიკას.
აქ არც აზერბაიჯანს ძინავს. ვხედავ რომ ისინი რუსეთს საერთოდ არ ენდობიან და არც აქვთ სურვილი, ყარაბაღის საკითხი რუსებმა გადაუწყვიტონ. „ან რატომ უნდა გადაუწყვიტონ? რატომ ყოფენ ცხვირს აზერბაიჯანის სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში?“ — ეს ყოველივე ხმამაღლა ითქმება.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ვხედავ, რუსეთი კავკასიის, კერძოდ, აზერბაიჯანის ენერგორესურსებს ხელში ვერ ჩაიგდებს. ამას არც სომხების მიმართ ღალატი უშველის და არც ყარაბაღის თემით თამაში. აზერბაიჯანი ბოლოს უარს ეტყვის რუსეთს, ყარაბაღის საკითხს კი რუსების გარეშე უკეთესად გადაწყვეტენ. ხოლო გაზი და ნავთობი ევროპისკენ საქართველოზე გაივლის
მოკლედ და კონკრეტულად, ვხედავ, რუსეთი ამ პოლიტიკურ ბრძოლას წააგებს. მათ სხვა პრობლემები ექმნებათ – ეს სომხეთია. ამ თამაშს ისინი რუსეთს არ აპატიებენ და ვხედავ, ერთ დღეს ატეხენ ყვირილს, რუსეთმა თავისი ჯარი გაიყვანოს სომხეთის სახელმწიფოდანო. აზერბაიჯანი არ აჰყვა კრემლს, თორემ რუსებმა სომხები, ფაქტობრივად, გაყიდეს, უღალატეს. სომხეთის მთავრობა ხვდება, რომ მათი პოლიტიკა საქართველოს პოლიტიკას უნდა გამოებას და გეზი ევროპისკენ უნდა აიღონ, თორემ რუსების მონებად დარჩებიან სამუდამოდ; ანუ სომხეთი ერთ დიდი რუსულ ყაზარმად, სამხედრო ბაზად გადაიქცევა და მეტი არაფერი. ეს კი სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული იქნება.
მთავარი ის არის, რომ მომავალში ევროპა ყარაბაღში ომს არ დაუშვებს – ორივე მხარეს (როგორც მათ უყვართ) მოუწოდებენ მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. ეს იმ დროისთვის, ვხედავ, სომხეთს ძალიან აწყობს, იმიტომ, რომ აზერბაიჯანს ყარაბაღის დაბრუნება ომით აქვს გადაწყვეტილი. სხვა გზას ისინი ვერ ხედავენ. დღეს მაგალითად საქართველო ჰყავთ, მაგრამ ხვალ? როგორც 1993-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე, ისე ასრულდება: საქართველო თავის ტერიტორიებს ათავისუფლებს რუსი დამპყრობლებისაგან — „შევალთ ომით და დავარქმევთ მშვიდობას!“ ასეა ასი პროცენტით. ასეთია ბრძანება კოსმოსიდან და მას ვერავინ შეცვლის დედამიწაზე. რაც ახლა დავინახე და ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი სიტყვა სიტყვით ასრულდება.
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არაფრის მომტანია, განსაკუთრებით, რუსეთისათვის. ამერიკა, ვიმეორებ მრავალჯერ დანახულს, საქართველოს არ დათმობს. მომავალშიც იმეორებს, რომ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ვხედავ, მომავალში რუსეთს უკვე ძალიან გაუჭირდება მთელ კავკასიაში. 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე: იწვის ჩრდილოეთ კავკასია, იქ ომია, რომელიც რუსებს დიდ დანაკარგს მოუტანს-მეთქი. ეს დაღესტანია, ჩეჩნეთი, ინგუშეთი და ა. შ. ყოველივე ეს ვიწინასწარმეტყველე და ეს დრო ახლოსაა.
ამერიკა რუსეთს დაანახებს, რომ იგი ახლაც ზესახელმწიფოა, წარსულშიც იყო და მომავალშიც იქნება.
რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ძალაუფლება დასუსტდა. მისი გავლენა დღეს უფრო სუსტია, ვხედავ, ვიდრე წარსულში იყო. ეს ძალიან ნათლად გამოიკვეთება და ამას კრემლში დიდი არეულობები მოჰყვება. მოკლედ, იწყება უკვე ღია შიდაბრძოლები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. ასეა, ყველაფერი ასრულდება.
რაც მთავარია, ვხედავ, მომავალში საქართველო მთლიანი, ერთიანი, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა.
2009 წელი, 8 ივლისი
ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო მათ პოლიტიკაში, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ვერავინ შეუშლის ხელს.
გაიხსენეთ, ქართველებო, ჩემი 1992 წლის წინასწარმეტყველება, როცა დავწერე, საქართველო მაინც შევა ნატოში-მეთქი. მაშინ ეს ზღაპარი იყო მთელი საქართველოსთვის, დღეს კი წინასწარმეტყველება სრულდება.
მინდა ავღნიშნო, რომ მაშინ, როცა პოლიტოლოგები, ანალიტიკოსები და სხვანი (რომლებიც ძალიან მომრავლდნენ) ხალხს წინასწარ გულებს უხეთქავდნენ, რუსეთი ისევ დაიწყებს ომსო და სხვა უამრავ საშინელ ანალიზს აკეთებდნენ, მე პირიქით, რუსეთის მდგომარეობის გაუარესებას ვწინასწარმეტყველებდი, ოცი წლის წინანდელ ჩანაწერებს ვიშველიებდი და მრავალ შეშინებულ ადამიანს კი არ ვაწყნარებდი, ვასულიერებდი! დღეს ყველაფერი ისე სრულდება, როგორც ეს 1984-1990 წლებში დავინახე. წინასწარმეტყველება, რომელშიც ვამბობ, რომ ამერიკა არ დათმობს საქართველოს და ფარივით აეფარება მას, გამოქვეყნებულია და იგი ასრულდა.
ვხედავ, რუსეთისთვის მოულოდნელი იყო ამერიკის ასეთი გამოსვლა და საქართველოს დაცვა. კრემლი იმედოვნებდა, რომ ამერიკის მთავრობა მათთან ურთიერთობებს არ გაართულებდა ერთი პატარა საქართველოს საკითხით, რომელიც რუსეთის სათამაშო ბურთად გადაიქცა და როგორც სურთ, ისე მოისვრიან.
უკაცრავად! თქვენ გავიწყდებათ კოსმოსი, რომელმაც შეგქმნათ და რომელსაც შეუძლია, წამში აღგგავოთ მიწის პირიდან, თუკი საჭიროდ მიიჩნია.
ფრთხილად, რუსეთო! საქართველოს თქვენ ვერ მოერევით. კოსმოსი გვიბრუნებს რუსეთის მიერ წართმეულ იმ მიწებსაც, რომლებიც სხვა სახელმწიფოებს ჩამოურიგა და არა მარტო აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. დიახ, ეს სჭირდება საქართველოს, ვინაიდან ქართველები მრავლდებიან. ხომ ვიწინასწარმეტყველე ოცდაათი მილიონი ქართველი 23-24 საუკუნეებში და მას მერეც?!
ხალხნო, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ეს წინასწარმეტყველებაც ისე ასრულდება ასი პროცენტით, როგორც სრულდება ოცი-ოცდაათი წლის წინათ დანახული წინასწარმეტყველებები. ეს ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამინ!
დღეს ვხედავ, საქართველო ჯერ კიდევ ბეწვის ხიდზე გადის. ნამდვილი დიდი პოლიტიკური ბრძოლა ახლა იწყება. თუმცა რუსეთმა დაკარგა რიხი საუბრისას, მათ ხმაში უკვე ბზარი გაჩნდა. არადა, ომისთვის განსაკუთრებულად იყვნენ მომზადებულები.
ვხედავ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ცერემონიალს! ეს ასე მოხდება ასი პროცენტით.
უმნიშვნელოვანესია ქართული ჯარის მოძლიერება. დროა გაიღვიძოს ქართულმა სულმა, მეომრულმა მუხტმა, რომელიც ისტორიულად ბევრ ქვეყანას აზანზარებდა და თავსაც იცავდა. ამით მოვაღწიეთ აქამდე, ვარსებობთ დღეს და გვქვია საქართველო! ქართველ მეომართა ვაჟკაცობამ და სულისკვეთებამ გადაგვარჩინა ჩვენ – პატარა ერი – ქართველები; გადავრჩით იმიტომ, რომ ვიყავით მეომრები და დღესაც ვართ მეომრები. უბრალოდ, ხმლები უნდა ვიშიშვლოთ ქარქაშებიდან და ქართული საბრძოლო დროშა ავაფრიალოთ საქართველოს მთლიანობისათვის! ეს ქართველი მეომრის, ქართველი ხალხის გასაკეთებელია და ასეც მოხდება
გაიხსენეთ ჩემი წინასწარმეტყველებები, თუ როგორ ეშვებიან კავკასიონიდან ქართველი მეომრები, როგორ იღვიძებენ მეფე თამარის, დავით აღმაშენებელისა და სხვა სახელოვან წინაპართა სულები. დიდება მათ უსახელო საფლავებს! დიდება უსახელო გმირებს, ანუ მთელ საქართველოს. ისე, გეტყვით, რომ დედამიწაზე ადამიანები მათ უსახელო გმირებს უწოდებთ, თორემ კოსმოსში ისინი შარავანდედით არიან შემოსილნი.
ხალიბაური ხმლები არ გადაშენებულა. ქართველნო, სამჭედლოები გიცდიან!
გაიხსენეთ წარსული, ისტორია, როცა პატარა ქართველებს ხელში ჩაბღუჯული ხმლებით ეძინათ, სწავლობდნენ, იზრდებოდნენ და სამშობლოს სადარაჯოზე დგებოდნენ მამულის გადასარჩენად. ქართული ვაჟკაცობა ყოველთვის აოცებდათ და აღაფრთოვანებდათ გადამთიელ მტრებს. რამდენჯერ გადაურჩენია საქართველო მისი შვილების მებრძოლ სულს?! თითქოს მტერიც გრძნობდა, რომ არ შეიძლებოდა ამ პატარა, მაგრამ საოცრად ღირსეული ერის გადაშენება და ბოლომდე არ წირავდა საქართველოს!
ჩემო საყვარელო ქართველებო, რასაც ამ წუთას ვხედავ და მეუბნებიან, იმას ვწინასწარმეტყველებ. ისტორია მეორდება, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ვწინასწარმეტყველებ, რომ ქართული ჯარი ძლიერდება, იწყება მისი აღორძინება. ყოველივე ასე ასრულდება ასი პროცენტით. რუსეთის სურვილებზე არაა დამოკიდებული არც ქართული სახელმწიფოს სიძლიერე და არც ქართული ჯარის არსებობის საკითხი. ყოველივე კოსმოსიდან მოდის და ამას ვერავითარი ძალა, გაიგეთ, ვერ შეაჩერებს!
რუსეთს მთელი მსოფლიო უპირისპირდება მათი მახინჯი, ფაშისტური პოლიტიკის გამო. ჯერ სად ხართ?! მოვა ზამთარი და დაიწყება ევროპის ქვეყნების გამყინვარება. რუსეთი გაზს გადაუკეტავს მათ და წარსულის სცენარი, თითქოს ეს უკრაინა აფერხებს გაზის გაშვებას და არა რუსეთი, განმეორდება. „ეს არის პირდაპირი შურისძიება!“ – აღნიშნავს ევროპა. უკვე ლაპარაკიც ზედმეტია, თუ რაოდენ საჭიროა ევროპისთვის საქართველოზე გამავალი გაზისა თუ ნავთობის მილები. ამ პროექტებს მომავალში ვერავითარი ძალა ვერ შეუშლის ხელს.
ვხედავ, გრძელდება ქართული ჯარის მომზადება, ანუ თავიდან შექმნა. ვხედავ, გვექნება ყველაფერი, რაც არმიისთვისაა საჭირო. 1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება, რომ საქართველოს საზღვრებზე დაიდგმება საიდუმლო რაკეტები, ზუსტად ასრულდება და ამას რუსეთი ხელს ვერ შეუშლის. „ყველაფერი კანონიერია!“ – განაცხადებენ ევროპა და ამერიკა.
მომავალში, ვხედავ, წამოიჭრება საკითხი, რომ რუსებმა, როგორც აგრესორებმა და არა როგორც სამშვიდობოებმა, უნდა დატოვონ ქართული სახელმწიფოს საზღვრები და შეწყვიტონ აგრესია. ეს საკითხი მწვავედ დაისმება და წავა დიდი ჭიდილი ევროსაბჭოში. ვხედავ, რუსი „სამშვიდობოები“ დატოვებენ ქართულ ტერიტორიებს. მათ თან გაჰყვება ქართულ მიწებს უკანონოდ დაპატრონებული ბრბო; დიახ, ხალხი კი არა, ბრბო!
ვხედავ, ქართველები უბრუნდებიან საკუთარ, ქართულ მიწებს. დანგრეული სოფლები და ქალაქები ისევ აღორძინდება, იბადება უამრავი ქართველი და ისინი ხდებიან მშობელი მიწის ბატონ-პატრონნი. ქართულ „ნანაზე“ გაზრდილ ქართულ სულს მომავალში ვერავითარი მტერი ვერ მოერევა. მთელ საქართველოს მოედებიან პატარა კახები, დავით აღმაშენებლები, თამარ დედოფლები, 300 არაგველი, ძმები ხერხეულიძეები და ვინ მოსთვლის, კიდევ ვინ?! ისინი იზრდებიან! იზრდებიან, რათა მომავალში იარსებოს ქართულმა სახელმწიფომ. ასე იყო და კვლავაც ასე იქნება. ასეთია ნება კოსმოსისა, ასეთია ნება უფლისა ჩვენისა. ამინ!
დიახ, ვხედავ საქართველოს ერთიანს, გამთლიანებულსა და გაბრწყინებულს ღვთის სხივის ქვეშ. ამინ!
ოპოზიციამ ისევ გაერთიანებ დაიწყო; ანუ იქმნება ახალი მოძრაობა, რომელიც შემდეგ, როგორც წესი, პარტიად გარდაიქმნება, მაგრამ... ამ სიტყვაში „მაგრამ“ ბევრი რამ იმალება. ხალხს, ვხედავ, არ სჯერა ოპოზიციის ახალი მოძრაობისა. „მაგრამ თუ ავღნიშნავთ, ანუ გავაანალიზებთ, რომ დიდი სოციალური კრიზისი იქნება შემოდგომით?“ — ეს გამოთვლები, ვხედავ, მაინც არ უშველის ოპოზიციას ხალხის შეკრებაში. მთავარი ისაა, ხალხო, რომ თუ ოპოზიციამ არ იმოძრავა პოლიტიკურ ორბიტაზე, მათ სამშობლოს ღალატისთვის აუცილებლად დაიჭერენ. ფაქტები, რომ ჰკითხო ჩვენს მთავრობას, უამრავი აქვთ.
მოკლედ, ოპოზიცია მაინც ვერ გაერთიანდება. იგივე მეორდება. უბრალოდ, არ გამოსდით გაერთიანება. ძალიან ბევრი მოღალატე ჰყავთ შიგნით. ამაზე ილაპარაკებენ მომავალში უკვე ხმამაღლა.
ახალი მოძრაობის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ხალხი მათ აჰყვება, რადგან იმდენად უჭირთ, რომ სხვა გზა არ აქვთ, და ეს სწორედ ის მომენტია, როცა სოციალურ აფეთქებებს, თავიანთი გამოთვლით, სათავეში ჩაუდგებიან ისევ. მაგრამ წინასწარმეტყველება სულ სხვაგვარია: ძველი ოპოზიციონერები წარსულში რჩებიან. ბევრი რამ მოხდება ისეთი, რაც მათ ბრძოლის სურვილს დააკარგვინებს. ასეა, მერწმუნეთ. იმიტომ რომ უკვე(და ეს ძალიან ახლოსაა) მოდიან მეცნიერები, მეცნიერთა პარტია. ასეთია წინასწარმეტყველება და ამას ხელს ვერცერთი მხარე ვერ შეუშლის. იქნება მოულოდნელი, სწრაფი ცვლილებები.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ რუსებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ისინი, სურთ თუ არა, საქართველოდან უნდა გავიდნენ და თან გაიყოლონ აფსუებიცა და ოსებიც. საკუთარ ტერიტორიაზე შექმნან აფსუების რესპუბლიკა. რუსებს სხვა გზა არც დარჩენიათ.
ვხედავ, საქართველო ბრძოლი ტემპს უფრო მოუმატებს ევროსაბჭოში, რუსებს კიდევ მეტად მოამწყვდევენ ჩიხში. „რუსი აგრესორია!“ – ყვირის საქართველოს მთავრობა და მეტი არაფრის თქმა არ არის საჭირო. მსოფლიოს აზრი ერთნაირია, რომ აგრესორმა რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები. ეს საკითხი სწრაფად უნდა გადაწყდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთს მომხრე არ ჰყავს და არც ეყოლება. უნდა დაითქვას დრო რუსის ჯარის გასვლისა და როგორც შემოცვივდნენ, ისე სწრაფად გავლენ. როკის უღელტეხილი კი სამუდამოდ ამოიქოლება და გაქრება. ასევე გაქრება ყველა საცალფეხო ბილიკიც. ამაზეც იქნება, ვხედავ, მომავალში ლაპარაკი და ასეც ასრულდება.
მინდა ავღნიშნო: ნურც სომხები ელოდებიან გოდერძის უღელტეხილის, ასე ვთქვათ, მითვისებას. ეს არასოდეს მოხდება. არის წინასწარმეტყველება, რომ საქართველო იბრუნებს ტერიტორიებს. დიახ, რაც სომხეთმა და ასევე აზერბაიჯანმა მიითვისეს რუსეთის მეშვეობით, ყველაფერი საქართველოს ტერიტორიაა. შეეგუეთ, ბატონებო, ეს საქართველოა და დაუბრუნდებათ ქართველებს! წინასწარმეტყველებას ვერავინ აღუდგება წინ.
მალე იხილავთ ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოს და ეს საქართველოა!
ჩემო საყვარელო ქართველებო, ნუ შეგიპყრობთ შიში მომავლისა. მომავალი ჩვენია! ძალიან მიყვარხართ, ჩემო ქართველებო. თქვენს შრომისგან დაკოჟრილ ხელებს, მზის, ტანჯვისა და შრომისგან დაღლილ სახეებს ვეამბორები, ხელებსა და ფეხებს გიკოცნით გამძლეობისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის. მალე მოგწმენდთ უფალი ცრემლებს და საკუთარ სახლში ლტოლვილებად ქცეულნი, ძალიან მალე დაუბრუნდებით სახლ-კარს, რომლებიც გელოდებიან; გელოდებიან ეკლესიები და მამა-პაპათა საფლავები და ამას ვერავითარი ძალა დედამიწაზე ვერ შეაჩერებს. ამინ!
იცოდეთ, მამა-პაპათა სულები გეხმარებიან; გეხმარებიან ამაყად მზირალი ნახევრად დანგრეული ეკლესიებიც. ეს უზარმაზარი, უხილავი ენერგია მტრისთვის დიდი დარტყმაა, მათი დამარცხებაა ამ უხილავ ომში. ზუსტად ეს ძალა გარეკავს მათ ქართული მიწიდან. ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც!
ვიმეორებ: რუსეთის ყველა მცდელობა, გაანადგუროს საქართველო, ჩაშლილია. მის გეგმებს ასრულება არ აწერია. ვაი მათ, რამეთუ წინ დიდი ომები ელით. რუსებს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდებათ, რათა არ გადაშენდნენ. დიახ ეს სრული სიმართლეა და ამას მომავალში ყველა იხილავს. მთავარი კი ის არის, რომ რუსეთი ვერ იქნება ზესახელმწიფო. ეს ასეა ასი პროცენტით.
ვხედავ, რუსებს ტერორში ჰყავთ აფსუებიცა და ოსებიც. ჩრდილოეთ კავკასიაშიც ისე აირია ყველაფერი, რომ ამას ვერაფერი ვეღარ დააწყობს. მოთხოვნა ერთია: ყველას დამოუკიდებლობა სურს! რუსეთს თითქოს გამოთვლილი ჰქონდა, როგორ უნდა ემოქმედა ამ შემთხვევაში, მაგრამ მომავალში აღმოჩნდება, რომ ერთია, დააწყო გეგმა, მაგრამ სხვაა მისი შესრულება. ეს ძალიან ძნელია.
ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, ჩრდილოეთ კავკასია იწვის და ომის ქარცეცხლშია გახვეული-მეთქი. ამიტომ რუსეთი უკვე დიდი დილემის წინაშე დგას დღეს. საქართველოს ტერიტორიები მიითვისოს კი არა, საკუთარ მიწებს კარგავს ასი პროცენტით. თუ აგრესორი რუსეთი საქართველოს არ დატოვებს, საკუთარ სახლში დანთებულ ცეცხლს ვეღარ ჩააქრობს. რუსეთი მაშინ იყო ძლიერი, როცა თხუთმეტი სახელმწიფო ჰყავდა დამონებული და ყველას დედაქალაქი იყო მოსკოვი. დღეს კი რუსეთი, შედარებით წარსულთან, პატარა გუბერნიას ჰგავს. რუსეთის დიდი „დერჟავა“ საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად გაქრა. დიახ, სიმართლე თუ გინდათ, ესაა!
რუსების უზომო სურვილს, აღადგინონ საბჭოთა კავშირი, ასრულება არ აწერია. მათ ამ სურვილის განხორციელება საქართველოდან, კავკასიიდან დაიწყეს იმ იმედით, რომ მსოფლიო დიდად არ დაიცავდა პატარა საქართველოს და „დიდ რუსეთს“ ამ საკითხში წინააღმდეგობას არც კი გაუწევდა. მაგრამ კრემლის მიერ გადადგმული ყველა პოლიტიკური ნაბიჯი იყო დიდი შეცდომა. შეცდომა იყო ფიქრი, რომ ამერიკა და ევროპა არ გაუწევდნენ წინააღმდეგობას. ასევე შეცდომა იყო ენერგორესურსებით თამაში ევროპასთან, მათი, ასე ვთქვათ, დაცინვა, გაუთვლელობა იმისა, რომ არსებობს გაზისა და ნავთობის მილების გაყვანის ალტერნატიული გზა – საქართველო; თანაც, უსწრაფესი და უმოკლესი გზა, გამაერთიანებელი აზიისა და ევროპისა. ამის გაუთვალისწინებლობასა და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას კუნთების თამაშითა და საქართველოს აგრესიით, რა თქმა უნდა, მსოფლიო არ აპატიებს კრემლს. ამ ქმედებით რუსეთმა მარტო საქართველოს კი არა, ევროპას მიაყენა პირდაპირი დარტყმა. ამით განუცხადეს მათ, დღეს ჩვენზე ხართ დამოკიდებულებიო და ეს ყველასათვის გასაგებია. აი მომავალში კი რასაც ვხედავ, ეს უკვე რუსეთისთვის იქნება დიდი დარტყმა. საქართველოს „აბრეშუმის გზა“ ასი პროცენტით გაამართლებს. უფრო მეტიც: განსაკუთრებით გაამართლებს სამხედრო ხაზითაც.
რაც ადრე ვიწინასწარმეტყველე, დღესაც იმას ვხედავ:
ამერიკა საქართველოს ინტერსებს ბოლომდე დაიცავს. რუსეთის მთავრობის მცდელობიდან, რაიმე შეცვალოს, ანუ ჩააგდოს საქართველოს პოლიტიკა, არაფერი გამოვა.
ვხედავ, რაოდენ სწრაფი ტემპით მუშაობენ ევროპა და ამერიკა რუსული ძალების შესასუსტებლად, განსაკუთრებით, მუსლიმურ სამყაროსთან მიმართებაში. აქ დიდი, ფარული პოლიტიკური ბრძოლები მიდის. და როგორც ყოველთვის, ამერიკა გაიმარჯვებს. ვხედავ, მომავალში მუსლიმურ სამყაროს მაინც ამერიკა ურჩევნია. ამას გარდა, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ევროპა რუსეთს სანქციებს დაადებს. რამდენადაც იკავებდა ევროპა აქამდე თავს, ვხედავ, მომავალში იმდენად მიაწვება რუსეთს. „რუსი ფაშისტები!“ – გაჰკივიან ევროპელები ისე, რომ ამერიკაც კი ვეღარ აჩერებს. ყველაზე მეტად რუსეთს „მეგობარი“ ქვეყნები შეუტევენ, მაგალითად, იტალია და გერმანია, ანუ მთელი ევროპა. ყველანი ვიხილავთ, როგორ დამარცხდება ბოროტება.
ამერიკელები კი დგანან შავ ზღვაზე და სამხედრო სწავლებებს ბოლო არ უჩანს – ხან რას იგონებენ და ხან – რას. ახლა რუსები გაჰკივიან ტელევიზიით, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს მალე დაავიწყებს საქართველოს პრობლემებს ამ კუთხით. რუსეთი მალე გაამჟღავნებს იმ ომს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარეობს. ეს ხომ ვაშლი არ არის, რომ ჯიბეში შეძლო დამალვა?! ამაზე ევროპა და ამერიკა ალაპარაკდებიან. რუსეთის პასუხი კი იქნება, ეს ტერიტორია ჩვენიაო. მაშინ ისმება კითხვები: „საქართველოს სახელმწიფოს ხელყოფის უფლება ვინღა მოგცათ რუსებს? რატომ ითვისებთ ქართულ ტერიტორიებს?“ პატარა ერების დაცვის თემით აპელირება სისულელეა იმ შემთხვევაში, როცა თავად ანადგურებ მთელი ჩრდილოეთ კავკასიის პატარა სახელმწიფოებს; არა ერთსა და ორს, არამედ მრავალ მცირერიცხოვან ერს, რომელთაც დამოუკიდებლობა სურთ.
მოკლედ, ვხედავ, რუსული პოლიტიკა ძალიან ბინძურ ჩიხშია მომწყვდეული, საიდანაც ძალით, დიახ, ძალით უნდა გამოათრიო. და ამას მომავალში კოსმოსი გააკეთებს მხოლოდ და ყველა წინასწარმეტყველება, როგორც ყოველთვის, ასრულდება. ეს კი, გაფრთხილებთ, ხუმრობა და თამაში არაა.
იცოდეთ, ადამიანებო, წინასწარმეტყველება იყო, არის და იქნება და ეს ფენომენი მხოლოდ ერთეულების ხვედრია; ერთისაა ეს მადლი და არა ორის! ასეთია კოსმიური კანონი. ამ თემას, გაფრთხილებთ, ან ძალიან სათუთად უნდა მოეპყრათ, ან საერთოდ გაჩუმდეთ. რაც არ იცით, მოისმინეთ და დააკვირდით, თორემ ბოროტი ქილიკი თქვენს გვარებს მთელი ცხოვრება გაჰყვება და ამის მიზეზს ვერავინ აგიხსნით დედამიწაზე, რადგან მიწიერ მსახურთ იმაზე მეტი არ ევალებათ, რაც კოსმოსიდან მოდის, უბრალო თემას ვერ გიხსნიან და ნუ მოსთხოვთ იმას, რაც არც იციან და ვერც ისწავლიან, რადგან წინასწარმეტყველება არ ისწავლება. თავს ნუ მოატყუებინებთ მათ! თქვენ, ადამიანებო, მათზე უკეთესად აზროვნებთ. კარგად ჩაუკვირდით და მიხვდებით, რას ვამბობ.
რაც მთავარია, არც წინასწარმეტყველებების ახსნა ძალუძს ვინმე მიწიერს. ეს იცის კოსმოსმა მხოლოდ. საქართველოში მოდის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია და დააფასეთ ეს. თუმცა, არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა, დააფასებთ თუ არა, რადგან ასრულებებს მაინც იხილავთ — თანაც არა მარტო თქვენ, არამედ მთელი მსოფლიო.
ვიცი, რომ ჩვენს ფენომენს მთელი მსოფლიო მიითვისებს მომავალში. დღეს მე – წინასწარმეტყველი †ლელა† კაკულია, მივიჩნევ, რომ სრულიად სამართლიანია გადაწყვეტილება კოსმოსისა: „წინასწარმეტყველს ყველგან აქვს პატივი, გარდა საკუთარი სახლისა და სამშობლოსი (მათეს სახარება).
ბევრი და დიდი ცვლილებები მოხდება დედამიწაზე. მსოფლიო პოლიტიკა სახეს იცვლის და ყოველივე, ვხედავ, უკეთესობისკენაა მიმართული. მომავალში, ვხედავ, რუსეთი ზესახლემწიფოს წოდებას კარგავს. დღეს კი სურს, მსოფლიოს წინაშე წარმოჩინდეს, როგორც მთელი კავკასიის ზემმართველი. რუსები ურცხვად აცხადებენ, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი არ უნდა უფროსობდნენ საკუთარ სახელმწიფოებში — ესე იგი, კავკასია რუსეთია. მათი ურცხვი განცხადებები მსოფლიოს აღარ უკვირს, მით უმეტეს, არ უკვირს კავკასიას. ყველას ერთი აზრი აქვს: რუსეთი ყოველთვის ყველას მტერი იყო და მტრად დარჩება.
რასაც დღეს რუსეთი აპირებს კავკასიაში, ეს ჯერ კიდევ 1984-1987 წლებში ვიწინასწარმეტყველე, 90-იან წლებში კი კარგი დიდი რომანივით მაქვს დაწერილი მათი გეგმები და საქმენი კავკასიასთან მიმართებაში, ანუ რუსეთის სამომავლო პოლიტიკა. დღეს, ამდენი წლის შემდეგ, წინასწარმეტყველებები, როგორც ყოველთვის, სრულდება. მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ ავღნიშნო, რომ ვხედავ, მომავალში რუსეთი ვერ ეღირსება კავკასიის მმართველობას. ძალიან დააგვინდათ.
რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, იქ რუსეთის სამშვიდობო მცდელობანი არც დაიჯეროთ. პირიქით, მათ სურთ, ახალი ომი გააჩაღონ ამ ორ სახელმწიფოს შორის და მიაჩნიათ, რომ დროულია საკუთარი გეგმის განხორციელება, ანუ „ნაბუქოსა“ და სხვა პროექტების ჩაშლა, ნატოში ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა და ა.შ. განსაკუთრებით ამ ორი სახელმწიფოს დაახლოებაა საშიში რუსულ სცენარში. მაგრამ ეს ყველაფერი დიდი პოლიტიკური თამაშია და მეტი არაფერი, რადგანაც რუსები მსოფლიოს თვალში აგრესორებად რჩებიან. მათ მსოფლიო კიდევ უფრო ძალიან, ძალიან სერიოზულად მოსთხოვს საქართველოს სახელმწოფიდან ჯარების გაყვანას. ასევე ხელს შეუშლიან კავკასიაში ომის — დიახ, ომის დაწყებასაც.
ვხედავდი ადრეც, 1992-1993 წლებში, და ვხედავ დღესაც: რუსეთი კავკასიაში წააგებს. მთელი კავკასია ერთიანდება და მისი ცენტრი ხდება თბილისი. რაც უნდა მოიმოქმედონ საქართველოს შინაურმა თუ გარეულმა მტრებმა, საქართველო მაინც შევა ნატოში.
რუსეთი ასევე ერთვება კორეის, ირანის, ავღანეთის საკითხებშიც და თანაც ძალიან აქტიურად. აქ ამერიკასთანაც შეთახმებაა ერთობლივი მოქმედებისა, რათა დიდი ომის საშიშროება განმუხტონ. მაგრამ, როგორც ყოველთვის, რუსეთი ორმაგ თამაშს თამაშობს და როგორც ყოველთვის, ამერიკა არ ენდობა მას, სულ სხვა სცენარები აქვთ შემუშავებული მუსლიმურ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, რუსული პოლიტიკა მიმართულია ამერიკის საწინააღმდეგოდ. ასე იყო წარსულშიც და ასე იქნება მომავალშიც. მაგრამ უმთავრესი რამ, რაც კანონია კოსმოსისა, არის ის, რომ აგრესია ყოველთვის მარცხდება, გამარჯვება არასდროს აწერია. ამას კიდევ გვიჩვენებს მომავალი.
კავკასია, ჩრდილოეთი, იწვის. ომის ცეცხლია გაჩაღებული. რუსეთი ცდილობს, ეს ამბოხებად წარმოაჩინონ და არა ნამდვილ ომად. მაგრამ რუსეთი ამ „ამბოხებას“ ვერ ჩააქრობს. პირიქით, ცეცხლი უფრო ღვივდება და უკვე ძალიან საშიშ სახეს ღებულობს; იმდენად საშიშს, რომ ევროპა და ამერიკა ამ თემაზე ალაპარაკდებიან. ეს უკვე აღარ არის რუსეთის შიდა საქმეები, აქ აღარ შეიძლება თქვა, რომ სხვას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ საქმეში. ყველასათვის ნათელი ხდება, რომ მიმდინარეობს მცირე ერების გენოციდი; დიახ, ჩრდილოეთ კავკასიის მცირე ერების გენოციდი.
რუსეთს არც აზერბაიჯანსა და სომხეთთან გაუვა სამშვიდობო მომრიგებლის როლის თამაში. არცერთი სახელმწიფო არ ენდობა რუსეთს. ყარაბაღი – ეს რუსული გეგმა იყო და დღეს ძალიან ძნელად დასაჯერებელია ამ საკითხის მშვიდობიანი გზით დარეგულირება, ისიც, რუსეთის მხრიდან. ამიტომ სომხეთი და აზერბაიჯანი არცერთ შემთხვევაში არ ენდობიან რუსეთს. ისინი მომხრეები არიან, გააძევონ რუსეთი კავკასიიდან. დიახ, ეს ასეა ასი პროცენტით და ასეც მოხდება. რუსეთმა კავკასია დაკარგა.
როგორც ყოველთვის ვხედავდი, რუსეთი დატოვებს საქართველოს და ამას მთელი მსოფლიო აიძულებს. გაიხსენეთ ჩემი 1984-1987-1990 წლების წინასწარმეტყველებები და ნახეთ, როგორი სიზუსტით სრულდება ისინი.
2009 წელი, 27 ივლისი
ვხედავ, რუსები აფსუებს სასტიკად გაუსწორდებიან. ჩანს, რომ რუსებს თავიანთი „უმცროსი ძმები“ ძალიან სძულთ. ამას მთელი აფხაზეთი იყვირებს. სრულდება 1990-იან წლებში დანახული და დაწერილი წინასწარმეტყველებები, მთელი სიზუსტით. იწყება შიდა ბრძოლები – პარტიზანული. ხდება უფრო უარესიც: რუსები უმტკიცებენ აფსუებს, რომ ისინიც რუსები არიან. დიახ, ასე ვხედავ და ეს არც არავის აკვირვებს თავად აფსუების გარდა, რომლებიც კიდევ ვერ ხვდებიან, რომ როგორც ერი, დღეს უკვე აღარ არსებობენ.
აი იმის წინასწარმეტყველება კი, რასაც აფხაზეთში მცხოვრები სომხები მოიმოქმედებენ, საჭირო არც არის – ახლა აფსუების მოჭრილი თავებით ითამაშებენ ფეხბურთს. იცოდეთ, როგორც უნდა აკონტროლოს რუსეთის უშიშროებამ, ვიდეომასალები აფსუებისადმი მათი სისასტიკის შესახებ, მაინც დაიდება. და არა მარტო მათდამი. დიახ, რუსმა „მშვიდობისმყოფელებმა“ ყველა ზღვარს გადააბიჯეს. ვხედავ, აფხაზეთი ცარიელდება, გარბის ყველა, რათა თავი დაიცვან რუსი აგრესორებისგან.
რუსი აფხაზეთში ვერ ჩასახლდება, ვერ მიისაკუთრებს. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიაა. ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს, რუსეთის წინააღმდეგ მოიმართა მთლიანად. რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსული პოლიტიკა დამარცხდებოდა საქართველოში. ახლო მომავალში ისეთი პოლიტიკური პროცესები წარიმართება, რომ რუსეთი დასვამს კითხვას: „ღირს კი საქართველოს გამო რუსეთის იმპერიის დაცემა?“ პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითია: „არა! დროა, რუსეთმა სასწრაფოდ აღადგინოს ურთიერთობები ევროპასთან და მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან; აღადგინოს ძალიან შელახული იმიჯი და დაიმკვიდროს თითქმის დაკარგული ადგილი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის“. რასაც ვხედავ, ეს სრული სიმართლეა.
მაგრამ საქართველოს კიდევ აქვს რთული პერიოდები გასავლელი. ეს შიდაპოლიტიკაა. ფრთხილად! არასწორმა შიდაპოლიტიკამ შეიძლება მსოფლიოში იმიჯი შეულახოს საქართველოს. ასე რომ, პოზიციცაც და ოპოზიციცაც ერთნაირ სიმძიმეს იკიდებენ, ვინაიდან, ვხედავ, რომ ხალხი ორივე მხარეს დაადანაშაულებს, თუკი შეცდომები დაუშვეს.
ყველა კანონი ზღუდავს ოპოზიციის მოქმედებებს. მთავრობა არაფერს შეარჩენს მათ. თუმცა, ისევ ვხედავ, ისინი მაინც არ გაერთიანდებიან და პრობლემაც მოხსნილია. დღევანდელი ოპოზიცია ვერასდროს მოილაპარაკებს. ეს ასეა ასი პროცენტით. მაგრამ მთავრობა მიიჩნევს, რომ კანონები, რომლებიც პარლამენტმა მიიღო ოპოზიციის მიმართ, ხელ-ფეხს უხსნის მათ, რათა საერთაშორისო, მსოფლიო არენაზე განაგრძონ ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მით უმეტეს, როცა ჩრდილოეთ კავკასია ცეცხლის ალშია გახვეული და ამაზე უფრო ღიად ალაპარაკდებიან ევროპა და ამერიკა. რაც რუსეთს ძალიან არ აწყობს. ფრთხილად!
ვხედავ ინგუშთა და ოსთა ომს. ინგუშები აუცილებლად დაესხმიან თავს ოსებს და ამით დიდ დარტყმას მიაყენებენ რუსულ პოლიტიკას. ჩეჩნეთიც დროს არ დაკარგავს და საპასუხო დარტყმებს მიაყენებს რუსეთს. აქ დაღესტანიც იაქტიურებს, მთელი ყაბარდო-ბალყარეთიც და სხვებიც. ეს ერთდროულად მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ არავინ შეთანხმებულა. უბრალოდ, სრულდება 1990-იანი წლების წინასწარმეტყველებები.
ვხედავ, როგორ იწვის ჩრდილოეთ კავკასია. რუსის ჯარი გარბის საკუთარი საზღვრების დასაცავად!
ვხედავ, რუსეთი ვერ მიისაკუთრებს ვერც ქართულ მიწებს და ვერც შავ ზღვას. შავი ზღვის ზოლი იყო, არის და იქნება საქართველოსი. კოსმოსი არ დაუშვებს რუსების პარპაშს, მბრძანებლობას საქართველოს ტერიტორიებზე.
მთავარი ის არის, რომ რუსეთს ეშინია ქართული ჯარის მოძლიერებისა, იმიტომ რომ ქართული ჯარი აუცილებლად დაამარცხებს რუსულ ჯარს ხელჩართულ ბრძოლაში. ჩვენს პრეზიდენტს კი გასაქანი და ნება რომ მისცე, არც დაფიქრდება, რაკეტებს ისე დაუმიზნებს კრემლს. აი, რისი და რატომ ეშინია რუსეთის მთავრობას. მათ ვერ შეისწავლეს საქართველოს პრეზიდენტის ფსიქოლოგია, ვერ გათვალეს, როდის რას მოიმოქმედებს იგი. ეს იმიტომ, რომ კრიტიკულ მომენტში მისი გონება თავად წყვეტს ყველაფერს. აი ეს ანგრევს რუსეთს ზუსტად, თორემ ვინმეს რამეს რომ ეკითხებოდეს პრეზიდენტი, რაღა უჭირთ რუსებს?!
ხომ გიწინასწარმეტყველებდით, რუსებო, რომ თქვენი ბოროტებისთვის დაისჯებოდით, რომ მოგივლენდათ უფალი ისეთ საშინელ ძალას, რომელიც ყველაფერზე პასუხს გაგებინებდათ? დასხედით ახლა და ელოდეთ, კიდევ რა ოინს მოგიწყობთ საქართველოს პრეზიდენტი, რაც მთლიანად დაანგრევს თქვენს ბინძურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ; და არა მარტო საქართველოს მიმართ.
ვხედავ, დიდი სიფრთხილე მართებს საქართველოს. მსოფლიო პოლიტიკაში თამაში ძნელია და ძალიან საშიშიც. ეს ის მომენტია, როცა ყველა თავის სასარგებლოდ ფიქრობს, როცა ყველა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისა და პირველობისთვის იბრძვის, რათა მუდამ წამყვან ქვეყნებად მიიჩნეოდნენ და, რაც მთავარია, რათა მართვის სადავეები არ გაუშვან ხელიდან; რათა თავად წყვეტდნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ბედს. და თუ შენ ვერ გაატარებ მისაღებ პოლიტიკას, მაშინ სახელმწიფო კი აღარ ხარ, არამედ ბანანის ქვეყანა, სადაც, არც აინტერესებთ, რა ხდება. როცა რომელიმე ცნობილ პიროვნებას თავის წარმოჩენა უნდება, სწორედ ასეთ ქვეყანაში ატარებს საქველმოქმედო აქციას, გამობრწყინდება საკუთარი იმიჯის სასარგებლოდ და მერე კი ქრება. მაგრამ მომავალში, ვხედავ, რომ საქართველო გაუძლებს ამ ურთულეს პერიოდს, ანუ ქართული სახელმწიფო ევროპულ გამოცდებს ჩააბარებს და ამით იგი ადგილს იკავებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გვერდით; ამით აიცილებს ომს და ერის განადგურებას, დაქუცმაცებასა და რუკიდან საერთოდ წაშლას.
ჩვენ ვერავინ მოგვიხსენიებს წარსულად, ვერავინ იტყვის, რომ ოდესღაც არსებობდა პატარა ერი – ქართველები, რომლებიც გაქრნენ. ამას, შადიმანებო, ვერ მოესწრებით!
ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებები სრულდება და მომავალშიც ასრულდება. განსაკუთრებით არ მაღელვებს შადიმანების აზრი თუ ანალიზები, რომელთაც მერე უსირცხვილოდ შეატრიალებთ ხოლმე, თითქოს ეს თქვენ არ გითქვამთ. ისტორია მალე საერთოდ წაგშლით, თანაც არა მარტო თქვენ, ბევრი მოგყვებათ – უვიცი და უსახური. ამინ!
ვხედავ, იცვლება კანონები, იღებენ ახლებსაც, განსაკუთრებით, მასმედიასთან დაკავშირებით: ნამდვილი, თავისუფალი, დემოკრატიული მედია! მასმედიას ისეთ საცერში გაცრიან, რაც მის ისტორიას არ ახსოვს და დიახაც, ეს დემოკრატიული ნაბიჯიაო, ამაყად იტყვის მთავრობა. ვხედავ, ევროპაც ტაშით ეთანხმება ამას. სხვათა შორის, რასაც ვხედავ, ძალიან მომწონს. დიახ, ყველაფერი სამართლიანია და კანონზომიერი დედამიწაზე.
წარსულში კი მიპასუხა ერთმა ვითომ ძალიან ჭკვიანმა ჟურნალისტმა, კანონი მასმედიის შესახებ უკვე არსებობსო, მაგრამ მინდა ვუთხრა მას: არა, „ამხანაგო“ ჟურნალისტო, კანონი აწი მართლა დაიწერება და გავა კიდეც პარლამენტში; დიახ, კანონი, რომელიც სამართლიანად გადაუკეტავს გზებს თქვენნაირებს. ამინ!
რთული პერიოდები მოდის და ვიცი, რომ საქართველო გადაიტანს მათ. ხალხის უმრავლესობას ძალიან, ძალიან გაუჭირდება, სოციალურ აფეთქებას კი ვერავითარი პოლიტიკა ვერ შეაჩერებს. ფრთხილად! ამის ნიშნები კი ჩანს უკვე, მაგრამ უფრო მკვეთრად გამოჩნდება.
ოპოზიციას ყურს არავინ უგდებს, ხალხს მათი აღარ სჯერა. არადა, ძალა ხალხშია და ხალხიც ხვდება, რომ ყველაფერი თავად უნდა გადაწყვიტოს, ცვლილებები თავად უნდა შეიტანოს ქართულ პოლიტიკასა და მთავრობაშიც...
(გაგრძელება იქნება)image
1
281
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
281
  
2020, 17 მაისი, 15:16
ფახულანში, რომ შემოვიდნენ რუსები გუშინ ეს ვერ ნახე შე კაი ქალო?
0 1 1