x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მარტივი ჰერპესი


imageimageimage



მარტივი ჰერპესი ყველაზე გავრცელებული ვირუსული დაავადებაა.რომელიც ვლინდება ერთად თავმოყრილი ბუშტუკოვანი გამონაყარით კანზე და ლორწოვან გარსზე.


იგი გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით, რომლის 2 ტიპს გამოყოფენ-არაგენიტალური და გენიტალური ფორმის დერმატოზის გამომწვევები.პირველი ტიპი აზიანებს კანს და ლორწოვანს, ხოლო მეორე ტიპი - სასქესო ორგანოებს და იწვევს დაავადებას ახალშობილებში.


მარტივი ჰერპესი შეიძლება გამოვლინდეს ადამანის სხეულის სხვადასხვა ადგილზე:ტუჩებზე, ცხვირზე, ხელებზე, სასქესო ორგანოებზე, თვალის გარშემო და სხვა.ყველაზე ხშირად მარტივი ჰერპესი ვლინდება ტუჩზე, ძირითადად გამოწვეულია პირველი ტიპის ჰერპეს ვირუსით, ხშირად ახასიათებს რეციდივები.ზოგჯერ გამონაყრის გამოვლინებიდან რამდენიმე დღით ადრე, იქ სადაც შესაძლოა გამოვლინდეს ჰერპესი, ავადმყოფი უჩივის წვის და ჩხვლეტის შეგრძნებას და ქავილს.


ინფექციის წყაროა ავატმყოფი და ვირუსმატარებელი.პირველადი ინფიცირება ძირითადად ხდება ბავშვის სიცოცხლის მე-6 თვის შემდეგ, რადგან 6 თვემდე ბავშვს სისხლში აქვს დედისგან მიღებული მარტივი ჰერპესის საწინააღმდეგო ანტისხეულები.მარტივი ჰერპესი მძიმედ მიმდინარეობს ახალშობილებში და შეიძლება დააზიანოს შინაგანი ორგანოები და ცენტრალური ნერვული სისტემაც.



არსებობს მარტივი ჰერპესის პირველადი და მორეციდივე ფორმები.


პირველადი მარტივი ჰერპესი წარმოიქმნება ვირუსთან პირველადი კონტაქტის შედეგად, ეს ხშირად ხდება ბავშვებში.ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს.ამ ფორმის დროს ჰერპესი ძირთადად ლოკალიზებულია ცხვირის ირგვლივ და ტუჩზე.პირველადი ჰერპესის ერთ-ერთი გამოვლინება შეიძლება იყოს მწვავე ჰერპესული სტომატიტი, რომლის დროსაც ინკუბაცირუი პერიოდის შემდეგ მატულობს სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე, აღინიშნება თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ძილიანობა.

ბუშტუკები წარმოიქმნება ენაზე, ტუჩების შიგნითა ზედაპირზე, ზოგჯერ ნუშურებზე, რბილ და მაგარ სასაზე, ამ დროს რეგიონალური ლიმფური კვანძები გადიდებულია და მტკივნეული.დასუსტებულ ბავშვებში ვირუსი მიმდინარეობს მძიმედ, შეიძლება დააზიანოს ელენთა, ღვიძლი და სხვა შინაგანი ორგანოები.ამ შემთხვევაში დაახლოებით 25% დაავადება მთავრდება ლეტალურად.


მორეციდივე ჰერპესი-თავს იჩენს წელიწადში დაახლოებით 1-3ჯერ და გამოირჩევა ნაკლები ინტენსივობით და ხანგრძლივობით.გამონაყარი ლოკალიზდება კანზე და ლორწოვან გარსზე, ყველაზე ხშირად ლოკალიზდება სახეზე, სასქესო ორგანოებზე, იშვიათად ხელებზე და დუნდულებზე.რეციდივებს წინ უსწრებს პროდრომული მოვლენებები-წვა, ქავილი, ჩხვლეტა და სხვა.


მარტივი ჰერპესის დიაგნოზის დადგენა ხდება:

1.კლინიკური სურათით

2.პოლიმორფული ჯაჯვური რეაქციით

3.ფლურესცენციული ანტისხეულების გამოყენებით

4.დაზიანებული ადგილიდან აღებული ნაცხის მიკროსკოპული დათვალიერებით


მარტივი ჰერპესის გადადების გზებია:

კონტაქტური

სასქესო

ჰაერ-წვეთოვანი

ტრანსლაციმინაცია


მკურნალობა-ჰერპესის ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალებად ანტივირუსული პრეპარატები მიიჩნევა, ისინი ამცირებენ დაავადების გამოვლინების სიმწვავეს და სიხშირეს.მარტივი ჰერპესის დროს გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატები-აციკლოვირი, ვალტრექსი და ფამციქლოვირი.

კანსა და ლორწოვანი გარსზე ლოკალიზაციის შემთხვევაში გამოიყენება-ადგილობრივი მალამოები, ანტისეპტიკური საშუალებები, პირის ღრუს დაშამუშავებლად წყალბადის ზეჟანგი.

მორეციდივე ჰერპესისი დროს ადგილობრივ მალამოებთან ერთად საჯიროა ვიტამინოთერაპია(B12, B1, B2-ით).

გენიტალური ჰერპესის დროს-ტკივილის და ქავილის შესამცირებლად საჯიროა აციკლოვირი და ე.წ. სუპრესული თერაპია.

ჰერპესის მძიმე ფორმების დროს-ბუნაფტონის პრეპარატი და მალამო ერთდროულად.

0
199
2-ს მოსწონს
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0