x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ხო შური იძიე, მაგრამ რამე შეიცვალა?
image

რა მოხდა აქ? ყველაფერი გაუგებარია გუშინ ასეთივე სცენა იყო ძმების დახოცილი 2 ძმის და 1 დის სახლში მათი მესამე ძმა დროზე ადრე წამოვიდა ახლა კი მასაც იგივე გაუკეთეს.

ის გუშინ თავის და ძმებთან ერთად იყო და ერთობოდა მისი იქედან წამოსვლიდან რამდენიმე წუთში მისი და-ძმები დახოცეს. შესაძლოა მიყენებულ დარტყმას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა.

არამგონია. დოქტორო შეგიძლიათ ის ლამპა მომაწოდოთ?


დიახ, მაგრამ ის რა შუაშია?

ასეთივე ლამპა აღმოვაჩინეთთ წინა დანაშაულის ადგილას. მასში საწამლავი იყო, რომელიც ცეცხლთან სიახლოვისას ხურდება და მთელს ოთახს ავსებს, ეჭვი მაქვს აქაც იგივესთან გვაქვს საქმე.

თუ ასეა ინებეთ.

ახლა კი 1 საატით დაგტოვებთ.

***


ყველაფერი გავარკვიე მას თავი არ მოუკლავს. ის მოკლეს და ვიცი ვინც.


ეს კარგია შეგიძლიათ გვითხრათ ვინ იყო და ეს რატომ გააკეთა?

დიახ. თუმცა მოგვიანებით, ჯერ მოტივი უნდა გავარკვიო.

ამას როგორ აპირებთ?

მკვლელს ვკითხავ.

***


სტერნდეილ?! შეჩერდი.

დეტექტივო, მიხარია რომ გხედავთ საქმემ წინ წაიწია?

თანაც როგორ.

ეგ როგორ? გაარკვიეთ ვინ არის მკვლელი?

დიახ. თქვენ ხართ მკვლელი!

აფსურ...

შეწყვიტეთ! ბარგი გემზე აიტანეთ თუმცა უკანასკნელ წუთებში მიატოვეთ და უკან დაბრუნდით. ამან გაგცათ, თქვენ გაიგეთ რომ და-ძმებიდან რომლების დახოცვაც გინდოდათ 1 გადარჩა და საქმის დასასრულებლად დაბრუნდით უკან...

საკმარისია! ესეიგი ყველაფერი იცით? კარგით, ვაღიარებ მკვლელობას მაგრამ მხოლოდ მორტიმერის მკვლელობას.

ეს რატომ გააკეთე?

რომც გითხრათ არ დაიჯერებთ.

მხოლოდ 1 შანსი გაქვს თავი იმართლო...

კარგი. მაშ ნუ გამაწყვეტინებთ.

შევთანხმდით.

მორტიმერს, მის დას და 2 ძმას მამამ მემკვიდრეობით დიდძალი ქონება დაუტოვა, დავის შემდეგ თითოეულმა თანაბრად გაიყო და თავ-თავისი წილით გააგრძელეს ცხოვრება. 2 კვირის წინ მორტიმერი ჩემთან მოვიდა და ჩემს კოლექციაში არსებულ ნივთებს ათვალიერებდა. როცა პაკეტში გახვეული ფხვნილი დაინახა შემეკითხა ის რა იყო. მეც დეტალურად ავუხსენი რომ ძლიერმოქმედი შხამი იყო და მითითებებიც მივეცი როგორ გამოეყენებინა. არ ვიცოდი რა საშინელი განზრახვაც ამოძრავებდა. როცა გავიგე 2 დღის წინ ვიღაცამ მისი ძმები და მისი და მოკლა და ჯერაც ვერ დაედგინათ რით, მაშინვე მივხდი ეს ვისი ნამოქმედარიც იყო, მორტიმერის და, ბრენდა მიყვარდა, მასაც ვუყვარდი, მისმა ძმამ კი წამართვა, ფულის გამო მოკლა საკუთარი და, 2 ძმასთან ერთად, შური უნდა მეძიებინა მეც გემიდან გადმოვედი როგორ გავემგზავრებოდი აფრიკაში როცა მეცოდინებოდა რომ ჩემი საყვარელი ქალის მკვლელი თავისუფლად დადის? შევიარე სახლში საკმარისი საწამლავი ავიღე და მორტიმერი იგივე მეთოდით გამოვასალმე სიცოცხლეს, რითაც მან თავისი ღვიძლი და და ძმები მოკლა. შური ვიძიე, ახლა კი აღარაფერი მდადარდებს!

ესეიგი შური იძიე. და ამით რამე შეიცვალა?

თითქოს უნდა შეცვლილიყო, თუმცა არაფერი შეცვლილა.

შურისძიება არაფერს ცვლის...

ახლა გვიანია ამაზე ლაპარაკი.

მართალია. თუ მკითხავენ ჩემთვის არაფერი გითქვამს, შემდეგი გემის რეისი 2 საათში გადის, იჩქარე სანამ გადავიფიქრე.



0
329
2-ს მოსწონს
ავტორი:ჯეფ ვოლკერი
ჯეფ ვოლკერი
329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0