x
მეტი
  • 03.06.2020
  • სტატია:100974
  • ვიდეო:346238
  • სურათი:464474
ღვთისაგან გამოგზავნილი სასწაულმოქმედი, რომელიც განკაცდა - სულისშემძვრელი გახსენება მამა გაბრიელზე
image




”ერთი ჩემი ბავშვობის ძმაკაცი შემხვდა, მთხოვა: გეხვეწები მამა გაბრიელს შემახვედრეო, ვუთხარი ასე ადვილად ეგ საქმე არ გამოვა დრო მჭირდება მეთქი. მივდექი, მოვდექი, შევაწუხე ხალხი და როგორღაც მოვახერხეთ მამა გაბრიელთან შეხვედრა. არადა მიკვირდა ამ უღმერთოს იმ წმინდა კაცთან რა უნდა მეთქი.




ტაძრის ეზოში დაგვხვდა მამა გაბრიელი, პირველი მე მივედი, ხელი ჩამომართვა მერაბს კი ეუბნება აქ რამ მოგიყვანაო, ისე უთხრა თითქოს იცნობდნენ ერთმანეთს, მერაბსაც გაუკვირდა მაგრამ არ დაბნეულა და უთხრა:



– მამა გაბრიელ, რწმენა დავკარგე და ღმერთს ვერ ვპოულობო…



– მერედა ღმერთს შენი მეზობლის ცოლის ფეხებს შორის იპოვიო?! – უპასუხა გაბრიელმა.



მერაბი გაშრა, შუბლზე ცვარად მოედო ოფლი, ვეღარ გაუძლო ბერის დაჟინებულ მზერას და თავი ჩაღუნა, იმის იმედით, რომ გაბრიელი მის თვალებში ვეღარ ამოიკითხავდა ყველაფერს.



– მოდიხარ ჩემთან, – გააგრძელა მამა გაბრიელმა, – მოდიხარ ჩემთან და მთხოვ ღმერთი გაპოვნინო? – გუშინ, ბაზარში ღარიბ-ღატაკ პატარა ბიჭს რომ ევაჭრებოდი და რის ვაი ვაგლახით მოაცემინე ის ერთადერთი ცხვარი კაპიკებად, მერმე წახვედი, ჯიბიდან ბღუჯა ფული ამოიღე და აქეთ-იქით აფრიალე, იმ ცხვრის ხაშლამით გამომსკდარმა და ყანწებით გამოფრუტუნებულმა, – აი მაშინ იმ ღატაკი ბავშვის თვალებში რატომ არ ეძებდი ღმერთს?! – მერაბი თავს ზემოთ ვეღარ წევდა, ეტყობოდა რომ ტიროდა.



– დღეს, ტაძარში მომავალს ჯიბეში მანეთიანიღა რომ გედო და გზად მოხუცი უპოვარი დახმარებას გევედრებოდა რა უპასუხე?! – ტაძარში მივდივარ და სანთლის ფული მაქვს დარჩენილიო?! – რატომ არ დაინახე იმ მოხუცის შიმშილით ჩაცვენილ ლოყებში და ცრემლითა და სირცხვილით სავსე თვალებში უფალი?!


შენი უცოდინარი შვილის სამსახურში ასაყვანად, რატომ გააშვებინე ის ბეჯითი ყმაწვილი, თავის საქმეს კარგად რომ აკეთებდა, განა იმის ლოგინად ჩავარდნილ დედას შენი შვილი მიუტანს წამალს, თუ შეენ?!



შენ“ შვილო ჩემო ღმერთს ვერ იპოვი მეზობლის ქალის კალთაში, ვერ იპოვი უზომო სმა-ჭამაში, ვერ იპოვი ყველაზე დიდი სანთლის დანთებაში, ვერ იპოვი უსამართლოდ დაწინაურებული შვილის მომავალში. ღმერთი, მეზობლის ზურგში დანის ჩარტყმა კი არა, მეზობლის გვერდში დგომა და გატანაა! ღმერთი გაჭირვებულისთვის ვაჭრობის დაწყება კი არა, იმაზე მეტის მიცემაა, ვიდრე თვითონ აფასებს! ღმერთი ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რომლებიც ჩვენს მომავალს აშენებენ და არა მათთვის ხელის შეშლა! ღმერთი უპოვრისათვის 5 კაპიკის ჩუქება უფროა, ვიდრე 2 მანეთიანი კელაპტრების დანთება ტაძარში, რადგან კაცთა სიყვარულით გაცემული 5 კაპიკი, იმ 2 მანეთიან კელაპტარზე მეტად გაანათებს შენს სულს.



ღმერთს არ მიუტოვებიხარ, ღმერთი შენი გულის კუთხეში გადამალე, მთელი გული კი მრუშობას, ვაჭრობას, ბოღმასა და შურს დაუთმე, ამიტომ დღეიდან, თუ მართლა ნანობ, თქვი უარი ყოველივე ამაზე და ღმერთს იმწამსვე იგრძნობ შენს სულში, გონებაში და სხეულში.



შემდეგ გამიღიმა, კარგით ახლა ბავშვებო, ნუ დაღონდებით, წამოით ახლა ერთი ჭიქა დავლიოთო…”

ეს იყო ღვთისაგან გამოგზავნილი სასწაულმოქმედი, რომელიც განკაცდა, რათა ადამიანებისათვის წართმეული და შერყვნილი რწმენა, სიყვარული და სწორი გზაზე სვლა დაებრუნებინა!"

მალხაზ კვარაცხელია

0
901
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
901
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0